ქუვეითში დიასახლისმა იმის ნაცვლად რომ მოსამსახურე გადაერჩინა,ვიდეოთი გადაღება დაიწყო(ვიდეო)
2017, 3 აპრილი, 20:10
შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა ქუვეითში. სახლში დაბრუნებულმა ოჯახის დიასახლისმა აღმოაჩინა ფანჯრის რაფაზე ჩამოკიდებული მოსამსახურე და ნაცვლად იმისა, რომ მიხმარებოდა, ამოიღო ტელეფონი და ვიდეოს გადაღება დაიწყო.კადრში ისმის, რომ ეთიოპელი მოსამსახურე ქალს ემუდარება:"მიშველე, გადამარჩინე", რაზეც დიასახლისი არ რეაგირებს, განაგრძობს გადაღებას დ პასუხობს:"დაბრუნდი შეშლილო".მოსამსახურე უყვირის:"ხელი მომკიდე!"
შედეგად ქალმა ვეღარ შეძლო ცალი ხელით ფანჯრის რაფაზე თავის შეკავება და მე-7 სართულიდან ძირს ჩავარდა.ქალი მეტალის ფურცლისგან გადახურულ თავშესაფარს ზედ დაეცა.ვიდეოში ისმის დაცემის ხმა, რაზეც ვიდეოს ავტორი საერთოდ არ რეაგირებს.
როგორც The Sun-ი იუწყება, ქალი გადარჩა.მეტიც, მაშველებისგან დამოუკიდებლად ფეხზეც წამოდგა.იგი ამჟამად ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
გამოცემის ინფორმაციით შინამოსამსახურეს თავის მოკვლა სურდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და საშველად მოხმობა დაიწყო.ოჯახის დიასახლისი უკვე დააკავეს.მას წინ სასამართლო ელოდება.