x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შრომის ნაყოფიერების ამაღლების ყველაზე დიდი მოტივაცია

image


ჰენრი ფორდი (1863-1947) – ამერიკელი მეწარმე, Ford (Ford Motor Company)-ია დამაარსებელი და მანქანათსამშენებლო ქარხნების მფლობელი იყო. «ავტომობილი ყველასთვის» – ასე ჟღერდა მისი ლოზუნდი. ავტოსამშენებლო ეპოქის დასაწყისში, ფორდის ქარხანა, ყველაზე იაფიან მანქანებს აწარმოებდა ბაზარზე. ავტომობილების მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები კი, უპირველეს ყოვლისა, ფორდის ქარხნებში მომუშავე ადამიანების მაღალი შრომის ნაყოფიერებით იყო განპირობებული.

ალბათ, ბევრს აინტერესებს, ისეთი რა გააკეთა ფორდმა, რომ ქარხნის პერსონალის შრომითი მოტივაცია ამაღლდა, ხოლო მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია, ხარისხის მაჩვენებლით, უკონკურენტო იყო?!
უპირველეს ყოვლისა, მან კონვეირი დანერგა წარმოებაში. მართალია, ის პირველი არ ყოფილა ვინც საკუთარი ბიზნესი წარმოების ამ მიმართულებით წაიყვანა, მაგრამ სწორედ მან შექმნა პირველი წარმატებული საკონვეირო ხაზი. კონვეორის გაშვების შემდეგ, მან ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელმაც გაამართლა: ერთ-ერთ ქარხანაში, მუშები ხელფას დასვენებაში ღებულობდნენ. ეს სერვისის ბრიგადა იყო, რომელიც კონვეირის შეუფერხებლად მუშაობაზე აგებდა პასუხს. ამ ბრიგადის მუშები საათობრივ ანაზღაურებაზე იყვნენ და ხელფას იმ საათებში იღებდნენ, რომელსაც დასვენების ოთახში ატარებდნენ. როგორც კი კონვეირის დაზიანების წითელი ნათურა აინთებოდა, მათი ხელფასის დარიცხვის მრიცხველი ჩერდებოდა. ასეთ სიტუაციაში, მუშები ჯერ-ერთი – ოპერატიულად ახდენდნენ ხაზის შეკეთებას და მეორეც – ისე ხარისხიანად აკეთებდნენ, რომ იგივე მიზეზით, დასასვენებელი ოთახიდა კიდევ ერთხელ არ გამოსულიყვნენ.

image

image
«კაპიტალის ძირითადი სარგებელი ის კი არ არის, რომ მეტი ფული გააკეთოს, არამედ ის, – რომ ფული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად აკეთოს» – ეს ჰენრი ფორდის საყვარელი ფრაზა იყო. საკუთარი წარმატების შესახებ კი მოკრძალებით ამბობდა: «ჩემი წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ შემიძლია ყველაფერს საკუთარი და სხვა ადამიანის თვალსაზრისითაც შევხედოო».
ფორდი პროფესიონალი ეკონომისტი არ ყოფილა, ის საწარმოოს ხელმძღვანელი იყო და პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ წინსვლისთვის და ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მთავარი ფაქტორი შრომის ანაზღაურება. 1914 წ. მან მუშებს დღიური ხელფასი $ 5 დოლარამდე გაუზარდა, რაც 2-ჯერ აღემატებოდა, იმ პერიოდში, აშშ-ში არსებულ საშ. ხელფას.

image

image

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

* თუ ნება იქნება, მინდორში საწვავი «აბიბინდება» (1 ჰა-ზე – 9 500 ლ. ) და ჰაერიც გაიწმინდება.

* შრომის ნაყოფიერება ( + – 60%) სამუშაოს დაწყების დროზე არის დამოკიდებული

* 15 საინტერესო ფაქტი ბიზნესის სამყაროდან

* დიდი მოგება, მინიმალური დანახარჯებით

0
361
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0