x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ბუნებრივი არომატი, რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე (სურნელი დიეტის ნაცვლად)

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა სახის არომატი, რაღაც მაგიური ძალის გავლენით, უჩვეულოდ მოქმედებს გუნება-განწყობაზე და ძალიან სწრაფად ცვლის ჩვენში ემოციურ ფონს. აქ განხილული არის 10 არომატი, რომელიც მომენტალურად და მხოლოდ სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.


1. ჟასმინი დეპრესიას აქრობს


image
ჟასმინის არომატი, ჯერ ერთი, უფრო ყურადღებიანებს გვხდის, და მეორე – აკვიატებული აზრებისგან გვათავისუფლებს.


2. ლავანდა უძილობის წამალია


image
ლავანდის ზეთის არომატი გონებას და სხეულს ამშვიდებს და საუკეთესო საშუალებაა მოდუნებისტვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის უძილობისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.


3. დარიჩინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს


image


ეს ყავისფერი სუნელი, უდიდესი ძალის მქონე, ნამდვილი წამალი არის. Wheeling Jesuit University (აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დარიჩინის სუნი მოტორიკას, მხედველობას, მეხსიერებას და ყურადღებას აუმჯობესებს.



4. წიწვოვანი მცენარეების სურნელი სტრესს ამცირებ


image
იაპონელმა მკვლევარებმა ცდაში მონაწილე, მოხალისეთა ორი ჯგუფი, სასეირნოდ სხვადასხვა ადგილზე გაგზავნეს: ერთი — ფოთლოვან ტყეში, ხოლო მეორე — წიწვოვანში. პირველი ჯგუფში ვინც იყო – გაღიზიანებულები და უკმაყოფილოები დაბრუნდნენ, ხოლო, ვინც წიწვნარში გაისეირნა — დასვენებული და ხალისიანი.


5. ახლად მოთიბული ბალახის არომატი დაღლილობას ხსნის


image
ახლად მოთიბულ მინდორში გასვლის შემთხვევაში, ადამიანი კარგ განწყობაზე დგება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სურნელი, რომელიც იქ ტრიალებს, ამცირებს, გადაღლილობით გამოწვეულ, აზროვნების უნარის დაქვეითებას.


6. ციტრუსი სიმხნევის საუკეთესო საშუალებაა


image
ამ არომატს ორშაბათის არომატსაც ეძახიან: ციტრუსებს შეუძლია ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ენერგიის გამომუშავება და ხალისიანი დღის უზრუნველყოფა.


7. ვანილი ადამიანს კეთილს ხდის


imageვანილი ცხოვრებას ატკბობს და ადამიანში დადებით გრძნობებს აღვიძებს. ის დაბალანსების კარგი საშუალებაა მოდუნებასა და მობილიზაციას შორის.


8. პიტნა ყურადღების კონცენტრირებას ამაღლებს


image
პიტნის სუნი სასუნთ გზებს ასუფთავებს, რაც თავის მხრივ, ტვინის აფხიზლებს და მის მუშაობას ასტიმულირებს.


9. ვაშლის სუნი თავის ტკივილს ამცირებს


image


ადამიანებმა, ვისაც თავის შაკიკის ხშირი შეტევები აქვთ, მორიგი თავის ტკივილის დროს, სურნელოვანი ვაშლი უნდა დაიდონ თავთან ახლოს. ტკივილს შემცირების გარდა, ვაშლის არომატი შფოთს ამცირებს და მოდუნებას იწვევს.


10. ზეითუნის ზეთის არომატო მადას აქვეითებს


image
გერმანიის კვების ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები იმ კერძით უფრო მალე ნაყრდებიან, რომელიც ზეითუნის ზეთით არის შეზავებული. გარდა ამისა, დაამტკიცეს, ჩვენ ადამიანი მსუბუქად «ნაყრდება» მხოლოდ მისი სუნის შეგრძნების შემდეგ.

დასკვნა კი ასეთი: თუ ხშირად მივირთმევთ, ზეითუნის ზეთით შეზავებულ, დაბალკალორიულ სალათებს ან ზეითუნის ზეთის სურნელს შევიგრძნობთ — დროთა განმავლობაში, ჭარბი წონისგან გავთავისუფლდებით.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე («ოჯახის ექიმი»). მოხმარება. რეცეპტები

კალანხოე. სამკურნალო თვისებები. მიღების წესი. უკუჩვენება (+ მოვლა და გამრავლების თავისებურებები)

ბარაქის ხემ რომ «იმუშაოს»... და არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით
ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები
ჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!
ოთახის 9 მცენარე, რომლის დადგმა საძინებელში არის რეკომენდირებული

1
306
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
306
  
2017, 11 მაისი, 13:19
...მე კი განსაკუთრებულად სუნელების სურნელი მიყვარს.
0 1 1