მსოფლიო ტრამპი იმუქრება, ჩინეთმა ჯარები კორეის საზღვართან განალაგა, რუსეთი "შეშფოთებულია" 2017, 11 აპრილი, 18:08
ამავე დროს ჩინეთმა თავის საზღვართან განალაგა 150 000 სამხედრო მოსამსახურე, რათა დაიცვას საზღვარი კორეელი ლტოლვილებისგან იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი დარტყმას მიაყენებს კიმ ჩენ უნს. დღეს დილით ჩრდილოეთ კორეამ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ მზადაა უპასუხოს მათ თუკი რაიმე საეჭვო ქმედებას შენიშნავს, ან ნებისმიერ აგრესიას. "ჩვენი არმია მზადაა და თვალს ადევნებს მტრის ჯარების ნებისმიერ მანევრირებას არა მარტო კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ ამერიკაშიც" იუწყება გაზეთი "როგონგ სინმუნი". შაბათ საღამოს პენტაგონმა აჩვენა, რომ კარლ ვინსონი და მისი საბრძოლო ჯგუფი გაგზავნილი იყო სავარჯიშოდ სამხრეთ კორეაში. ამის შემხედვარე ჩრდილოეთ კორეა კი ემზადება ნებისმიერი ნაბიჯით მათ საპასუხოდ. "ფხენიანი უპასუხებს ძლიერი იარაღით"- აცხადებს ჩრ. კორეა. ამ დროს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰვანგ კუო აჰნი აცხადებს, რომ ჩრ. კორეიგან პროვოკაციას ელოდება და მიმდინრე მოვლენებზე მაქსიმალურად ჩააყენებს ამერიკას საქმის კურსში. ის ეჭვობს, რომ ჩრ. კორეისგან მოსალოდნელია ყოველგვარი ქმედება, მაგ: როგორიცაა ბირთვული იარაღის გამოცდა. შაბათს 105 წლისთავია ახლანდელი მმართველის ბაბუის, კიმ ირ სენასი და ჩრ. კორეამ შესაძლოა აღნიშნოს ეს დღესასწაული ბირთვული იარაღის გამოცდით. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა მისალოცი ბაღათი გაუგზავნა ჩრ. კორეას და ამით აღნიშნა მეგობრობა ამ ორ ქვეყანას შორის და ის, რომ ერთად დაუპირისპირდებიან "მსხვილი კავშირების ველურ ამბიციებს". "ორი მეგობრული ქვეყანა აღნიშნავს ამ იუბილეს, ამავე დროს აწარმოებენ ომს მსხვილი კავშირების ველურ ამბიციებთან, რათა დაიცვან ქვეყნები მათი დომინირებული პოლიტიკისგან"- აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "TACC". ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ჯერ კიდევ არ არიან მშვიდ დამოკიდებულებაში ერთმანეთთან. ისინი ერთმანეთს 1950 - 53 წლებში დაშორდნენ ზავით და არა მშვიდობიანი ხელშეკრულებით. ამჟამად სამხრეთ კორეის მთავარი მოკავშირე ამერიკაა. ტრამპი იმუქრებოდა, რომ ცალმხრივად იმოქმედებდა ამ კონფლიქტში. განსაკუთრებით მას მერე, რაც ცხადი გახდა, რომ რუსეთმა კარგად იცოდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, რადგანაც მალევე, როცა ხალხი საავადმყოფოებში მიიჩქაროდა, მათი უპილოტო თვითმფრინავები აკვირდებოდნენ ყველაფერს და ბომბავდა საავადმყოფოს კვალის დაფარვის მიზნით. რატომ დააპატიმრა პოლიციამ თითქმის შიშველი პრეზიდენტობის კანდიდატი (+18 ფოტოები) 964 3-ს მოსწონს |