x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
10 რჩევა, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგებათ

სიტყვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს ყველასთვის არის ცნობილი. ათასწლეულების მანძილზე, შთამაგონებელი საუბრები, ბრძნული გამონათქვამები და აფორიზმები, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ცვლიდა და ამასთან ერთად, კარდინალური ცვლილებები შეჰქონდა ქვეყნების და ხალხების ისტორიაში. სიტყვის საკუთარ თავზე გავლენის გამოცდის საშუალება ყველას აქვს. ამიტომ აქ, 10 ყველაზე სარწმუნო რჩევას გთავაზობთ, რომელიც სულ სხვა თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს, თქვენს პრობლემებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.


image


ადამიანები «თქვენს წინააღმდეგ» კი არ არიან, – ისინი, უბრალოდ, «საკუთარ თავს ემხრობიან».


მწვერვალები დაიპყარით არა იმიტომ, რომ მსოფლიომ დაგინახოთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ დაინახოთ მსოფლიო.


საკუთარი შეცდომები უფრო დიდ გამოცდილებას შეგძენთ, ვიდრე პირადი გამარჯვებები. მაგრამ, დამარცხების გამო, ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ. თუ საკუთარ მიზანზე უარს არ იტყვით, ყოველი შეცდომა და წარუმატებლობა, სულ უფრო და უფრო ძლიერს გაგხდით. გახსოვდეთ, რომ უარყოფითი შედეგიც – შედეგი არის.


ყოველთვის ეცადეთ, რომ საკუთარი დრო იმაზე დახარჯოთ, რაც მართლა გაინტერესებთ. მომავალში, შეიძლება, საამისოდ არც დრო და არც საშუალება გქონდეთ.


ყოველთვის იქ წადით, სადაც თქვენი მისვლა უხარიათ და არა იქ, სადაც, უბრალოდ, გიტანენ.


მთელი ცხოვრების გატარება საკუთარ თავთან მოგიწევთ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ ამ ადამიანის საზოგადოებაში ყოფნა, თქვენთვის საინტერესო იყოს.


საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გაცნობიერება – პირველი ნაბიჯია მათი გადალახვის გზაზე.


მოტივაციის მუდმივად შენარჩუნება შეუძლებელია, ისევე, როგორც მუდმივად სუფთად დარჩენა. ამის გამო, ნუ დაიბნევით. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ ყოველ დღე, საკუთარი თავისთვის, ახალი მოტივაცია იპოვოთ – ეს ისევე აუცილებელია, როგორც შხაპის მიღება.


ყველას რაღაცის ეშინია. არ არსებობს ადამიანი, რომ ვიღაც ან რაღაც არ უყვარდეს... და ცხოვრებაში დანაკარგიც, ყველას განუცდია. თქვენი შიში და სისუსტეები, ამ მხრივ – უნიკალური არ არის.


კომფორტი – ყველაზე დიდი მტერია, წინსვლის და წარმატების მიღწევის გზაზე!


image

სხვა სიახლეები:


* ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია... (15 ფოტო)

* ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ? (4 ფოტო) – ტესტი, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის აღმოსაჩენად

* უმარტივესი ნამცხვარი, შოკოლადის გულსართით

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0