x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!
image
როგორ უნდა მოვიქცეთ ეკლესიაში (მჩხიბავებმა რომ არ გაგთვალონ)


კარგი იქნება, თუ მათხოვარს მოწყალებას ეკლესიში შესვლამდე მისცემთ და თქვენთვის ჩაილაპარაკებთ: „დაე არ გახდეს მწირი გამცემის ხელი“. ეკლესიიდან გამოსვლისას არ არის სასურველი მოწყალების გაცემა, რადგან ფულთან ერთად შენ გასცემ იმას, რისთვისაც მოხვედი, რაც შესთხოვე ღმერთს და წმინდანებს.


ჯადოქრების გამოცნობა შესაძლებელია. ეკლესიაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ყურადღება მიაქციე შენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ჯადოქარი (მჩხიბავი) ცდილობს თითები გადაჯვარედინებული ჰქონდეს, ან თვითონ ხელები ისე, რომ მარცხენა ხელი ედოს მარჯვენაზე. ტაძარში ისინი ყოველთვის დგებიან ისე, რომ ზურგი დაფარული იყოს საკურთხევლისგან. ხოლო ეკლესიიდან გადიან შეძლებისდაგვარად ნელა და ზურგით.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ეკლესიაში შეიძლება შემოგიარონ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხელი შეგახონ და შემდეგ შენს უკან დადგნენ, ენერგია რომ გამოგაცალონ. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინვე, მორიდების გარეშე შეეხე ამ ადამიანს
მარცხენა ხელით, უკან რომ დაუბრუნდეს ცუდი ენერგია (გათვალვა).

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქცოთ სანთლებს, რადგან ხშირად სწორედ მათი დახმარებით ატარებენ სხვადასხვა რიტუალს მჩხიბავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, როდესაც უამრავი ადამიანი ანთებს სანთელს.

image

როგორ გამოვიყენოთ სწორად საეკლესიო სანთელი

1. თავიდან, ზოგმა არ იცის სად დატოვოს ანთებული სანთელი. ასეთ ადამიანთან აუცილებლად ეცდება მივიდეს მჩხიბავი რჩევით. მას ეუბნებიან „ჩადგი სანთელი და ეკლესიიდან ზურგით გადი“. თუ ასე მოიქცევი, შენ თავს ჯადოთი დაიზიანებ.


2. ტაძარში სანთელი არ უნდა აანთოთ ასანთით ან სანთებელათი. აანთე მხოლოდ იმ კანდელიდან, რომელიც ცენტრში ანთია. არავითარ შემთხვევაში არ აანთო შენი სანთელი გვერდით მდგომიდან, რათა სხვისი პრობლემები არ მიიზიდო. ასევე არ მისცე ნება შენ სანთელზე აანთონ თავისი სანთელი, რათა შენი ბედნიერება არ წაგართვან.

3. შენს ანთებულ სანთელს ნუ მიატოვებ, სანამ მისი დიდი ნაწილი არ დაიწვება. სანთელი ჩააქრე თითებით, არ შეუბერო.

4. მიაქციე ყურადღება ასეთ რამეს: შენ აანთე სანთელი, მოცილდი თუარა, ის მოულოდნელად ჩაქრა. არ დაგეზაროს და ძირს დაიხედე. შენ შეიძლება დაწყევლილ ნემსზე დგახარ.


5. როდესაც შენ ხატის წინ სანთელს ანთებ ჯანმრთელობის თხოვნით, სხვას უფლება არ მისცე ადგილი შეუცვალოს შენს სანთელს.


6. ყურადღება მიაქციე იმას, რომ შენი სანთელი არ ჩააქრონ ან მის ადგლზე სხვა დაანთონ. ამგვარად როგორც წესი თქვენი გათვალვა უნდათ.


და ბოლოს. შეიძლება ასეთი რამ შეგემთხვეთ: მიდიხარ ეკლესიის ახლოს, შენ გიახლოვდება საყვარელი ბებო, რომელიც გთხოვს დათვალო ეკლესიის გუმბათები. ეს არ გააკეთო!

ერთგუმბათიან მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მარტოობაზე აკეთებენ რიტუალს, სამგუმბათიანთან - შიშზე, შფოთვაზე, კანონთან პრობლემებზე, ხუთგუმბათიანთან - სხვადასხვა დაავადებებზე.


მალე აღდგომაა, უამრავი ადამიანი წავა ეკლესიაში. გახსოვდეს ეს რჩევები, რათა ამ წმინდა ადგილიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა პრობლემები არ აღმოგაჩნდეს. და არ დაგავიწყდეს გაუზიარო ეს სასაგებლო ინფორმაცია შენს მეგობრებს!


( ეს არის მხოლოდ რჩევა, და არა თავს მოხვეული მტკიცებულება )


ღმერთმა დაგლოცოთ!


იხილეთ ასევე:

1. 23 წუთი ჯოჯოხეთში!


2. კატასტროფის წინასწარმეტყველება: ნეაპოლში წმინდა იანუარის სისხლი არ გათხელდა


3. ვისი რწმენაა ყველაზე კარგი?


4. 7 რამ, რაც არ შეიძლება გულსაკიდ ჯვართან დაკავშირებით


10
8065
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
8065
  
2017, 7 ოქტომბერი, 15:31
ამხელა სისულელე დიდი ხანია არ წამიკითხავს.
ეკლესიაში შესვლისას ყურადღება უნდა მიმართო წირვა-ლოცვისკენ და მიიღო მონაწილეობა ლიტურგიაში, თუ იმაზე უნდა იფიქრო მარჯვენა ხელით ვინ შეგეხო და ზურგით ვინ გადის და შემოდის.
2017, 12 მაისი, 9:55
melody_inside კარგია რომ სტატიებს თარგმნით, დიდი მადლობა! მაგრამ საიტს რონ კაიფზონა ჰქვია, იქედან რელიგიური შინაარსის სტატიები არ უნდა გადმოიტანოთ. ვატიკანი რომ პანიკაშია არქეოლოგიური აღმოჩენის მერე, ესეც კაიფზონისაა ალბათ. ))) პოპულიზმი სადღაც ასატანი შეიძლება იყოს, მაგრამ რელიგიაში არა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის და გთხოვთ რელიგიურ თემებზე მხოლოდ სიმართლეს დავეყრდნოთ ხოლმე და პოპულიზმს თავი ვარიდოთ.
2017, 7 აპრილი, 13:07
შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოთ, ჯობდეს იქნება?
2017, 7 აპრილი, 0:21
საყვარლებო, ძვირფასო მეგობრებო.....იმედია უმრავლესობა მაინც ხვდებით რომ ეს ჩემი შექმნილი სტატია არ არის...გამოყენებული მაქვს საიტიდან- kaifzona.ru....და interesbook.......მასალა....რა თქმა უნდა ველოდი კომენტარებს, მარააააააა..... ჩემი შეურაწყოფა რა საჭიროა..? :-(.... ისე, სხვათაშორის, არ გჯერათ და არ იციტ , რომ უამრავ რიტუალებს აკეტებენ საქარტველოშიც მკითხავ- მჩხიბავები? რატომ გიკვირთ? გგონიათ ეს მარტო რუსეთშია და სხვაგან და საქართველოში არა? ცდებით. აქაც დაძრწიან ეგეთი მახინჯი სულის ადამიანები, ეკლესიაეკლესიში
2017, 6 აპრილი, 15:10
მტკიცებულება ეს რჩევები არაა მაგრამ ის კია რომ ავტორი ვერაა საღ ჭკუაზე.
2017, 6 აპრილი, 12:17
ასე დიდი ხანია არ მიცინია :D :D ეს რწმენა კიარა ურწმუნოებაა.ვისაც ღმერთი სწამს მსგავს რამეებს არ აქცევს ყურდღებას, რადგან უფალი ეშმაკზე ძლიერია და თავის შვილს((ვისაც მისი ჭეშმარიტად სწამს) აუცილებლად დაიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან.
2017, 6 აპრილი, 10:58
ავტორო არ გეწყინოს, მაგრამ სრული აბსურდია... ეკლესია ცრურწმენების ადგილი არაა... ღვთისმეტყველებისა და თეოლოგიისგან ყოველგვარ რეალობასაა მოწყვეტილი...
2017, 6 აპრილი, 10:32
ცრუ რწმენების დასაძლევად მიდის ადამიანი ეკლესიაში და არა ამ ცრურწმენების გასავითარებლად. გიწერია არ აანტო სანთელი ასანთით სანტებელით. კანდელი რო არ იყოს გამოდის სანთელი საერთოდ არ უნდა დაანთო, ან უფრო მარტივი კანდელს რითი ანთებენ ამაზე თუ დაფიქრებულხარ?
იმის მაგივრად დაწეროთ შედით ტაძარში, ილოცეთ და უფალი იწამეთ იმას ასწავლიტ ხალხს ლოცვის მაგივრად ყურადღება გავამახვილოთ ვინ როგორ შემოგვიარა, ვინ სად შეგვეხო, ვის აქვს თითები გადაჯვარედუინებული და ა.შ.
ჩემი პირადი მოსაზრებით ვერ გეთანხმებით და არ ვაკვირდები ვინ როგორ დგას ან იქცევა ტაზარში
2017, 6 აპრილი, 9:21
მომიტევეთ, გეთაყვა, მაგრამ ვინ გაგიზიარათ ეს რჩევები? ანუ რომელი ,,წყარო,, გამოიყენეთ ამ სტატიისთვის?
2017, 6 აპრილი, 8:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10