სხვა სელფის გადაღების დროს ქალი კალიფორნიის ყველაზე მაღალი ხიდიდან გადავარდა,მაგრამ რისკის მოყვარულებს ეს არ აჩერებს 2017, 8 აპრილი, 17:02 4 აპრილს ქალი სელფის გადაღების დროს კალიფორნიის ყველაზე მაღალი ხიდიდან გადავარდა, საბედნიეროდ იგი გადარჩა, თუმცა ეს შემთხვევა მაინც არ აშინებს უამრავ რისკიანი სელფის მოყვარულებს, რომლებიც ხიდის ხარიხებზე თამამად დგებიან და ფოტოებს იღებენ.
ფორესტჰილის ხიდი სიმაღალით მეოთხეა შეერთებულ შტატებში, ხოლო ყველაზე მაღალი კალიფორნიის შტატში.220 მეტრი სიმაღლის ხიდზე ხელისუფლებამ დიდი ხანია აკრძალა ქვედა იარუსზე გასეირნება და მეტიც, ჯარიმაც დააწესა, მაგრამ ენთუზიასტები არაფრად აგდებენ აკრძალვებს. 4 აპრილს ჩამოვარდნილი ქალი სრულიად შემთხვევით გადარჩა, 18 მეტრი ფრენის შემდეგ ბედად იმ ადგილზე დაეცა სადაც ბილიკი გადიოდა . ხევში ჩავარდნის შემთხვევაში ქალის გადარჩენის შანსი არ იყო. ხელისუფლება წლებია ამბობს, რომ ხიდის ქვეშ გავლა ძალზე სახიფათოა, თუმცა ახალგაზრდობა ყურს არ უგდებს მათ გაფრთხილებას.ოლქის შერიფმა განაცხადა, რომ ფორესტჰილის ხიდის ქვეშ სიარული წლებია აკრძალულია და კანონის დარღვევად ითვლება, რადგან ხიდზე გადაადგილება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია. "ერთხელ ერთ დღეში 34 ადამიანი დავაჯარიმეთ"-აღნიშნა მან. პოლიციამ ეკლიანი მავთულებიც კი გააბა, მაგრამ სელფის მოყვარულების შტურმი ხიდზე მაინც გრძელდება. მთლიანად ხიდის არსებობის მანძილზე დაიღუპა 100-მდე ადამიანი, ამიტომ რამდენიმე წლის წინ შერიფის სამსახურმა ამ ადგილზე პატრულირება გააძლიერა. ფორესტჰილის ხიდი 1973 წელს გაიხსნა, მის მშენებლობაზე 14 მილიონი $ დაიხარჯა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს ხიდი სიმაღლით მეოთხეა შეერთებულ შტატებში.მის ქვეშ მდინარე ამერიკან-რივერი გადის.ხიდი ერთმანეთს აკავშირებს ქალაქ ობერნს და ფორესტ-ჰილს.ხიდიდან იშლება სიერა-ნევადას მთების ხედი. 2011 წლიდან 2015 წლამდე ხიდს რესტავრაცია ჩაუტარეს, რომელიც 74 მილიონი $ დაჯდა. 449 4-ს მოსწონს 1-ს არა
|