თავის მოვლა ქალებში გავრცელებული მუცლის 5 ტიპი და რეკომენდაციები 2017, 11 აპრილი, 19:30 ![]() 1. მაშველი რგოლი ![]() თქვენ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ. სამსახურში მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებთ და არც ტკბილეულსა და ჭიქა ღვინოზე ამბობთ უარს. რეკომენდაცია: აკრძალეთ ალკოჰოლი, ტკბილეული და ცხიმიანი საკვები. შაქარი სულ გამორიცხეთ რაციონიდან და მიიღეთ სასარგებლო ცხიმების შემცველი პროდუქტები:თევზი, კაკალი, ავოკადო, კვერცხი. ხშირად ისეირნეთ ფეხით. 2.სტრესული მუცელი ![]() ცხიმი ჭიპის მიდამოშია თავმოყრილი, ამასთან ცხიმოვანი ფენა მკვრივია და არა მოშვებული. ასეთი მუცელი სტრესისადმი მიდრეკილ ადამიანებს და პერფექციონისტებს აქვთ. მათი ორგანიზმი სტრესის ჰორმონ კორტიზოლს დიდი რაოდენობით გამოყოფს, რაც ორგანიზმს ცხიმის დაგროვებისკენ უბიძგებს. ეს ადამიანები ხშირად სვამენ ყავას და ენერგეტიკულ სასმელებს. რეკომენდაცია: იძინეთ არანაკლებ 8 საათისა.არ დალიოთ დღეში 2 ფინჯან ყავაზე მეტი. თავი დაანებეთ სპორტდარბაზში სიარულს-ეს პროფესიონალების რჩევაა! საქმე ისაა, რომ სამუშაო დღის შემდეგ ფიზიკური დატვირთვით თქვენ მხოლოდ სტრესს აძლიერებთ. ჩაანაცვლეთ სპორტდარბაზი იოგით ან ცურვით, ან სულაც ფეხით სეირნობით. ჩართეთ კვების რაციონში მაგნიუმის შემცველი პროდუქტები. 3.დაბალი მუცელი ![]() რეკომენდაცია: მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობა. ჩართეთ რაციონში კეფირი და ხილი. არ გააკეთოთ ვარჯიშები, რომელიც დამატებით დატვირთავს თქვენს ზურგს. ზურგის გასამაგრებელი ვარჯიშები კი თავისუფლად შეგიძლიათ გააკეთოთ. 4.ფეხმძიმეს მუცელი ![]() რეკომენდაცია: წესად შემოიღეთ და ყოველდღე აკეთეთ პრესის და ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები. ჩაანაცვლეთ მავნე ცხიმები სასარგებლოთი. დაჭიმეთ მუცლის კუნთები ყოველთვის, როგორც კი გაგახსენდებათ. ნელნელა შეეჩვევით, რომ პრესი სულ დაჭიმული გქონდეთ, რაც მუცლის კუნთებისთვის შესანიშნავი ვარჯიშია. 5.“ვაშლი" მუცელი ![]() 281 შეფასება არ არის
|