სხვა ინდოელმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ქმრის სიკვდილი გაიგო(ვიდეო) 2017, 15 აპრილი, 18:33 ინდოელმა ტელეწამყვანმა საოცარი პროფესიონალიზმი და თავშეკავებულობა გამოიჩინა პირდაპირ ეთერში, როდესაც სასწრაფო ინფორმაცია გადმოსცა ავტოვარიის შესახებ, სადაც როგორც გაირკვა ერთ-ერთი გარდაცვლილი საკუთარი მეუღლე აღმოჩნდა. ტელეარხ IBC24-ის წამყვანი, 28 წლის სუპრიტ კორი(Supreet Kaur) შარშან გათხოვდა ხარშიდ კავადზე.პირდაპირი ეთერში ინფორმაციის გამოცემის დროს ქალი მიხვდა, რომ ავტოავარიაში, სადაც ხუთი მგზავრიდან 3 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მისი ქმარი იყო.გადამღები ჯგუფი, როდესაც ინფორმაციას ახარისხებდნენ ბოლო წამს მიხვდნენ, რომ სუპრიტას ქმარზე იყო საუბარი, თუმცა უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ეთერის დასრულების შემდეგ გამოავლინა სუპრიტმა ემოციები, იგი ატირდა და ახლობლებს გადაურეკა, შემდეგ კი მიატოვა სტუდია და ავარიის ადგილზე გაეშურა. 1358 4-ს მოსწონს 1-ს არა
|