x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ვინ იყო ფიფქიას პროტოტიპი და მართლა მოკლა თუ არა დედინაცვალმა?

ცივილიზებულ მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, ძმები გრიმების ფიფქიას ისტორია რომ არ იცოდეს. ზღაპარში, ბოროტ დედინაცვალს გერის სილამაზის შურს და მას შხამიანი ვაშლით წამლავს. მაგრამ, ჭეშმარიტი სიყვარული ბოროტებას ამარცხებს და შემდეგ, ყველა დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველა ზღაპარში არის სიმართლის მარცვალი. ძმები გრიმების არქივის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გრაფის ასული მარგარეტ ფონ ვალდეკი — შესაძლებელია ზღაპრული პრინცესას პროტოტიპი იყოს.


image
1994 წელს გერმანელმა ისტორიკოსმა ე. ზანდერმა (Eckhard Sander) თავისი ნაშრომი «ფიფქია: მითი თუ რეალობა?» (Schneewittchen: Märchen oder Wahrheit?) გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ძმები გრიმების სააღრიცხო ბარათი ნახა, რომელშიც ფიფქიას პროტოტიპზე იყო ინფორმაცია.
ნაშრომის ავტორის მტკიცებით, ფიფქიას პროტოტიპი მარგარეტ ფონ ვალდეკი (Margaretha von Waldeck) არის, რომელიც XV საუკუნეში, ქ. ბად-ვილდუნგენში (Bad Wildungen) ცხოვრობდა. გოგონას მართლაც ჰყავდა დედინაცვალი (მაგრამ, ბოროტი არა), ხოლო ხმები მისი სილამაზის შესახებ, საგრაფოს საზღვრებს სცდებოდა.
16 წლის ასაკში მარგარეტი საცხოვრებლად ბრიუსელში (1531 წლიდან ქალაქი ესპანეთის «ნიდერ ლანდის» (ქვემო მიწები) დედაქალაქი და შუა საუკუნეების ევროპის კულტურის ერთ-ერთი ცენტრი იყო) გადავიდა, სადაც ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპ II გაიცნო და შეუყვარდა. სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ ესპანეთის სამეფო კარს არ აწყობდა ასეთი პარტია და ძალიან მალე, მარგარეტი გარდაიცვალა.
ზანდლერის მტკიცებით, გოგონა მოწამლეს, მაგრამ ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ის უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ჯუჯების ისტორიაც, რომლებსაც ფიფქია ტყეში შეხვდა, ასევე ფონ ვალდეკის ოჯახთან არის დაკავშირებული. მარგარეტის მამა სპილენძის რამდენიმე საბადოს მფლობელი იყო, რომლებზეც ბავშვები მუშაობდნენ. ცუდი კვების და მძიმე სამუშაო პირობების გამო, ბევრი იღუპებოდა. ხოლო გადარჩენილები, დეფორმირებული კიდურებით და წელში მოხრილები, ჯუჯებს ემსგავსებოდნენ.
რაც შეეხება შხამიან ვაშლს, ზანდერმა ამ მოვლენის ამსახველი პარალელებიც იპოვა ქ. ბად-ვილდუნგის ისტორიაში. როგორც გაირკვა, ქალაქში მოხუცი ცხოვრობდა, რომელიც მის ბაღში ხილის ქურდობაში შემჩნეულ ბავშვებს, მოწამლულ ვაშლებს აძლევდა.
ულამაზესი გრაფინიას ისტორია, საუკუნიდან საუკუნეში ლეგენდის სახით გადაეცემოდა და ახალ-ახალი დეტალებით «ივსებოდა». ხოლო 1812 წელს, ძმებმა გრიმებმა ფიფქიას ისტორია, გერმანული ხალხური ზღაპრების მოტივებზე შექმნილ, ზღაპრების კრებულში შეიტანეს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageდისნეის 10 ზღაპარი, რომელსაც საფუძვლად ტრაგიკული ისტორია უდევს

ზღაპრებში ნათქვამი სიბრძნე

2
786
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
786
  
2017, 19 აპრილი, 10:58
გადასარევი სტატიაა!
0 1 2