x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართველი მამაკაცი, რომლის გულის მოსაგებადაც 30 უკრაინელი გოგონა იბრძვის
image30 წლის წარმატებული
ბიზნესმენი და პროდაქშენ კომპანია Maq Entertainment-ს მფლობელი ირაკლი მაქაცარია საქართველოდან, უკრაინული პროექტის - «Холостяк»-ის („უცოლო“) მთავარი გმირია. მისი გულის მოსაგებად 30 ქალი იბრძვის. სიმპატიური, წარმატებული და თავისუფალი მამაკაცი პროექტისთვის უკრაინულმა მხარემ სოციალიალურ ქსელის საშუალებით იპოვა.
კასტინგისთვის კიევში მიიწვიეს და გამოსაცდელ დავალებას, პაემანზე მოეხიბლა ორი გოგონა, თავი წარმატებით გაართვა. მისი კანდიდატურა პროექტისთვის შესაფერისი აღმოჩნდა. ასე გახდა ქართველი ბიზნესმენი რეალითი შოუს მონაწილე. პროექტის გადაღებები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლის ყოველ კვირას, პროექტის
მონაწილე ერთ-ერთ გოგოსთან გამომშვიდობება უწევდა და ამბობს, რომ ერთი მამაკაცისთვის 30 გოგონასთან გამკლავება რთული იყო. პროექტის გადაღებები დასრულდა და რეალითი შოუ უკრაინული არხი СТБ-ს ეთერში 4 მარტიდან გადის. ამიტომ, პროექტის დეტალები გასაიდუმლოებულია და უცნობია, დაიპყრო თუ არა ჯერ-ჯერობით ირაკლი მაქაცარიას გული რომელიმე მონაწილემ.
სწორედ უკრაინული პროექტის საშუალებით მოიპოვა უკრაინაში ქართველმა მომხიბვლელმა ბიზნესმენმა პოპულარობა. საქართველოში კი, ყველასათვის სასურველი სასიძო ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია.


image


image


image



image


image


image


image


image


image


image









0
1946
10-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1946
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0