შესანახი პროდუქტები «კეტჩუპის» რეცეპტი (მარტივად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი) 2021, 22 აგვისტო, 16:11 ინგრედიენტები:
ასევე დაგჭირდებათ: ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს; ხორცის საკეპი მანქანა; ხის კოვზი (გეძელი); რეზინის ხელთათმანები (სქელი);
I. გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით პომიდორს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > დადგით ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას. პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და მასა არ შესქელდება. შენიშვნა: ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ცეცხლი გათიშოთ და ტომატის ხარშვა მეორე დღეს გააგრძელოთ. II. ვიდრე პომიდორი დუღს, ბულგარულ წიწაკა გარეცხეთ > ყუნწები და თესლი მოაცილეთ > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში (წიწაკის დაჭრის და გატარების დროს, აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები). III. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა ქვაბში. მასა გათხელდება > გააგრძელეთ დუღილის პროცესი, იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება. IV. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი. V. შენელების შემდეგ, ადუღეთ კიდედვ 10-15 წუთი. VI. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში. ქილა, მასის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე 30 წამი გააჩერეთ, რომ ჩასხმის დროს არ გასკდეს > ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი > როდესაც მასას მთლიანად გაანაწილებთ, მოხუფეთ და მოხუფვა იმ ქილით დაიწყეთ, რომელშიც საწებელი პირველად ჩაასხით. 159 3-ს მოსწონს
|