კინო გარდაიცვალა გივი ბერიკაშვილი 2017, 10 აპრილი, 10:28 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი.ცნობილი მსახიობი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს ფილტვების ანთების დიაგნოზით და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ნათამაშევი აქვს 100-მდე როლი თეატრსა და კინოში.იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია სპექტაკლისტვის ”ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”. 207 7-ს მოსწონს 1-ს არა
|