პოეზია გარდაიცვალა რუსი კლასიკოსი პოეტი ევგენი ევტუშენკო 2017, 1 აპრილი, 22:20 აშშ-ში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო, გასული საუკუნის შუახანების ყველაზე წაკითხვადი პოეტი, ნახევრადისიდენტი, ოცზე მეტი პოემის, 200 მეტი ლექსის და სიმღერის ავტორი.მისი ნაწარმოებები 72 ენაზეა ნათარგმნი ევგენი ევტუშენკო 1933 წლის 18 ივლისს დაიბადა ირკუტსკის ოლქში. პირველი მისი ლექსი "Советский спорт"-ში გამოქვეყნდა 1949 წელს.მალე მოვიდა შარავანდენით მოსილი დიდება.ე.წ."XX ყრილობის შვილებთან" ერთად:ევტუშენკო, როჟდესტვენსკი, ვოზნესენსკი, ოკუჯავა, ახმადულინა. 1991 წლიდან ევტუშენკო ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე, ლიტერატორი, მარია ნოვიკოვა. ევტუშენკო ოდესღაც ოდესღაც საქართველოს მეგობრად ითვლებოდა, თუმცა 1991 წლის შემდეგ ამოეწერა საქართველოს მეგობართა სიიდან.მეტიც, რუსული ინტერვენციიდან ორი წლის შემდეგ, 2010 წლის აგვისტოში ის დემონსტრაციულად გამოჩნდა აფხაზეთში. რა პატარა ხარ, მიწავ ქართულო! - არ გაქვს ათასი სიდიდის ველი... არწივებით და ხალხით განთქმულო, შენ უსაშველოდ ხარ მიმზიდველი. თუნდ სიყალბეში მძლევდეს ვერავინ, ან პატივაყრილს მცნობდნენ პატივით, ჯაგლაგს ვგავდე ან მგავდეს მერანი, მაინც მიზიდავ ანდამატივით. მიწავ ქართულო, იმ სტიქიონით, შენს წიაღ რომ ჩქეფს უცხო ძალებით, სარკმელთან მდგარი გალაკტიონიც შენ მიიზიდე გარდაცვალებით. ევგენი ევტუშენკო 120 10-ს მოსწონს 1-ს არა
|