x
image
ციცი
Mediator image
"ააფეთქებენ ხალხმრავალ ადგილებს, არც ბავშვებს დაინდობენ..."-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით

image


რამდენიმე დღის წინ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია 14 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია. ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა ცნობილია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი მის წინასწარმეტყველებებს აქვეყნებს:


"მეგობრებო, როგორც უკვე იცით, 3 მარტს სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე, "სენნაია პლოშჩადსა" და "ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის" სადგურებს შორის გვირაბში აფეთქება მოხდა. შედეგად, დაიღუპა 13 და დაშავდა 50-მდე ადამიანი.
ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დაადასტურა პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მომწყობი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა. ეს 22 წლის ყირგიზი აქბარჟონ ჯალილოვია.
ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, გთავაზობთ 1992 წლიდან დღემდე ჩაწერილ და მრავალჯერ გამოქვეყნებულ წინასწარმეტყველებებს როგორც ქალბატონი ლელა კაკულიას საავტორო გაზეთებსა და წიგნებში, ისე სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.
შეგახსენებთ: ეს მხოლოდ ნაწილია ამ თემაზე არსებული წინასწარმეტყველებებისა.
1992 წელი, 6 ოქტომბერი, დილის 6 საათი.
მოსკოვში ჩეჩნები (ზოგადად, მუსლიმები) მოაწყობენ დიდ ტერორებს (არნახულს), მეტროებს ააფეთქებენ… მოკლედ, ყველაფერს...
* *
სისხლი, რომელიც რუსებმა სქართველოში დაღვარეს, საკუთარ სახლში ტაიფუნად გადაექცევათ.
2002 წელი, 25 ოქტომბერი, დილის 5 საათი.
რუსეთს დიდი პანიკა მოიცავს. მუსლიმები ყველაფერს ცხვირში ამოადენენ... მოსკოვსაც კალიებივით მოედებიან. ეს ყოველივე მე 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. დიახ, არნახული ტერორები იქნება.
* *
რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ხალხი გარეთ ვერ გამოდის. შიში! რუსეთი იწვის ტერორის დიდ ცეცხლში.
2002 წელი, 14 დეკემბერი, დილის 6 საათი.
ვხედავ ახალ ტერორისტულ აქტს რუსეთში. რისი აფეთქებაც დაგეგმეს ტერორისტებმა, ვხედავ, ეს `ბავშვთა სამყაროა. ფრთხილად! ხდება დიდი უბედურება, უმიზნებენ ოპერის თეატრს – ცეცხლის წაკიდებას აპირებენ. მათ ჩემი წინასწარმეტყველება იხსნის!
2003 წელი, 4 იანვარი.
იმ ტერორების გამო, რომლებსაც ჩეჩნები მოუწყობენ (ანუ ტერორების სერიალების გამო), რუსებს შიშის ზარი შეიპყრობს – მთელ რუსეთს.
1995 წელი, 9 მარტი, დღის 2 საათი.
რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ბინძური გეგმები აქვთ, მაგრამ დიდი კატასტროფა ელით, ვხედავ... ტერორები გრძელდება.
2008 წელი, 1 მარტი.
რუსეთს ძალიან ბევრი მტერი ყავს. ფრთხილად! ისინი უწყობენ რუსეთს ტერორებს, ვისაც ვითომ იცავენ და მხარში უდგანან. იქნება ტერაქტების სერიალები და თანაც იქ, სადაც ხალხმრავლობაა. ეს ყოველივე რუსული პოლიტიკის ნაყოფია. მუსლიმები!
2008 წელი, 3 ივლისი.
მინდა ვუთხრა ჩემ საყვარელ ქართველებს: დღეს რუსეთი ტერაქტებითაა გართული და საკუთარ სახლში აუფეთქებენ ყველგან ყველაფერს. ეს სულ სხვა ძალებია, რომელნიც ისარგებლებენ ქართულ-რუსული კონფლიქტით, რათა შეინიღბონ. მაგრამ ყოველივეს უფალი ჩვენი განაცხადებს. მოდის დრო, როცა საქართველოს მტრებმა პასუხი უნდა აგონ.
2008 წელი, 20 ოქტომბერი, თბილისი.
ვხედავ, მუსლიმები ერთიანდებიან რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. იმართება დიდი თუ მცირე ომები, ხორციელდება ტერორისტული აქტები, პარტიზანული რაზმები დიდ დარტყმას აყენებენ რუსებს და ეს უკვე ძალიან, ძალიან სერიოზულად ჩააფიქრებს მათ.
2009 წელი, 8 იანვარი, ურეკი.
რუსეთის ყველაზე დიდი და საბედისწერო შეცდომა ის არის, რომ მუსლიმურ სამყაროს ეხმარება, იმ მუსლიმებს, რომლებიც რუსეთს მიუბრუნდებიან და უდიდეს დარტყმას მიაყენებენ.
2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.
მომავალში მოსკოვში ტერაქტების სერიალებს ვხედავ და ამას რუსეთის მთავრობა ვერ შეაჩერებს. ააფეთქებენ სწორედ ხალხმრავალ ადგილებს, არც ბავშვებს დაინდობენ. წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ ბავშვთა სამყაროს ააფეთქებენ. ფრთხილად! ისევ ააფეთქებენ მეტროებს. ვხედავ, როგორ ფეთქდება ერთ დიდ თეატრში ბომბი; ვხედავ, როგორ აფეთქებენ ეკლესიას და ეს იმ დროს, როცა შიგ მრავლად არიან ადამიანები. ტერორისტები, რუსეთის მთავრობის უძლურების დასამტკიცებლად, რომ მათ არ შეუძლიათ ტერაქტების აღკვეთა, ააფეთქებენ კრემლის კედელს და იმასაც ვხედავ, რომ კრემლის ვარსკვლავს პატარა რაკეტას ესვრიან! მოკლედ, ქაოსია. ჩვენ ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიხილეთ დიდი ტერორები და აღვნიშნეთ, რომ მუსლიმები მოსკოვში შეცვივდებიან და ააფეთქებენ მეტროებსა და ყველაფერს (იხ. წიგნი, გაზეთები…). კოსმოსიდან ასევე მოდიოდა გაფრთხილება, რომ ის სისხლი, რომელიც რუსებმა საქართველოში დაღვარეს, საკუთარ სახლში ტაიფუნად გადაექცეოდათ. და დღეს ესეც და მრავალი სხვა დანახულიც უკვე სახეზეა. მუსლიმები განაგრძობენ მოქმედებას, არ შეჩერდებიან და ვერც შეაჩერებენ! მოსკოვს დიდი შიში მოიცავს და ამ შიშს ვერასდროს მოიცილებს. რუსეთს დიდი `ვალი“ აქვს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისა. იმ გენოციდს, რომელიც რუსეთმა მათ მოუწყო და დღემდე განაგრძობს, არ აპატიებს… კავკასია კი არა, კოსმოსი, დიახ, კოსმოსი, არ აპატიებს! ჯერ კიდევ 25-20 წლის წინ აღვნიშნეთ მრავალჯერ, რომ რუსული პოლიტიკა არ გაამართლებდა, რომ ჩრდილოეთ კავკასია იწვოდა და ეს ცეცხლი რუსეთსაც მოედებოდა.
დანახული ტერაქტები, რომელთაც მუსლიმები განაგრძობენ – ეს საშინელებაა.
* *
რუსულ თავხედურ პოლიტიკას უკვე საზღვარი აღარ აქვს, მაგრამ, რაც მთავარია, ვხედავ, მოსკოვი ვერც საქართველოს, ვერც ევროპასა და ვერც ამერიკას ამ ტერაქტებს ვერ გადააბრალებს.
* *
დიდი შიში სუფევს. მოსახლეობა რომ დაუცველია ტერაქტებისგან, ამას ყველა ხედავს. ბოლოსდაბოლოს, მითი, რუსეთი მაგარიაო, წარსულს ჩაბარდება და რუსი ხალხი, რომელიც ადრე მიესალმებოდა სხვებისთვის ტერიტორიების წართმევასა და ომებს, მწარე რეალობის წინაშე დგება. ვხედავ ისევ ტერაქტებს, აფეთქებებს და უამრავ სიკვდილს, რაც რუსული არასწორი პოლიტიკის შედეგია. ყველაფერი ეს, ვხედავ, მომავალში უფრო მწვავე სახეს მიიღებს. ასე იქნება მანამ, სანამ პოლიტიკა სწორი ხაზით არ წარიმართება. ფრთხილად!
* *
რუსეთს ძალიან გაუჭირდება... მაგრამ ვიმეორებ, ყველაზე საშიში ის არის, რომ ტერაქტები გაგრძელდება უფრო ხალხმრავალ ადგილებში და ამას ვერაფრით მოუვლიან.
2011 წელი, 28 ივნისი, თბილისი.
ვხედავ, ტერორებიც გახშირდება. ასე რომ, დიდი სიფრთხილე მართებს რუს ხალხს!!!
2012 წელი, 14 თებერვალი, თბილისი.
რუსეთის დღევანდელი გეგმები ტერორებია, ანუ სერიალები ტერაქტებისა. ეს ძალიან ბოროტი ჩანაფიქრებია და მადლობა კოსმოსს, რომელიც იცავს ჩვენს სამშობლოს, რომ არ დაუშვებს პატარა საქართველოში ამ ტერორისტულ სერიალებს. პირიქით, ყველაფერი საკუთარ სახლში _ რუსეთში აუფეთქდებათ!!!
2013 წელი, 26 მაისი.
პარალელურად ტერორები მოხდება რუსეთშიც, განსაკუთრებით, მოსკოვში. ეს ძალზე ყურადსაღებია. რუსეთის მთავრობაც დიდ ბრძოლას გამოუცხადებს ტერორისტებს. ბრძოლა შედეგიანი იქნება, მაგრამ არა იმდენად, რომ სრულად აღმოფხვრან ტერაქტები.
2013 წელი, 20 სექტემბერი.
ვხედავ, რუსეთში, თითქმის მოსკოვის ცენტრში, იქნება დიდი ტერაქტი. მაგრამ ვისაც დააბრალებენ, ტერორისტები ისინი არ არიან _ უფრო უარესნი. რუსები ტერორისტებს ვერ მიაგნებენ. მე მათ მცირედ ვუკარნახებ, რომ ისინი რუსების ახლო მეზობლები არიან. ეს ტერაქტი დიდ ქარიშხალს გამოიწვევს, მაგრამ შედეგი _ არანაირი. ფრთხილად! ტერაქტს ტერაქტების სერიალები მოჰყვება და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება რუსეთის მთავრობა, ვხედავ.
2014 წელი, 25 იანვარი, თბილისი.
კოსმოსში კვლავ იხსნება წინასწარმეტყველებები მუსლიმთა რუსეთზე შესევის თაობაზე…
მრავალჯერ ნათქვამს ვიმეორებ, რომ ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ისინი ყველგან ყველაფერს აფეთქებენ. ფრთხილად! ვურჩევ რუსეთის მთავრობას, რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა მუსლიმთა მიმართ. მიმოიხედეთ, რუსეთი მუსლიმებითაა დასახლებული და ლამის მხოლოდ სახელიღა დარჩა მისგან…
ვხედავ, მუსლიმები წერილებს კი აღარ იწერებიან, არამედ პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან…
რუსეთის მთავრობამ თავისი პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს, თორემ დაწყებული ტერორების დამთავრებას ვერ ვხედავ.
2014 წელი, 25 თებერვალი, თბილისი.
და მაინც, აფეთქებები და ტერორისტული აქტები ამით არ აღმოიფხვრება. ისინი მაინც მოხდება. ეს გარდაუვალია. მაინც ასრულდება წინასწარმეტყველება. სხვათა შორის, ოლიმპიადის მსვლელობისას რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი ინციდენტები, ვითომ გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებები და სხვა, ყველაფერი ტერაქტი იყო. მაგრამ ეს მკაცრად ინიღბებოდა..."imageimage

image


imageimage
imageimage
image"ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ-ანუ მოწამლონ!"-რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ პატრიარქსა და საპატრიარქოზე-"უჭირს ქართულ ეკლესიას... შიგნით დიდი ვაჭრობა და უმსგავსობა სუფევს..."


"ყველაფერი სწორედ ბათუმიდან დაიწყება..."-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით






1
1337
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1337
  
2017, 13 აპრილი, 15:09
ასეთ რაღაცეებს რატო წერთ საერთოდ ჯერ თუ გჯერავთ მაგ ადამიანის მიდით და ერთ საათში მთელ ცხოვრებას ბედნიერად მოაწყობთ, სჰემიძლია მეც გიწინასწარმეტყველოთ და 10 წლის შემდეგ ამოიგადაამოწმეთ:
1. ეკონომიკური კრიზისი შეიქმნება და რამოდენიმე განვითარებული ქვეყანა დეფოლტის ზღვარზე დადგება( ამას ნებისნიმერი ეკონომისტი იწინასწარმეტყველებს მაგრამ ვერ დაასახელებს ზუსთ თარიღს ვინაიდან არსებობს მხოლოდ მიახლოებითი ინფორმაცია ხალხისთვის და არა ზუსტი)
2. მოხდება მიწისძვრა ( ამ წინასწარმეტყველბას საერთოდ საუბარიც არ ჭირდება 100პროცენტი)
3. რუსეთსა და ევროპაში მოხდება ტერაქტები ( ალბათ ხვდებით ისე მიდის ტერორისტული აქტები რომ ამას იწინასწარმეტყველებ უკვე სტატისტიკით0
4. გაჩნდება ახალი საზღვრები ქვეყნებს შორის ( ამასაც არ ჭირდება ვარსკვლავებზე გახედვა)
5. მოხდება დიდი ომი ევფრატის ნაპირებთან ( მაგ ადგილას ომი მიდის პირბევლი საუკუნიდან თუ ისტორია კარგად იცით, ეხლაც მიდის თან არა მარტო სირიის და მომავალშიც იქნება, ალბათ სირიუსის ვარსკვლავს უყურებენ ნათელმხილველები და ისე წინასწარმეტყველებენ. თუ მართლა კარგად ხედავენ როდის დამთავრდება ეგ იწინასწარმეტყველონ)
რო აღარ გავაგრძელო თუ ეგეთი მესამე თვალი აქვთ მაშინ მილიარდერები იქნებიან, კაზინო და ტოტალიზატორი მაგათთვის ყოფილა ზედგამოჭრილი
0 1 1