ქალი და მამაკაცი რჩევები მამრობით სქესს - აგრძნობინეთ საყვარელ ქალს თავი უკეთესად რთულ პერიოდში 2017, 3 აპრილი, 23:58 ბიჭების უმეტესობა შეყვარებულის ემოციური დაძაბულობით ადვილად ხვდება ხოლმე, როცა მას მენსტრუალური ციკლი აქვს. ამ პერიოდში შეიძლება ქალი იყოს ბედნიერი, ჭირვეული, მოწყენილი, ან უმიზეზოდ გაბრაზებული. სიმართლე ისაა, რომ ეს მისი ბრალი სულაც არაა, ეს ჰორმონების ბრალია.
ეს არის პერიოდი, როცა ქალის საშვილოსნო, ასე ვთქვათ, გიჟდება, რადგან კვერცხუჯრედი გაუნაყოფიერებელი დარჩა და გადაწყვეტს, შური იძიოს.
სტატიაში ბიჭებს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, აკონტროლოთ თქვენი შეყვარებული პერიოდის დროს. 1. ეს ფაქტი გონებაში ჩაიბეჭდეთ! პერიოდის დროს ქალი სხეულის და განწყობის ცვლილებებს უძლებს. ვინც გიყვირით და გეჩხუბებათ, ეს თქვენი შეყვარებული არაა, ესენი მისი ჰორმონები არიან. მიეცით მას ჭამის და დასვენების საშუალება. 2. უთხარით "არა" სიურპრიზებს! ვინ იცის, იქნებ სიტუაცია ისე არ წარიმართოს, როგორც ელით? ყველა შემთხვევაში, თავის არიდება სჯობს ამ პერიოდში სიურპრიზებისთვის. ქალი ამ დროს იმოქმედებს თავისი ხასიათის მიხედვით, თქვენ კი დარწმუნებული ვერ იქნებით, როგორ ხასიათზეა. შეიძლება, ის აღშფოთდეს, ან დეპრესიული გახდეს, ან, სულაც, წყნარად იყოს. აჯობებს, ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავოთ მოულოდნელობებისგან. 3. მზად გქონდეთ მისი საყვარელი საჭმელები! ამ პერიოდში მას ჭამა სჭირდება. სულ რომ არაფერი, ის ძალაგამოცლილია ამდენი სისხლის დაკარგვის გამო. უბრალოდ, დარწმუნდით იმაში, რომ იმაზე მეტს არ შეჭამს, რამდენსაც ჩვულებრივ ჭამს ხოლმე. 4. ხელთ გქონდეთ ტკივილგამაყუჩებლები ან მზად იყავით მათ საყიდლად! ყველამ ვიცით, თუ რა საშინელი ტკივილების გამოწვევა შეუძლია მენსტრუაციას. ზოგიერთი ქალი შეიძლება უფრო ცუდად გრძნობს თავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს ურჩევნია, ტკივილგამაყუჩებელი არ იხმაროს, თქვენი მოვალეობაა, მაინც შესთავაზოთ, როდესაც საჭირო იქნება. 5. მიეცით უფლება, რამე დაგავალოთ! მოუმზადეთ მას კერძი, გარეცხეთ ჭურჭელი ან სარეცხ მანქანაში შეყარეთ თეთრეული. მიეცით დასვენების დრო. სცადეთ, მისი საქმის გაკეთება თავად, როცა მას პერიოდი აქვს. 6. მოუსმინეთ! გარდა ამ ყველაფრისა, მას სჭირდება ადამიანი ორი ყურით, ვინც ყოველთვის მზად იქნება მის მოსასმენად, ვინც არ განსჯის, არ შეეკამათება და გაიგებს მის მდგომარეობას. იყავით ეს ადამიანი და არ ეცადოთ მისი შეხედულებების გაკონტროლებას. შეიძლება, მოსმენა ჩვეულებრივ რამედ მიგაჩნიათ, მაგრამ ამ პერიოდში ქალისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. და რა თქმა უნდა, არ უნდა გქონდეთ ცუდი რეაქცია იმ ალოგიკურ რაღაცებზე, რაც შეიძლება მისგან მოისმინოთ. გახსოვდეთ, რომ ერთ კვირაში ქალს არასტაბილური ხასიათი გადაუვლის, თქვენი ცუდი თუ კარგი საქციელი კი დიდ ხანს ემახსოვრება. 7. ნუ აიძულებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას! პერიოდის დროს ქალს თავის თავთან სჭირდება ყოფნა და არა - უცხო ხალხთან. ამ პერიოდში, კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებთ მეგობრების მოპატიჟებისგან. არ ელოდოთ, რომ გაიგებს, რატომ მიატოვეთ და ფილმის ყურება ან დალევა გადაწყვიტეთ მეგობრებთან ერთად; აჯობებს, ეს დრო მასთან გაატაროთ, თუ, რა თქმა უნდა, მისი დაკარგვა არ გსურთ! 8. არ ისაუბროთ სისხლის, წინამენსტრუალური სინდრომებისა და ჰორმონალური ცვლილებების შესახებ! მან ეს ყველაფერი თქვენზე უკეთ იცის, თუ, რა თქმა უნდა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ექიმი ან რამე მსგავსი არ ხართ. არ უთხრათ მას, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. მას სჭირდებით თქვენ და არა - თეორიული ცოდნა! 9. მზად გქონდეთ ბოთლი ცხელი წყლით! თუ მას ძლიერი ტკივილები აქვს, თბილი წყლის სითბომ შეიძლება თავი უკეთ აგრძნობინოს. თქვენ დაუჭირეთ ბოთლი, თუ მოსახერხებელი იქნება. ასე ზრუნვას გამოხატავთ, რასაც ქალი არასდროს ივიწყებს! 10. დარწმუნდით, რომ ბევრ წყალს სვამს! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ქალი ჰიდრატირებული იყოს, წყალი მას ტკივილის გაყუჩებაშიც ეხმარება. მეცნიერების თქმით, წყალს თავისი მეცნიერული უპირატესობა აქვს, რითაც შეუძლია, უკეთ აგრძნობინოს თავი ქალს. 11. არ გააღიზიანოთ! არ ესაუბროთ ისეთ სადაო საკითხებზე, როგორზეც სხვა დღეებში ესაუბრებოდით. დარწმუნდით, რომ თქვენი ლაპარაკი კამათით არ დასრულდება. დარწმუნდით, რომ შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, ნუ იქნებით აგრესიული! 12. ჩახუტება და კოცნა ყველაფერს უფრო მარტივს გახდის! დედამიწაზე ყველა გოგოს უნდა, რომ ის უყვარდეთ. ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, აკოცეთ, გულში ჩაიკარით, აჩვენეთ ზრუნვა. დარწმუნდით, რომ თქვენგან სიყვარულს გრძნობს. იცოდეთ, რომ ყოველთვე მას რთულ პროცესებთან გამკლავება უწევს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პატივი ეცით, გიყვარდეთ და აგრძნობინეთ თავი განსაკუთრებულად საყვარელ ქალს! 544 3-ს მოსწონს
|