x
image
ალექსანდრე ლექსო
საჭიროა თუ არა სიბრძნის კბილების მოშორება
სიბრძნის კბილი, ანუ რიგით მერვე კბილი ადამიანს არ სჭირდება საჭმელის დაღეჭვის დროს. ისინი 12 დან 25 წლამდე პერიოდში იწყებენ ამოჭრას. ბევრის აზრით საჭიროა მათი რაც შეიძლება მალე მოშორება. აუცილებელია თუ არა ამის გაკეთება?



image


აი რა უნდა ვიცოდეთ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.



როდის არ არის საჭირო კბილის ამოღება.
image
. თუ სიბრძნის კბილი ჯანმრთელია (არ არის კარიესი, ღრძილები კბილის გარშემო ჯანმრთელია)


. მთლიანად არის ამოჭრილი.

. სწორად არიან განლაგებული, ხელს არ უშლიან დანარჩენ კბილებს.

. მათი დასუფთავება ადვილია.



როდის არის აუცილებელი მათი ამოღება.

image. კბილი მთლიანად დაფარულია ღრძილით და ვერ ახერხებს ამოჭრას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება კისტა გამოწვიოს, რაც დააზიანებს მეზობელ კბილებს.

. კბილები მთლიანად არ არის ამოჭრილი, გაძნელებულია მათი მოვლა, რაც იწვევს ბაქტერიების დაგროვებას.

. თუ კბილის ამოჭრის ადგილას მჭიდროდაა განლაგებული მეზობელი კბილები, სიბრძნის კბილი ამოჭრისას დააზიანებს მათ.

. თუ თქვენ ტკივილს გრძნობთ კბილის ადგილას.

. რბილი ქსოვილი სიბრძნის კბილის სიახლოვეს ხშირად ინფიცირდება.

. წარმოიშობა სიმსივნე.

. წარმოიშობა ღრძილების ანთება.

. მეზობელ კბილებს უჩნდება კარიესი და ისინი იწყებენ დაშლას.



image


აუცილებელი არ არის სიბრძნის კბილის ამოღება. თუკი რეგულარულად ვივლით სტომატოლოგთან და ყბის რენტგენს გადავიღებთ, ჩვენ შევძლებთ წინასწარ გავიგოთ მოსალოდნელი პრობლემის შესახებ.(სიბრძნის კბილის არასწორი ზრდა). და მაშინ ამოვიღებთ მას. სპეციალისტები ამის გაკეთებას რაც შეიძლება მალე გვირჩევენ. რადგან 25 წლის მერე ძვლის ქსოვილები უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულია. კბილის ამოღება რთულდება და ქსოვილების შეხორცებაც უფრო გაძნელებულია.

0
145
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0