x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საფრთხის შემცველი ტურისტული მარშრუტები
image


ისეც ხდება, რომ ერთი შეხედვით, პლანეტის სრულიად უსაფრთხო ადგილებში, შესაძლებელია, ადამიანი სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდეს და ამ სტატიაში სწორედ ამ ადგილების შესახებ მოგითხრობთ.


დიდი კანიონი, აშშ


image


ალბათ, აშშ-ს ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირშესანიშნაობა, რომელიც თავისი ზომებით და წარმოუდგენელი პეიზაჟებთ იქცევს უამრავი ადამიანის ყურადღებას, სწორედ ეს კანიონი არის. ამ კანიონის შემხედვარე, იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, რომ იქ ჩასული ტურისტისთვის არანაირი საშიშროება არ არსებობს. მაგრამ, რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 000-მდე ზარი შედის გრანდ-კანიონის დახმარების სამსახურში. უამრავი ადამიანი სწორედ მაშინ იღუპება, როდესაც იმის დანახვას ცდილობს, თუ სად მთავრდება ციცაბო კლდე. კლდის ნაპირზე დგომას ყველა ვერ ახერხებს და... არსებობს სხვა საფრთხეებიც: ვიწრო და მოლიპული ბილიკები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებთან (გველები, აგრესიული ირემი, შეწყვილების პერიოდში) შეხვედრა.


მოჰერის ფრიალო (კლდე), ირლანდია


image


კლდიდან გადავარდნის საფრთხე ირლანდიაშიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი ოკეანეში ბანაობით მთავრდება, თუ რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევის მსხვერპლმა ცურვა იცის.



მაჩუ-პიქჩუ, პერუ


image


პერუს ჯუნგლებში ჩაკარგული ინკების სამყარო – მაჩუ-პიქჩუ, სამხ. ამერიკის კონტინენტის, ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. წლის მანძილზე, ასობით ათასი ტურისტი ჩადის და მათ წარმოდგენა არ აქვთ საფრთხეების შესახებ, რომელიც იქ ელით.
საქმე იმაშია, რომ ქალაქის დათვალიერება არავისთვის შეზღუდული არ არის. მაგრამ, უაინა-პიქჩუს მთაზე ასასვლელად და მის მწვერვალზე, ინკების მიერ აშენებული ტაძრის სანახავად, ბილეთის აღება არის საჭირო. ბევრი ტურისტისთვის ძალიან მოულოდნელია, რომ ინკების დროიდან, ტაძრისკენ მიმავალი ბილიკების არც შეკეთება და არც რეკონსტრუქცია არ მომხდარა. ბილიკები იმდენად ვიწროა, რომ ხშირია საცობები. ხოლო, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, კიბის ქვის საფეხურები პირდაპირ ჰაერში არის გაშვერილი. მის ერთ მხარეს ციცაბო კლდე არის, ხოლო მეორ მხარეს – უფსკრული. ერთი არასწორი ნაბიჯი და მაჩუ-პიქჩუს გაცნობა დასრულდება.



სალარ-დე-უიუნი (მარილიანი ტბა), ბოლივია



image


ბევრი თვლის, რომ უიუნის მარილიანი ტბა ყველაზე უჩვეულო ადგილი არის ჩვენს პლანეტაზე. ამის მიზეზი მისი სურეალისტური პეიზაჟებია: აბსოლუტურად სწორი და თეთრი ზედაპირი, რომელიც ვულკანური ბორცვებით არის შემოფარგლული. წვიმების სეზონზე, ეს ადგილი უზარმაზარ სარკედ გარდაიქმნება და მაშინ... ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის.
მიუხედავად იმისა, რომ ტბა ცივილიზაციისგან საკმაოდ დაშორებულ ადგილზე მდებარეობს, უამრავი ტურისტი ჩადის პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან. ადამიანი ამ სილამაზით ისე იხიბლება, რომ თავი ზღაპარში ჰგონია. ის რეალობას მაშინ უბრუნდება, როდესაც ტბის თეთრ ზედაპირზე, ათობით შავ ჯვარს დაინახავს და მაშინ აცნობიერებს ამ ადგილის მეორე – საშიშ მხარეს.
უიუნი – დამშრალი მარილიანი ტბა არის. ის დამშრალი, მაგრამ ბოლომდე არა. ძირითადად, მარილის ზედაპირის სისქე რამდენიმე მეტრის არის, მაგრამ წვიმების სეზონზე, ზოგიერთ ადგილზე, ის რამდენიმე სანტიმეტრამდე მცირდება. მარილის თხელი ფენა ვერ უძლებს სიმძიმეს და მანქანა, ტურისტებთან ერთად, ფსკერისკენ მიდის. თან ისეთი დიდი სიჩქარით, რომ ხაფანგიდან თავის დაღწევის არანაირი შანსი არ არის.


ტრიფტის ხიდი, შვეიცარია


image


მთის ციცაბო დაღმართი და სახელგანთქმული ალპური პეიზაჟი, უკვე საკმარისი მიზეზია შვეიცარიაში გასამგზავრებლად. მაგრამ, ამ რეგიონის უნიკალურობის მიღმა, შესაძლებელია, დიდი საფრთხე იმალებოდეს.
ტრიფტის ტბის თავზე ალპების ყველაზე დიდი დაკიდებული ხიდია. ის წყლის ზედაპირიდან 100 მ-ზე მდებარეობს და კლდეებს შორის 170 მეტრზე არის გადაჭიმული.
მოგზაურებისთვის ამ ხიდიდან იხსნება ულამაზესი ხედი ამავე სახელწოდების მყინვარზე, რომელიც მთის ფერდობიდან ნელ-ნელა ქვემოთ ცურდება. ამ ხიდზე გასეირნება, სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის, ნამდვილად არ არის რეკომენდირებული.



Kjeragbolten (კერაგბოლტენი) «ქვა-ბარდა», ნორვეგია


image


მოგზაურობისას, განსაკუთრებული კადრის გადაღების და ოჯახის წევრების და ნაცნობ-მეგობრების გაოცების სურვილს, იქამდე მიჰყავს ადამიანი, სადაც საღ გონებაზე მყოფთაგან მისვლას, ყველა ვერ გაბედავს. გულუხვი ნორვეგიული ბუნება თავად ქმნის ყველა პირობას უნიკალური კადრების გადასაღებად. ასეთია, მაგ., ორ კლდეს შორის, 1 კმ. სიმაღლეზე, გაჭედილი უზარმაზარი ქვა, რომელთანაც მისვლა რთული არ არის, მაგრამ...
რაღას არ აკეთებს ხალხი ამ «უბედურ» ქვაზე, რაც შეიძლება მეტად ორიგინალური ფოტოს გადასაღებად: ხტუნავენ, ცეკვავენ, ოჩოფეხებზე დადიან... ამ ადგილზე, გარდაცვალების ფაქტი, ოფიციალურად, დადასტურებული არ არის. მაგრამ, ეს მხოლოდ ოფიციალურად...



ვანგ ვენგი, ლაოსი


image


ქალაქი ვანგ ვენგი ცნობილია როგორც ახალგაზრდების გართობისა და თავშეყრის ადგილი. ახალგაზრდებისთვის ამ ადგილის მიმზიდველობის მიზეზი ის არის, რომ ქალაქი მდინარეზე, ჯუნგლებში მდებარეობს და იქ «ტუბინგი» (მდინარეზე დაშვება დიდი ზომის კამერებით) ყველაზე მეტად განვითარებული სპორტის სახეობა და გასართობია. გარდა ამისა, იქ «ეკზოტიკური» ნარკოტიკები ისე იყიდება, როგორც ჩვენთან მზესუმზირა.
ვანგ ვენგში, ძირითადად, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩადიან და უმრავლესობას დაზღვეული აქვთ როგორც ჯანმრთელობა, ისე სხეული. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თუ უბედური შემთხვევა მოხდება, დაზღვევამ, უკეთეს შემთხვევაში, ტურისტის მკურნალობის და უარეს შემთხვევაში, სხეულის გადასვენების ხარჯები დაფაროს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს

* დანაკილის უდაბნო ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში

* ცნობილი ღირშესანიშნაობები ტურისტული სააგენტოების სარეკლამო ფოტოებზე და რეალურად

* ჩვენი პლანეტის 30 საოცარი ადგილი

* მსოფლიოს ულამაზესი ადგილები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია

* მსოფლიოს განსაკუთრებულად გამორჩეული პლიაჟები

* სეზონის განრიგი, ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის

0
284
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0