x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
გაიცანით "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონის ბრაზილიელი მონაწილე (+ ფოტოები)
image

"ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონში უცხოელი მონაწილეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რომელთა შორისაც, აქამდე ჩვენთვის უცნობი, ბრაზილიელი ანი ბაროში არის.


პროფესიონალი მოდელი, წარმოშობით ბრაზილიელი ანი ბაროში
არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა. მეტწილად, სარეკლამო რგოლებში და გლამურული ჟურნალების ფურცლებზე იხილავთ. მოდის დედაქალაქში, პარიზში დამკვიდრებამდე, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, რთული გზა გაიარა.


„ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და არ ჰქონდა ფული, რომ კარიერის შექმნაში დამხმარებოდა. ამიტომ, ვფიქრობ რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე. როდესაც ბრაზილიაში ვცხოვრობდი, სულ ვოცნებობდი მოგზაურობაზე. ვგრძნობდი, რომ მსოფლიო ძალიან დიდია და ბევრია საინტერესო ადგილი, სადაც მოხვედრა მინდოდა. მოდელის პროფესიამ ეს შემაძლებინა“ - ამბობს მოდელი.


ბრაზილიელი დროს უქმად არ კარგავს და თბილისის მოდის კვირეულზე, განახლებული აღმაშენებლის გამზირზე დიზაინერ ლაშა ჯოხაძის სამოსს წარადგენს.
ქართველი დიზაინერი მის საკონკურსო ჩაცმულობაზეც იზრუნებს.


მოდელის თქმით, სამოდელო სამყაროში თავის დასამკვიდრებლად რთული გზის გავლა მოუხდა. ახლა კი, მზად არის, მორიგი რთული გზა ნაბიჯ-ნაბიჯ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ გაიაროს.


ანის მეწყვილე - ირაკლი ძაძამია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პირველად მონაწილეობს. ფიქრობს, რომ მოდელს ცეკვისთვის ყველანაირი მონაცემი აქვს, თუმცა ანის ხერხემლის პრობლემა აწუხებს, რაც რიგი მოძრაობების შესრულებაში ხელს უშლის.



image



image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image






ასევე, შეგიძლიათ იხილოთ:



გაიცანით "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონის ვარსკვლავები

image


ქართველი მამაკაცი, რომლის გულის მოსაგებადაც 30 უკრაინელი გოგონა იბრძვის
image





0
598
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0