x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე?

ვიტამინი D - ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ადამიანისთვის ამ ნაერთების ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ვიტამინი D3 და ვიტამინი D2. საკვებით მიღებული ან კანში სინთეზირებული D ვიტამინი არ არის ბიოლოგიურად აქტიური. აქტივაცია საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას, ჰიდროქსილირებას, რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში.


D ვიტამინის უდავო როლი რაქიტისა და ოსტეომალაციის თავიდან ასაცილებლად უკვე კარგადაა ცნობილი, მაგრამ ბუნდოვანი რჩება მისი სხვა ეფექტები ჯანმრთელობაზე. გაურკვეველია D ვიტამინის დიეტაში დამატების გავლენა სიკვდილიანობაზე. არ არსებობს მკაფიო რეკომენდაციები D ვიტამინთან დაკავშირებთ, რადგან, ერთი მხრივ, გამოვლენილია მისი დადებითი გავლენა ძვლების ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ კი არაა დადასტურებული დადებითი ეფექტები სხვა რაიმე პროცესებთან მიმართებაში. რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა, მზეზე არაადეკვატურ ექსპოზიციასთნ ერთად იწვევს ოსტეომალაციას — ძვლის დარბილებას (ან რაქიტს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება), განვითარებულ ქვეყნებში ეს იშვიათი შემთხვევაა.


image



ბირმინგემის უნივერსიტეტში(დიდი ბრიტანეთი) ჩატარებულ კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ D ვიტამინის ორგანიზმში მატება, იწვევს კუნთების და ძვლების გაძლიერებას. კვლევაში მოაწილეობას იღებდა 20-71 წლამდე, 116 მოხალისე.


image



კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ქალებში გადამეტებულ ცხიმიანობას, D ვიტამინის ნაკლებობა მოჰყვება. რაც შეეხება მამაკაცებს, რამოდენიმე მათგანის კუნთებზე D ვიტამინს ზეგავლენა არ ჰქონია.

image



კვირაში სამჯერ, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში თუ სახეს, ხელებს და მკლავებს მზის სხივებს მიუშვერთ, მოხდება D ვიტამინის სინთეზი. რის შედეგადაც, ორგანიზმში D ვიტამინი გააქტიურდება.


image


ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორები აუცილებლად გვირჩევენ კვირაში 10-15 წუთით მზის სხივის მიღებას, რათა ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა არ შეინიშნებოდეს.


image


კვლევებმა ასევე ცდახჰყო ის ფაქტი, რომ D ვიტამინი ასევე ძალიან სასარგებლოა ძველბისთვისაც. იგი ამაგრებს ძვლებს და იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან.


გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას!


image






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}

1. მსოფლიოს ყველაზე შოკისმომგვრელი 6 ქორწინება!

2. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც სისხლში შაქარს აბალანსებს!

3. 6 სუპერ-ფუნქცია, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონს გააჩნია!!!

4. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

5. პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ შაქრიანი დიაბეტის დამარცხებაში!

2
1361
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1361
  
2017, 27 აპრილი, 11:55
რუჯის შემდეგ ამიტომაც არის ჩვენი კანი რბილი და ბზინავი :)
0 1 2