x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რას მალავს ფრჩხილის ლაქი!?
image
საშიშ ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებებს!

დიუკის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა _ფრჩხილის ლაქის წასმიდან 10 საათში ჩვენი სხეული იწოვს ტრიფენილფოსფატს.


რით არის ის საშიში?

-არღვევს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.

-არღვევს მეტაბოლიზმს და რეპროდუქტიულ სისტემას.

-იწვევს ალერგიას.

კიდევ რას შეიძლება შეიცავდეს ფრჩხილის ლაქი?

ფორმალდეჰიდი- ზრდის ფრჩხილის ლაქის შენახვის ვადას.

-ის იწვევს სასუნთქიგზების პრობლემებს.

-ზრდის ფილტვისკიბოს წარმოქმნის რისკს.

-ორსულებში ზრდის ნაყოფის მუტაციის რისკს.


დიბუტილფტალადი-იცავს ფრჩხილის ლაქს დაბზარვისგან.

-საშიშია რეპროდუქციული ფუნქციისთვის.

-არღვევს ღვიძლის და თირკმლის მუშაობას.

-არღვევს ჰორმონალურ ბალანსს.

ტოლუოლი- აუმჯობესებს ფრჩხილის ლაქის კონსისტენციას.

-ნეგატიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

-აქვეითებს იმუნიტეტს.

-არღვევს სისხლის მიმოქცევას.


ქაფური- მდგრადს ხდის ლაქს გარე ზემოქმედებების მიმართ.


-ძლიერი ალერგენი.

-იწვევს სპაზმებს.


ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ ფრჩხილის ლაქის შემადგენლობა!!!

image


საინტერესო ქრონოლოგია, რომელიც დაფიქსირებულია და დაკავშირებული ფრჩხილის ლაქთან _ასე გამოიყურება:

1800 წელი - ფრჩხილებს იჭრიდნენ და იქლიბავდნენ ნუშისებრ ფორმაში, იღებავდნენ მცენარეული და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებით, შემდეგ კი აპრიალებდნენ ტყავის ნაჭრით.


1830 წელი _ პირველად იქნა გამოყენებული ფრჩხილის დამუშავების სპეციალური ტექნელოგია სპეციალური მაკრატლით და ქლიბით. ინოვაციის ავტორი იყო ევროპელი ექიმი ზიტცი.


1879 წელი_ პირველი პერიოდული გამოცემა აშშ-ში, რომელშიც მთავარი აქცენტი ვარცხნილობას ეთმობოდა.


1892 წელი _ამერიკელებმა მასიურად დაიწყეს ექიმ ზიტცის ფჩხილების მოვლის
მეთოდის გამოყენება.


1900 წელი _გაჩნდა პირველი ფრჩხილის ლაქი, რომელსაც აქლემის ბეწვის ფუნჯით ისმევდნენ.


1917 წელი _გაყიდვაში გამოვიდა სახლის პირობებში გამოსაყენებელი ფრჩხილების მოვლის უსფრთხო ნაკრები, ფრჩხილის ლაქი მათეთრებელი ეფექტით, დასაკრავი ფირფიტებით, დამაფიქსირებელი ნივთიერებებით.


1918 წელი _მასობრივი ხასიათი მიეცა კოსმეტიკური მომსახურეობის
რეკლამას.


1925 წელი _მასიურ გაყიდვაში გამოდის ფრჩხილის ლაქი. მას აქვს ნაზი ვარდისფერი და იდება მხოლოდ ფრჩხილის ცენტრში.


1927 წელი _მეწარმე მაქს ფაქტორი იწყებს ფრჩხილის ლაქის გამოშვებას მინიატურულ ფლაკონებში. ქალები იწყებენ მის გამოყენებას ფრჩხილის მათეთრებელ ლაქთან კომბინაციაში. ეფექტი -თანამედროვე „ფრანგული“ სტილის მსგავსი.

image

1929 წელი _გაჩნდა სუნამოს სუნის მქონე ლაქები. ქალბატონებმა ის დაიწუნეს.


1930 წელი _ მოდაში შემოდის ფრჩხილის დამუშავების ელექტრონული ხელსაწყოები.


1932 წელი _მასობრივ გაყიდვაში გამოდის სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქები. იმავე ფერი ტუჩსაცხების შეთავაზებით.


1934 წელი _იწყებენ ფრჩხილის ლაქის წასმას ფრჩხილის მთელ ზედაპირზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთერთი ჩიკაგოელი სტომატოლოგი გვთავაზობს ხელოვნური ფრჩხილების გამოყენებას მათთვის, ვისაც ფრჩხილის კვნეტის მავნე ჩვევა აქვს.


1935 წელი - გაჩნდა დასაწეპებელი ფრჩხილები.


1938 წელი _ლაქის ქვეშ იწყებენ სპეციალური ხსნარის წასმას. ამგვარ დამუშავებაში 75 ცენტს იხდიდნენ.


1940 წელი - მოდაში შემოდის გრძელი ოვალური ფორმის ფრხილები და წითელი
ფერის ფრჩხილის ლაქები.


1949 წელი _ფრჩხილის ლაქები იყიდება კომპლექტში ხსნარით, რომელიც აჩქარებდა მის გაშრობას.


1950 წელი _ ფართოვდება ფრჩხილის ლაქლის ფერთა გამა.


1956 წელი _სუპერმარკეტებში გამოჩნდა ფრჩხილის დასაგრძელებელი სპეციალური სამაგრები. ავტორად სახელდება თომას სლაკი.


1960 წელი _ხელოვნური ფრჩხილები პოპულარობას აღწევს. მზადდება აბრეშუმისგან და სხვადასხვა ქსოვილისგან.


1970 წელი -მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება აკრილის მასალის ხელოვნური ფრჩხილები.


1974 წელი _პირველად გამოვლინდა და ოფიციალურად აიკრძალა ფრჩხილის
დამუშავების სახიფათო ნივთიერებები. მათ განეკუთვნება მეტააკრილატები.


1976 წელი _ბაზარზე უკვე გამოდის ფრჩხილის ლაქის მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი ფირმა. იცვლება მოდა ფრჩხილები ფორმაზე და ფერზე.


1978 წელი _ გაჩნდა ეგრეთწოდებული ფრანგული სტილი.


1981 წელი _ჩნდება ფრჩხილის ფორმის და შეღებვის საავტორო დიზაინის ნიშნები.


1983 წელი - ბაზარზე პირველად ჩნდება სუსტი სუნის მქონე ფრჩხილის დასამუშავებელი მასალები.


1989 წელი _ აშშ-ში სალონები საკმაოდ შემოსავლიან საწარმოებად იქცნენ.


და მაინც! რას მალავს ფრჩხილის ლაქი?





იხილეთ ასევე:


1. სექსის შემდეგ რატომ ნაღვლიანდებიან ადამიანები? მეცნიერები პასუხს ეძებენ ამ კითხვაზე


2. 30 ვარცხნილობა და ფერი თხელი თმებისთვის: განსაცვიფრებელი მოცულობა!


3. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანების ტვინი უფრო სწრაფად შრება...


4. ყურადღება! ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა...

0
258
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0