საზოგადოებრივი ბაბილონი — მხოლოდ ფაქტები და არანაირი მითოლოგია 2017, 18 აპრილი, 17:18 ბაბილონი (შუმ. KÁ.DINGIR.RAKI, აქად. Bābili ან Babilim «ღმერთების კარიბჭე»; ძვ.ბერძ. Βαβυλών) — ძველი მესოპოტამიის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ისტორიული აქადის იმპერის ტერიტორიაზე იყო (ბაბილონის ნანგრევები თანამედროვე ქ. ჰილას გარეუბანს წარმოადგენს (ერაყი)). უძველეს დროში, ბაბილონი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში, პირველი ყველაზე დიდი ქალაქი იყო, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, ერთი დამპყრობელის ხელიდან – მეორეში გადადიოდა, ხან დაცემის პერიოდი ჰქონდა, ხან კი – აღორძინდებოდა. შენიშვნა: სათაურში აღნიშნულია, რომ მითები და ლეგენდები არ იქნებოდა განხილული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდის თანახმად, ქალაქი სწორედ იმ ადგილზე მდებარეობდა, სადაც ბიბლიური გოდოლი იყო. დაარსებულია არაუგვიანეს III ათასწლეულში ჩვენს ერამდე. შუმერულ ისტორიულ წყაროებში, ქადინგირის სახელით არის მოხსენიებული. ადრეულ პერიოდში, ის უმნიშვნელო ქალაქი და პატარა ოლქის ცენტრი იყო. XXIV—XXI სს. აქადის იმპერიიის ერთ-ერთი პროვინციის ცენტრი გახდა. ხოლო, II—I ათასწლეულებში — ბაბილონის სამეფოს დედაქალაქი. მეცნიერები ბაბილონს ძველი სამყაროს და საერთოდ, ჩვენი ცივილიზაციის, ყველაზე პირველ «მეგაპოლისად» თვლიან. ევფრატის სანაპიროსთან მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის და ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ქალაქი ბაბილონეთის (ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი – ძვ. წ. 539 წ) დედაქალაქი იყო. ქალაქის ისტორიის ყველაზე კარგ პერიოდში, მისი მოსახლეობის, დაახლოებით, 200 000 კაცს აღწევდა. ზიქურათი — ტაძარი ბაბილონის ცენტრში ზიქურათი — მრავალსაფეხურიანი საკულტო ნაგებობა ბაბილონის ცენტრში ზიქურათი მდებარეობდა. ეს მრავალსაფეხურიანი საკულტო ნაგებობა იყო, რომელიც თავდაპირველად ტაძრის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო შემდეგ – ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. შენობის სიმაღლე 90 მეტრს აღწევდა და შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპიდან მოგზაურები ჩადიოდნენ, მისი მასშტაბური ნანგრევები, შეცდომით, ლეგენდარული ბაბილონის გოდოლის ნანგრევები ეგონათ. მეფე ხამურაბი — პირველი კანონების კრებულის ავტორო მეფრ ხამურაბის (ძვ. წ. აღრ. 1793-1750 წწ.) მმართველობის წლებში ბაბილონეთის ტერიტორია რამდენჯერმე გაიზარდა. ხელისუფლებაში ყოფნის 43 წლის მანძილზე, მან თავი საუკეთესო პოლიტიკოსად და მხედართმთავარად წარმოაჩინა. ჩვენამდე მოაღწია ხამურაბის კოდექსმა, რომელიც ყველაზე უძველესი კანონების კრებულია მსოფლიოში. 282 მუხლში კონკრეტულად არის გაწერილი ვალდებულებები ხელფასების, ქორწინების, მონებით ვაჭრობის, საიჯარო გადასახადების, ქურდობისთვის სასჯელის და სხვა წესების შესახებ. ნაბუქოდონოსორ II — ბაბილონის აყვავების მწვერვალი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II ბაბილონეთის ყველაზე წარმატებულ მმართველად ნაბუქოდონოსორ II (634—562 წწ) ითვლება. მისი მეფობის პერიოდში, რამდენიმე ასწლეულის მანძილზე დაკნინებულმა ქალაქმა აღორძინება და ყველა მიმართულებით განვითარება დაიწყო. ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდს «ბაბილონის რენესანსსაც» ეძახიან. მეფე გამუდმებით ომებს აწარმოებდა, ახალ ტერიტორიებს იპყრობდა, ხელს უწყობდა კულტურის და ეკონომიკის განვითარებას. სწორედ მისი მმართველობის დროს შეიქმნა ყველასათვის ცნობილი დაკიდებული ბაღები, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებიდან, ერთ-ერთი საოცრება არის. ბაბილონის დაკიდებული ბაღები ნაბუქოდონოსორმა დაკიდებული ბაღები თავისი მეუღლისთვის – ამიტასათვის შეაქმნევინა. მეფის მეუღლე მიდიიდან იყო, აყვავებული მხარიდა და ძალიან იტანჯებოდა ხმაურიან და მტვრიან ბაბილონში და ხელთქმნილი ბაღი მას მშობლიურ მხარეს ახსენებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში, ამ ნაგებობის სახელი, შეცდომით — «სემირამიდას დაკიდებული ბაღების» სახელით შევიდა. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აზიური ნაწილის დედაქალაქი ალექსანდრეს ბაბილონში ტრიუმფით შესვლა. ჩარლს ლე ბრენი სახელგანთქმული მთავარსარდალი, 32 წლის ასაკში, ბაბილონში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ქალაქი პართიელებმა დაიკავეს. მათ საკუთარი იმპერიის ტერიტორიაზე დედაქალაქები სელევკია და ქტესიფონი დაარსეს, ხოლო ბაბილონმა თანდათანობით დაკარგა თავისი მდგომარეობა და მიტოვებულ ადგილად იქცა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს იშთარის კარიბჭე, რომელიც ბაბილონის ციხე-ქალაქის, 9-დან ერთ-ერთი კარები იყო. ის ძვ. წ. აღრ. 575 წ. ააშენეს ნაბუქოდონოსორ II მმართველეობის დროს. დღეს იშთარის კარიბჭე რესტავრირებულია და მისი ნახვა ბერლინის მუზეუმში შეიძლება. ერაყის კონფლიქტამდე, ბაბილონი უძველესი ქალაქების ნუსხაში შედიოდა და იქ სისტემატიურად ტარდებოდა ექსკურსიები. 4538 12-ს მოსწონს
|