ნიჭიერის მაყურებელმა მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება.
პროექტ ნიჭიერში, ფინალურ გრანდიოზულ შოუს შეემატა კიდევ 2 მონაწილე.. ესენი არიან მაყურებლის რჩეული ჯგუფი “აკრობუმი" და ჟიურის რჩეული პატარა მოცეკვავე “ჯეირანი". ხოლო საქართველოს ბანკის რჩეული გახდა მოცეკვავე“ნიკა სულაბერიძე". რამდენად ობიექტური იყო საქართველოს ბანკის არჩევანი საკამათო თემაა. ჩემი აზრით, ამ ჯგუფში უძლიერესები ოხუნჯ ბოის და ნიკ მალფოი იყვნენ.. ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა ნიჭიერის ფინალში... ძალიან გული დამწყდა...
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ისმახურებდნენ, მათი ნომერი ყველაზე გამორჩეული იყო ნამდვილად ღირსეულად გადავიდნენ
იგივეს ვერ ვიტყვი ბანკის რჩეულზე, ძაან მომეწონა ნიკ მალფოი და ოხუნჯ ბოიზ, ის მოცეკვავე ბავშვი უნიჭიერისია მაგრამ ვთვლი რომ ფინალში ადგილს ან შანსს მაინც ესენი იმსახურებდნენ, განსაკუთრებით მალფოი :)