x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
წარმოუდგენელი ფაქტები დამთხვევების ისტორიიდან
image


ნაპოლეონ ბონაპარტი — ადოლფ ჰიტლერი


ნაპოლეონი დაიბადა 1760 წ.
ჰიტლერი დაიბადა 1889 წ.
(სხვაობა 129 წელი)


ნაპოლეონი ხელისუფლებაში 1804 წ. მოვიდა
ჰიტლერი ხელისუფლებაში 1933 წ. მოვიდა
(სხვაობა 129 წელი)


ნაპოლეონი ვენაში 1812 წ. შევიდა.
ჰიტლერი ვენაში 1941 წ. შევიდა.
(სხვაობა 129 წელი)



ნაპოლეონი ომში 1816 წ. დამარცხდა.
ჰიტლერი ომში 1945 წ. დამარცხდა.
(სხვაობა 129 წელი)


ორივე ხელისუფლებაში 44 წლის ასაკში მოვიდა.
რუსეთს ორივე 52 წლის ასაკში დაესხა.
ომში ორივე 56 წლის ასაკში დამარცხდა.

image

image

image

აბრაამ ლინკოლნი – ჯონ კენედი


ორივე ცოლის თვალწინ, პარასკევ დღეს მოკლეს.

ტყვია ორივეს თავში ესროლეს.
ლინკოლნი «კენედის» თეატრში მოკლეს. კენედი – მანქანაში «ლინკოლნი».

სიკვდილამდე, ცოტა ხნით ადრე, ლიმკოლნი ქ. მონროში იყო, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს; ხოლო კენედის, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რომანი ჰქონდა მერლინ მონროსთან.

ორივე სამხრეთელი იყო.

ორივე დემოკრატი.
ვიდრე პრეზიდენტები გახდებოდნენ, სენატორები იყვნენ.

ლინკოლნი ჯონ ბუთმა მოკლა, რომელიც 1839 წ. იყო დაბადებული.
ლი ჰარვი ოსვალდი, რომელმაც კენედის ესროლა, 1939 წ. დაიბადა.
(სხვაობა 100 წელი)

ორივე მკვლელის სახელი და გვარი, ინგლისური ალფავიტით (John Wilkes Booth и Lee Harvey Oswald), 15 სიმბოლოსგან შედგება.

ბუთი პრეზიდენტზე თავდასხმის შემდეგ, თეატრიდან გაიქცა და ის სხვენში დაიჭირეს. ოსვალდი სროლის მომენტში, სხვენში იყო და იქიდან გაქცევის შემდეგ, თეატრში დააკავეს.

ლინკოლნის სიკვდილის შემდეგ, მისი ადგილი ჯონსონმა დაიკავა.
კენედის მემკვიდრეც ჯონსონი იყო.
პირველი, ენდიუ ჯონსონი 1808 წ. დაიბადა.
მეორე, ლინდონ ჯონსი 1908 წ. იყო დაბადებული.
(სხვაობა 100 წელი)
imageimageდა კიდევ:


1838 წელს ამერიკელმა მწერალმა ედგარ ალან პომ ნოველა «არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი» დაწერა. მასში მოთხრობილია 4 ადამიანზე, რომლებიც გემის ჩაძირვის შემდეგ, ღია ზღვაში მოხვდნენ. შიმშილისგან სასოწარკვეთილმა სამმა გადარჩენილმა, მეოთხე მოკლა და შეჭამა. წიგნში ამ უკანასკნელის სახელი რიჩარდ პარკერი არის.

1884 წელს რეალურად მოხდა კატასტროფა, რომლის დროსაც, გემი «მაგნონეტი» ჩაიძირა. ოთხი გადარჩენილი, ისევე როგორც პოს გმირები, ერთ კანჯოში მოხვდნენ. ღია ზღვაში, ხანგრძლივი ცურვის შემდეგ, შიმშილისგან გაგიჟებულმა სამმა ადამიანმა შეთქმულება მოაწყეს მეოთხეს წინააღმდეგ – მოკლეს და შეჭამეს. მსხვერპლის სახელი — რიჩარდ პარკერი იყო.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageბედისწერა და წინასწარმეტყველება

ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს

«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

მესამე რაიხის საიდუმლოებები

8
1949
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1949
  
2021, 21 აპრილი, 21:30
ნაპოლეონი ხელისუფლებაში 1799 წელს მოვიდა
2021, 27 თებერვალი, 13:08
ჰიტლერი ვენაში 1938 წელს შევიდა და არა 1941 წელს
2017, 16 აპრილი, 0:19
1939—1940 წლის ფინეთ-სსრკ ომის ანუ ზამთრის ომის შემდეგ, დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ფინეთის ტერიტორიის 11% რუსეთის ფედერაციას შეუერთდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სსრ კავშირმა გაიმარჯვა. ომის შედეგი ხელშეკრულებით ფასდება და მასში არასდროს ფიქსირდება არც მსხვერპლის რაოდენობა და არც სეზონი.
2017, 15 აპრილი, 23:01
მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამთ! არა რუსეთი, არამედ საბჭოთა არმიის მილიონი ჯარისკაცი მათშორის სამწუხაროდ ღობეყურეს მოდებული ქართველებიც მიწასთან გაასწორეს ფინელებმა 1940 წელს, ფინელებმა მარტო 15 000 კაცი დაკარგეს, საბჭოელებმა მილიონამდე როგორც ვთქვი! ამაში ხელი ზამთარმა შეუწყო საბჭოელების სასტიკ მარცხს. შენ აზრით, თუ მარტო რიცხოვნება განაპირობებს ომის ბედს, საბჭოეთ-ფინეთის ომში ვინ გაიმარჯვა? ფინელებმა მიწებიხომ დასთმეს მერე?
2017, 13 აპრილი, 21:04
ჩემთვის მოგება და წაგება შედეგით განისაზღვრება. ვინ რასა ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ფრანგები რუსეთში არ დარჩნენ და ქვეყანა კოლონიად ვერ აქციეს. და მნიშვნელობა არა აქვს, ომი რუსებმა მოიგეს, თუ რუსულმა ზამთარმა.
2017, 13 აპრილი, 19:31
ნაპოლეონმა უსწრაფესი შეტევით გაანადგურა პირველივე შეტევა რუსებისა, გაგლიჯა. აღწერილია; რუსები გონზე მაშინ მოვიდნენ ნაპოლეონის შეტევის მერე, როცა ნაპოლეონი მოსკოვისკენ მიიწევდა. ნაპოლეონმა გახია სმოლენსკი. ბოროდინოს ბრძოლა და მემატიანე გვამების უდაბნოს ადარებს რუსეთს, რუსები დაიხივნენ ციმბირში, ნაპოლენმა აიღო მოსკოვი და მიწასთან გაასწორა. დედაქალაქი გერბია თუ აიღე ჩათვალე რომ მტერი განადგურებულია! ნაპოლენს ზამთარმა მოუღო ბოლო. ერთერთ გაყინულ ხიდზე 30 000 კაცი ცოცხლად დაეხრჩო. საერთოდ ისეთი თემაა საკამათოა. რუსებს ბრძოლა არ მოუგიათ, ამ ბრძოლაში მოკლეს ბაგრატიონი, თუ მოწამლეს. მაგალითად ფრანგებს დღემდე სჯერათ რომ ნაპოლეონმა ომი მოიგო, ამის მიზეზია დედაქალქის აღება, ნაპოლეონს დიდებით შეხვდნენ ფრანგები ამ ლაშქრობის მერე როგორც გამარჯვებულს. 1813-14 წლები სხვა რამეა უკვე. ნაპოლენი აღარც იყო იმპერატორი, საფრანგეთშ ჯარი აღარ დარჩა, ნაპოლენს ისიც შეეძლო ამოეწყვიტა ციმბირში გახიზნული რუსები, მაგრამ ეს თვითმკვლელობა იყო, რადგან შიმშილზე და სიცივეზე მიდიოდნენ. ფრანგი ჯარისკაცები საკუთAრ ცხენებს ჭამდნენო. მეარვიცი რუსები რას ამბობენ, მაგრამ როგორც ასეთი რუსებს სამხედრო შეიარაღების მხრივ არ მოუგიათ ომი, ყველა ომი წააგეს, გარდა რამდენიმე პარტიზანების წარმატებისა. ეს ისტორიის დოკუმენტია. ნაპოლეონი დამარცხდა თუ დამარცხდა საერთოდ გარემოსთან შეხლეჩით ისევე როგორც ჰიტლერი.
მაგალითად ჰიტლერს ისეთი ჯარი ყოლია რუსები ვერ გაუწევდნენ შეიარაღების მხრივ წინააღმდეგობას, მაგრამ გერმანელების იარაღი, მანქანები, თვითფრინავები გაყინულან საწვავთან. ალბათ ვისთვის როგორ, ისევე როგორც ფრანგებს სხვა სჯერათ რუსებს სხვა, ჩემ იაზრით ნაპოლეონმა ომი მოიგო!
2017, 13 აპრილი, 18:13
მას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, მაგრამ 1812 წლის ივნისში რუსეთის ტერიტორიაზე შესული საფრანგეთის არმიიდან, იმავე წლის დეკემბერში არცერთი ჯარისკაცი აღარ იყო. ამის შემდეგ კი დაიწყო ე. წ. «1813-1814 წწ. რუსული არმიის საზღვარგარეთული ლაშქრობები» და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ანტიფრანგული კოალიცია 1814 წლის აპრილში პარიზში შევიდა და ეს თუ დამარცხება არ არის, აბა რა არის?
2017, 13 აპრილი, 17:49
დამარცხდა რომ ნაპოლეონი?
0 1 8