x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სიკვდილი ყოველთვის პოულობს იმას, ვინც საჭიროა: საშინელი აღმოჩენა!
ეს მოხდა 1994 წლის გაზაფხულზე. ახალგაზრდა ამერიკელმა სახელად რონალდ ოპუსმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ეწერა, რომ მან, რონალდმა, ეს ნაბიჯი გადადგა ფინანსური პრობლემების გამო და იმის გამო, რომ მშობლებს არ ესმოდათ მისი.


ამ წერილის დაწერის შემდეგ ბატონი ოპუსი აძვრა ფანჯრის რაფაზე და მეათე სართულიდან გადახტა.

image
ნაკლებსავარაუდოა- ამას გააკეთებდა თუ არა რომ სცოდნოდა, რომ იმ დღეს ფანჯრის მწმენდავებმა მეშვიდე სართულის დონეზე დაზღვევისთვის ბადე გაჭიმეს. ასე რომ, ორი სართულით ჩაფრენის შემდეგ ოპუსი ბადეზე დაეცემოდა ჩასველებული შარვლით, მაგრამ სავსებით ცოცხალი.

მაგრამ აქ ჩაერია ფანტასტიკური შემთხვევა. ფატალური უიღბლობა!

როდესაც რონალდმა მერვე საურთულის ფანჯარასთან ჩაიფრინა, მას თავში მოხვდა მერვე სართულის მცხოვრებლისგან ნასროლი ტყვია.


სანამ პოლიცია ბადედან მიცვალებულის გვამს ხსნიდა და გარდაცვლილის ვინაობას ადგენდა, დეტექტივებმა გადაწყვიტეს მსროლელისთვის ბრალდება წაეყენებიათ-შემთხვევითი მკვლელობა. რადგან, მას რომ არ გაესროლა, ოპუსი ცოცხალი გადარჩებოდა ბადეზე დავარდნისას.


საქმის შემდგომმა გარჩევამ ახალი ფაქტები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ მოხუცმა მეუღლეს ესროლა- მაგრამ ვერ მოარტყა და ტყვია ფანჯარაში გავარდა. ესე იგი,
ბრალდების კორექტირებაა საჭირო - შემთხვევით მკვლელობას დაემატა განზრახ მკვლელობის მცდელობა (ცოლზე თავდასხმა.)

ცოლთან ჩხუბის და გაბრაზების დროს ის ყოველთვის ხსნიდა კედლიდან დაუტენავ იარაღს და „საკონტროლო გასროლა“-ს აკეთებდა - აშინებდა მეუღლეს სასხლეტის ჩხაკუნით. ეს იყო ერთგვარი ოჯახური რიტუალი. მეუღლეთა მტკიცებულებით ეს იარღი ყოველთვის ეკიდა კედელზე და არასოდეს არავინ არ ტენიდა.
image

გამოდის რომ, აშშ-ს კანონის მიხედვით ბრალდება შემთხვევით მკვლელობაზე
იმას უნდა წაყენებოდა, ვინც დატენა იარაღი. და ვინ?

გაარკვიეს რა, რომ ოთახში თავისუფლად შემოსვლა შეეძლო მხოლოდ მათ ვაჟიშვილს, პოლიციის დეტექვტივები დაუკავშირდნენ მის მეგობარს და ბევრი საინტერესო რამ გაარკვიეს.

იცოდა რა, რომ მამა ხშირად ემუქრებოდა დედას კედელზე დაკიდებული იარაღით, შვილმა ჩუმად დატენა ის იმ იმედით, რომ პირველივე ჩხუბისას ის მოკლავდა დედას და მას კი ციხეში ჩასვამდნენ.

მაგრამ, ბოლო რამოდენიმე კვირა მეუღლეები მშვიდა და მეგობრულად ცხოვრობდნენ, რამაც საოცრად დაამწუხრა უიღბლო შურისმაძიებელი. სად არის ეს არამზადა?

„როგორ თუ სად? _ გაუკვირდა მოხუცს. _ შვილი ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს...“ და ეს შვილი აღმოჩნდა ....თვით რონალდ ოპუსი! ეს მან დატენა იარაღი, და როდესაც შურისძიება არ გამოუვიდა, სასოწარკვეთილების მომენტში ფანჯრიდან გადახტა. და მოკლული იქნა თავისივე დატენილი ტყვიით, თავისივე მამის მიერ, რომლის ციხეში გაგზავნა სურდა. თვითმკვლელობა აღსრულდა, თუმცა არა ისე, როგორც ოპუსს სურდა...


მართალია მთელი ეს ისტორია გამოგონილს გავს, მაგრამ ეს ნამდვილად დაფიქსირებული ფაქტია.



იხილეთ ასევე:


1. მოსწავლე გოგონებმა მამაკაცი სასტიკად სცემეს და გაქურდეს.


2. 15 წლის მოსწავლე ვერ დაიცვეს მასწავლებლებმა მკვლელისგან!


3. პირველი 6 წელი ჯოჯოხეთში! შემთხვევით გადარჩენილი ბავშვი.


4. მართლმსაჯულება! გაუპატიურებას გადარჩენილი დანიის მოქალაქე ჯარიმას გადაიხდის მოძალადეს რომ გაუსწორდა!


5. მთვრალი დედა ორი შვილის მოკვლას ცდილობდა, რათა ყოფილ მეუღლეზე ეძია შური!


6. არავის მოკვლა არ მინდოდა - ბანკში მძევლების ამყვანი ბიზნესმენის პირველი განცხადება


7. ორი წლის ბავშვი ტარაკანებს ჭამდა 4 დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც დედამისი საშხაპეში გარდაიცვალა.


8. ( +18) ბიჭუნას სატვირთო მანქანამ გადაუარა. მძღოლმა მეორედაც გადაუარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად მოკვდა.

1
2389
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2389
  
0 1 1