ფორთოხალი, არაყი და პუგაჩოვა ერთ «სასაჩუქრე კალათაში» – საინტერესო ფაქტები ჩერნობილზე
31 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს, 01:23 საათზე, ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურზე (კიევის სამხ. 110 კმ.) აფეთქება მოხდა, რამაც მასშტაბური რადიოაქტიური კატასტროფა გამოიწვია.
• იმავე წლის 8 სექტემბერს უკრაინაში ალა პუგაჩოვა ჩავიდა და ჩერნობილის 30 კილომეტრიანი, განკერძოებული ზონის საზღვარზე, კონცერტი ჩაატარა.
თავად მომღერალი ამ ფაქტს ასე იხსენებს: «...როდესაც ავარიის ლიკვიდატორებს, მათი სურვილების შესახებ ჰკითხეს, ფორთოხალი, არაყი და პუგაჩოვა დაასახელეს. მას შემდეგ, ფორთოხალს ვერ ვიტან და მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გამო.
![ფორთოხალი, არაყი და პუგაჩოვა ერთ
«სასაჩუქრე კალათაში» – საინტერესო
ფაქტები ჩერნობილზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040209144273439.jpg)
• მეოთხე რეაქტორზე აფეთქების დროს, 400-ჯერ მეტი რადიოაქტიური ნივთიერების გამოფრქვევა მოხდა, ვიდრე ჰეროსიმაში, ატომური ბომბის აფეთქებისას.
• აფეთქების მომენტში, დაიღუპა აეს-ის 2 თანამშრომელი და 31 – ავარიიდან პირველი სამი თვის მანძილზე გარდაიცვალა. მომდევნო 15 წელში, ოფიციალური მონაცემებით, კიდევ – 80 ადამიანი, ხოლო, რეალურად, დასხივების შედეგად, გარდაცვლილების რიცხვი, 10-ჯერ უფრო მეტი იყო.
ავარიის 30 კილომეტრიანი ზონიდან, 115 000-ზე მეტი ადამიანი იყო ევაკუირებული.
• ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში 600 000 ადამიანზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
• ბელორუსმა ჩერნობილიდან, რადიაციული დაბინძურების 70% მიიღო. ეკონომოკური თვალსაზრისით, ზარალმა 235 მილ. დოლარზე მეტი შეადგინა.
• ავარიის შედეგად დაზარალებულ 7 მილ. ადამიანს დღემდე უხდიან კონპენსაციას.
• სარკოფაგი, რომლის ქვეშ აფეთქებული რეაქტორის რადიოაქტიური ნარჩენები არის, ამჟამად დაზიანებულია და ახალი საფარის ასაშენებლად 2 მილიარდი დოლარი არის საჭირო.
• ავარიის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან 5 მლნ. ჰექტარი (50 000 კვ. კმ.) გამოყენებისთვის უვარგისად სცნეს.
• ქალაქი პრიპიატი, რომელიც 1970 წელს აშენდა, ავარიის შემდეგ, ცხოვრებისთვის უვარგის ადგილად გამოაცხადეს და 2 წლის შემდეგ, აეს-ის პერსონალისთვის, ახალი ქალაქი – სლავუტიჩი ააშენეს.
• 2011 წ. 1 იანვრიდან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ, ტურისტებს ჩერნობილის და პრეპიატის «კარები» გაუღო. ჟურნალ Forbes-ის ვერსიისთ, ჩერნობილის აეს-ის ტერიტორია, ყველაზე ეგზოტიკურ ადგილად არის დასახელებული პლანეტაზე.
• ოფიციალური მონაცემებით, აფეთქებული ენერგობლოკის სარკოფაგის ქვეშ, თითქმის იგივე რაოდენობის (95 %) რადიოაქტიული ნივთიერება არის, რაც აფეთქების მომენტში იყო და ამიტომ, თუ სარკოფაგი დაინგრევა, კიდევ ერთი, უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება.