კინო შეცდომები კინოფილმებში სადაც სხვა დროის და ეპოქის კოსტუმები ან ატრიბუტებია 2017, 4 აპრილი, 14:35 როცა კინოშეცდომებზეა საუბარი, კინომოყვარულებს ძირითადად გამახვილებული აქვთ ყურადღება კადრულ ან სიუჟეტურ მომენტებზე, რომელიც გადაღების დროს გამოეპარათ ფილმის დამდგმელებს, თუმცა ამჟამად სულ სხვა კინოშეცდომებზე გვექნება საუბარი.
აქ უკვე აღარაა საუბარი ტექნიკურ ლაფსუსზე, ანუ საუბარია გრიმიორების, კოსტუმების ოსტატების, ან მთლიანად გადამღები ჯგუფის შეცდომებზე. განსაკუთრებით ისტორიული ფილმების გადაღების დროს გადამღებ ჯგუფს კონსულტაციისთვის ყოველთვის მიწვეული ჰყავთ ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები, მიუხედავად ამისა შეცდომები მაინც ხდება. ვინ იცის რეჟისორები იქნებ შეგნებულადაც ამახინჯებენ ზოგიერთ ნიუანსს, ან ეფექტისთვის ან სულაც მეორე ვარიანტი- პრინციპით:"ამას ბარემ ორი კაცი ვერ მიხვდება"....მაგრამ თურმე არც მასე ყოფილა საქმე... 1)წვიმის ქვეშ მომღერალი-ფილმში მოქმედება გასული საუკუნის 20-იან წლებში ხდება, თუმცა ერთ-ერთი მთავარ გმირს კაბა 50-იანი წლების აცვია. 2)ფავორიტი-ფილმში სიუჟეტი 20-იან წლებში ვითარდება, ჟოკეის ქუდი პირველად მხოლოდ 1956 წელს გამოჩნდა. 3) ინფორმატორი-მამაკაცის სპორტული ფეხსაცმელი Nike-ის წარმოება რომელიც ფილმშია წარმოდგენილი მხოლოდ 6 წლის შემდეგ დაიწყეს. 4)გლადიატორი-რა თქმა უნდა ძველ რომში არავინ ატარებდა ბოქსიორის ტრუსებს. 5) შინდლერის სია-ასეთი მოვლილი ქალები საკონცენტრაციო ბანაკში ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ? 6)ჯანგო გათავისუფლებული-ფილმში მოქმედება 1858 წელს ხდება, ხოლო მზის სათვალეს მხოლოდ 70 წლის შემდეგ გამოიგონებენ. 7)მამაცი გული- უოლესი XIII საუკუნის შოტლანდიაში კილტით დარბის, სინამდვილეში კილტი პირველად თითქმის 300 წლის შემდეგ გამოჩნდა(პირველად მოხსენიებულია 1594 წელს). 8) ამადეუსი-უცნაურია, მაგრამ მოცარტი კოსტუმს ელვაშესაკრავით იკრავს, რომელსაც მხოლოდ 150 წლის შემდეგ გამოიგონებენ. 9) ათი მცნება-იმ პერიოდში ქსოვილის ასეთი ფერის მიღება შეუძლებელი იყო.მსგავსი ფერების მიღება ბევრად მოგვიანებით ხელოვნური საღებავების საშუალებებით დაიწყეს. 10)ბინძური ცეკვები-ფილმში მოქმედება 60-იან წლებში ხდება, მოკლე შორტები კი მხოლოდ 20 წლის შემდეგ გამოჩნდა პირველად. იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე 352 7-ს მოსწონს 1-ს არა
|