საზოგადოებრივი ხელფასები და ფასები ანუ როგორ ცხოვრობდნენ მეფის რუსეთში 1917 წლის რევოლუციამდე 2017, 11 აპრილი, 16:52 1. მუშის საშვუალო ხელფასი 37, 5 რუბლი იყო. 2. მეეზოვეს – 18 რუბლი. 3. მეეზოვეების უფროსს – 40 რ.4. საშუალო ჩინის სამხედრო პირის – 70 რ. 5. პოლკოვნიკის – 325 რ. 6. რიგითი პოლიციელის – 20, 5 რ. 7. უბნის ინსპექტორი – 50 რ. 8. მზარეული 5 — 8 რ. 9. დაწყებითი სკოლის მასწავლებელის – 25 რ. 10. გიმნაზიის მასწავლებელი – 85 რუბლს იღებდა. 11. ექიმის საშუალო ხელფასი 40 რ. იყო. 12. საშუალო დონის ჩინოვნიკი – 62 რ. 13. მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკის ხელფასი – 500 რ. (14) ამდენივე იყო არმიის გენერლის ხელფასი. ახლა კი, პროდუქტის ფასები: 1 ფუნტი (0, 40951241 გრ.) ხორცი, 1914 წელს, 0, 19 რუბლი (19 კაპიკი) ღირდა. ანუ კილოგრამი ხორცი, 46, 39 კაპიკი ეღირებოდა. მუშა, რომლის ხელფასი 37 რუბლი იყო, სურვილის შემთხვევაში, 80 კგ. ხორცის ყიდვას შეძლებდა. (შედარებისთვის, ჩვენთან იგივე რაოდენობის ხორცი რომ შეიძინოს ადამიანმა, ხელფასი, დაახლოებით, 1 000-1 200 ლარი უნდა ჰქონდეს (რედ.)
რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, «Россия 1913 год» ცნობარის მიხედვით, სოფლის მოსახლეობის ყოველ 100 კაცზე, 1905 წელს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის – 39, ცხვრის და თხის – 57 და ღორის – 11 თავი მოდიოდა. ანუ – 107 თავი – 100 ადამიანზე. ხოლო შრომის ანაზღაურება სოფლებში, შემდეგნაირად ხდებოდა: 1911-1915 წწ, საგაზაფხულო თესვის პერიოდში, შრომა დღეზე, გლეხი კაცი 71 კაპიკს ღებულობდა, ქალი – 45-ს; არაშავმიწანიადაგიან რეგიონებში – 95 და 57 კაპიკს, შესაბამისად. ხორბლის აღების დროს, ანაზღაურება 112 და 74 (119 და 74) კაპიკამდე იზრდებოდა. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, გლეხს სულ მცირე 200 რუბლის გამომუშავება შეეძლო, ანუ თვეში 17 რუბლამდე. ამ ხელფასს კერძო, საკარმიდამო მეურნეობაც ემატებოდა და საერთო ჯამში, არც თუ ისე ცუდად ცხოვრობდნენ. P. S. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ოქტომბრის რევოლუცია პირადი პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანების მიერ იყო მოწყობილი და არა ფართო მასების მიერ, როგორც ამას საბჭოთა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდნენ (რედ.). 764 11-ს მოსწონს
|