სხვა სელფის გადაღების დროს ქალი კალიფორნიის ყველაზე მაღალი ხიდიდან გადავარდა,მაგრამ რისკის მოყვარულებს ეს არ აჩერებს 2017, 8 აპრილი, 17:02 ![]() ფორესტჰილის ხიდი სიმაღალით მეოთხეა შეერთებულ შტატებში, ხოლო ყველაზე მაღალი კალიფორნიის შტატში.220 მეტრი სიმაღლის ხიდზე ხელისუფლებამ დიდი ხანია აკრძალა ქვედა იარუსზე გასეირნება და მეტიც, ჯარიმაც დააწესა, მაგრამ ენთუზიასტები არაფრად აგდებენ აკრძალვებს. 4 აპრილს ჩამოვარდნილი ქალი სრულიად შემთხვევით გადარჩა, 18 მეტრი ფრენის შემდეგ ბედად იმ ადგილზე დაეცა სადაც ბილიკი გადიოდა . ხევში ჩავარდნის შემთხვევაში ქალის გადარჩენის შანსი არ იყო. ![]() ![]() ![]() "ერთხელ ერთ დღეში 34 ადამიანი დავაჯარიმეთ"-აღნიშნა მან. პოლიციამ ეკლიანი მავთულებიც კი გააბა, მაგრამ სელფის მოყვარულების შტურმი ხიდზე მაინც გრძელდება. ![]() ![]() ![]() ფორესტჰილის ხიდი 1973 წელს გაიხსნა, მის მშენებლობაზე 14 მილიონი $ დაიხარჯა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს ხიდი სიმაღლით მეოთხეა შეერთებულ შტატებში.მის ქვეშ მდინარე ამერიკან-რივერი გადის.ხიდი ერთმანეთს აკავშირებს ქალაქ ობერნს და ფორესტ-ჰილს.ხიდიდან იშლება სიერა-ნევადას მთების ხედი. 2011 წლიდან 2015 წლამდე ხიდს რესტავრაცია ჩაუტარეს, რომელიც 74 მილიონი $ დაჯდა. ![]() ![]() ![]() ![]() 449 4-ს მოსწონს 1-ს არა
|