x
image
natia.a
როგორი არტერიული წნევაა ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის - ეს ბევრმა არ იცის!
image

ჯანმრთელობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი და ხანდაზმულ ასაკში ყველაზე "პოპულარული" ავადმყოფობა არის მაღალი არტერიული წნევა. ამ პათოლოგიას შეუძლია ახსნას ადამიანის ხასიათის ნებისმიერი ცვლილება, ცუდი გუნება-განწყობა, სისუსტე და სხვა დისკომფორტი.

არტერიულმა წნევამ დღის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიძლება მოიმატოს და დაიკლოს, ხოლო ნორმალურ მაჩვენებელს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური გაგება აქვს.


image
ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ნორმალური წნევა სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის.

არტერიული წნევა არის სისხლის წნევა, რომელიც არტერიაზე იზომება. წნევა წარმოიქმნება გულის მოქმედების შედეგად, როცა ხდება სისხლის გადასროლა სისხლძარღვებში და ამ უკანასკნელთა მიერ წინააღმდეგობის გაწევა. არტერიებში, ვენებსა და კაპილარებში სისხლის წნევის სიდიდე სხვადასხვაა და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
image

პირველ რიგში, არტერიული წნევა დამოკიდებულია გულის კუმშვის სიჩქარეზე და სისხლის იმ მოცულობაზე, რომელსაც აღნიშნული ორგანო გადაისვრის 1 წუთში. მნიშვნელოვანია ასევე თავად სისხლის თვისებები და სისხლძარღვთა კედლების წინაღობა. არანორმალურ არტერიულ წნევას შეუძლია გამოიწვიოს განწყობის გაფუჭება, უძილობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

შეკითხვაზე, თუ როგორია ნორმალური არტერიული წნევის მაჩვენებელი, ექიმები ყოველთვის პასუხობენ ადამიანის ასაკის, სქესისა და ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით. თუმცა წნევის გაზომვა აუცილებელი პროცედურაა ცუდად გახდომის დროს - იგი ყველაზე მარტივ გზაა იმისათვის, რომ გავიგოთ კარგად ფუნქციონირებს თუ არა გული.

როცა არტერიული წნევის ნორმატივებს ზომავენ, ითვალისწინებენ ისეთ სიდიდეებს, როგორიცაა:

— სისტოლური წნევა — ზედა ზღვარი, რომელიც ზომავს წნევას სისხლის გადასროლის მომენტში.
— დიასტოლური წნევა — ქვედა ზღვარი; ასახავს სისხლძარღვების მდგომარეობას გულის შეკუმშვებს შორის პაუზების დროს.

არტერიული წნევის ნორმა

მოზრდილ ადამიანებში არტერიული წნევის ნორმად მიჩნეულია 120/80 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტი. მაგრამ, ცხადია, ეს მაჩვენებელი ფიქსირებული ვერ იქნება, რადგან ცოცხალ ადამიანს გამუდმებით უხდება სხვადასხვა გარემი პირობებში ყოფნა და თავად ადამიანებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ გონივრულ საზღვრებში სისხლის წნევა ყოველთვის მერყეობს.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორი უნდა იყოს ნორმალური წნევა სხვადასხვა ასაკში, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ცხრილებით:


imageimage
ზემომოყვანილი ცხრილებიდან ჩანს, რომ რაც მეტია ადამიანის ასაკი, მით მაღალია არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებელი. ეს უკავშირდება სისხლძარღვებში, გულის კუნთსა და სხვა ორგანოებში მიმდინარე ასაკობრივ ცვლილებებს

არტერიული წნევის მომატებამ, ისევე, როგორიც დაკლებამ, შეიძლება ჯანმრთელოის სხვადასხვა დარღვევები გამოიწვიოს, მაგრამ იმის გასარკვევად, მართლა წნევის ცვალებადობა არის თუ არა ცუდად ყოფნის მიზეზი, აუცილებელია მისი რეგულარულად გაზომვა და სპეციალური დღურის წარმოება. ამისათვის არ არის საკმარისი პოლიკლინიკაში რამდენიმე ვიზიტი - სწორი შედეგის მოცემა შეუძლია წნევის მხოლოდ ყოველდღიურ რეგულარულ გაზომვას.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რა უპირატესობა აქვს მაღალ არტერიულ წნევას - ექიმების დასკვნა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!

image

2. წამლის გარეშე წნევის დაწევის ყველაზე ეფექტური ხერხი - ამით შეიძლება ადამიანი იხსნათ!

image

3. როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა მარტო ყოფნისას - ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ დროს გადაგარჩენთ!

image

4. როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა აპარატის გარეშე - ეს მეთოდი ყველგან გამოგადგებათ!

image

5. ჯეჯილის სასწაული თვისება - ეს აქამდე არავინ იცოდა!

image

3
12424
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
12424
  
2017, 3 აპრილი, 13:09
არა როგორ გეკადრება:):*
2017, 3 აპრილი, 12:59
:)) ასე ცუდად თუ მოქმედებს სულ წავშლი, კაცო :))))
2017, 3 აპრილი, 12:47
სტატია წავიკითხე და წნევამ ამიწია :D
0 1 3