საზოგადოება სახლთან გარაჟის აშენება აუკრძალეს ქალაქის მესვეურებმა, მაგრამ მან ორიგინალური გამოსავალი იპოვა 2017, 2 აპრილი, 22:00 ხანშიშესული ბელგიელი ერიკ ვეკემანი დიდი ხანი ოცნებობდა სახლთან გარაჟი აეშენებინა საკუთარი ავტომობილისთვის, მაგრამ გერმანული ქალაქის – ბრეკელის– მმართველობა ნებას არ აძლევდა მშენებლობაზე. მათი აზრით ეს ქალაქის გარეგნობას გააუარესებდა. მაგრამ ბელგიელი პენსიონერი არამარტო ჯიუტი, არამედ მოხერხებულიც აღმოჩნდა.
უარის მიღებისას მას ხელი არ ჩაუქნევია. ადგა და გარაჟი პირდაპირ მაღაზიის ვიტრინაში მოათავსა.
რამდენიმე წლის წინ ერიკს პატარა მაღაზია ჰქონდა, მერე კი დახურა. მაღაზიის ფასადის გადაკეთება უნდოდა, მაგრამ მაშინ ამის ნებაც არ მისცეს. ამ ორ პრობლემას პენსიონერმა ერთი გადაწყვეტა მოუძებნა, ივარაუდა რომ ქალაქის მმქრთველებს პრეტენზია არ ექნებოდათ, მაღაზია გარაჟად გადააკეთა. გარედან ვერც შეატყობთ, რომ მაღაზიის ვიტრინა შეძლება გვერდზე გადაიწიოს და ავტომობილს გზა გაუხსნას. პატარა პანდუსები მანქანას უადვილებს გამოსვლას. შეიძლება გეგონოთ, რომ ეს პროცედურა ძალიან რთული და ძნელი გასაკეთებელია. სინამდვილეში კი სულ 2 წუთიც არ სჭირდება. მთავარია ვიტრინის დაკეტვა არ დაგავიწყდეთ. მომავალში ერიკი ავტომატური კარების დამონტაჟებას აპირებს. საბოლოოდ პენსიონერმა შეძლო ისეთი გამოსავალი ეპოვა, მასაც და ქალაქის მმართველებსაც რომ დააკმაყოფილებდა. ამასთან ერიკი მსოფლიოში ყველაზე ორიგინალური გარაჟის მფლობელიც გახდა. 2846 2-ს მოსწონს
"2023 წელს უცხოპლანეტელები უნდა ესტუმრონ დედამიწას, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?" - რას პასუხობს კითხვას ანომალური მოვლენების მკვლევარი "უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს |