x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ღამე ვერ იძინებთ? შეიძლება სიბნელის შიში გაქვთ.

თუ უძილო ღამეები გტანჯავთ, შეიძლება არა მხოლოდ უძილობა გქონდეთ, არამედ სიბნელის შიშიც.
'ძილის საზოგადოების გაერთიანებულ პროფესიონალთა შეხვედრაზე', ბოსტონში, წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, მოზარდებში უძილობას ზოგიერთ შემთხვევაში სიბნელის შიში იწვევს.
ტორონტოში მკვლევარებმა გამოიკვლიეს დაახლოებით 100 კოლეჯის სტუდენტი, ისეთები რომლებსაც კარგად ეძინათ და ასევე ძილის პრობლემის მქონეები. ისინი აკვირდებოდნენ თვალის კუნთების რხევებს ძილის პროცესში - უეცარი ხმაურისას, სინათლის ანთება-ჩაქრობისას - და რაც მათ აღმოაჩინეს გასაოცარია.
ისინი ვისაც ცუდად ეძინათ, ადვილად წუხდებოდნენ ხმაურით, და მათი რეაქცია გაძლიერებული იყო სიბნელის გამო. დროის გასვლისას კი მათ, ვისაც ძილის პრობლემა არ ჰქონდათ, ნელნელა ეჩვეოდნენ სიმშვიდის დამრღვევ ფაქტორებს, მაშინ როდესაც უძილოები უფრო და უფრო წუხდებოდნენ.
დ-რი კოლინ კერნი (Colleen Carney), რეისონის უნივერსიტეტის ძილისა და დეპრესიის ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც უძილობით შეპყრობილებს მკურნალობს, ამბობს რომ ტელევიზორის ჩართვისას ან სააბაზანოში სინათლის ანთებისას, სიბნელის შიშის მქონე ბავშვებს დაძინება უადვილდებათ.
კვლევის ანგარიშის თანახმად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი 46% ვისაც უძილობა აწუხებს, შეჩვეულია სიბნელის შიშს.
ამერიკელთა 50 პროცენტს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონია უძილობის პრობლემა, ხოლო 19 პროცენტს ის ქრონიკულად აწუხებს.
ამერიკელებში უძილობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, ერთერთი მთავარი მიზეზია ძლიერი სტრესის, სამსახურის ხშირი შეცვლის ან ისეთი ემოციური აშლილობის, როგორიცაა მღელვარება და დეპრესია. ეს კვლევა ასევე პირველია, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ სიბნელის შიში შეიძლება იყოს უძილობის გამომწვევი მიზეზი.
"არაბუნებრივი ხმაურის მოსმენა ჩვეული გზაა სიბნელის შიშთან შესაგუებლად, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ძლიერი რეფლექსის შეჩერება. და ეს ჩვევა კი არ არის, ტიპიური ფობიაა" - აღნიშნავს კოლინ კერნი.
ამჟამად, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი უძილობის მკურნალობის პირველ ნაბიჯად ჰიგიენაზე ზრუნვასა და რეჟიმს ასახელებს. ჩვეულებრივი რეკომენდაცია კი მათთვის ვისაც დასაძინებლად ოც წუთზე მეტი სჭირდებათ ასეთია: საწოლიდან ადგნენ და რამე გააკეთონ. მაგრამ თუ ვინმე ცდილობს სიბნელის შიშის დასაძლევად სადმე სინათლე აანთოს, ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს გამოფხიზლებას.
კარგი სიახლე კი მათთვის ვისაც ეს ფობია აწუხებს, ისაა რომ აღარაა საჭირო წამლების გამოყენება მკურნალობისათვის. და რომ უძილობით შეწუხებულებს უკვე შეუძლიათ მარტივი პასუხების მიღება თავიანთი პრობლემის შესახებ.

წყარო: abs news

1
112
2-ს მოსწონს
ავტორი:Ferero
Ferero
112
  
2012, 11 ივნისი, 23:07
საკმაოდ საინტერესო სტატიაა. პრობლემის მიზეზის ცოდნა, უკვე ნახევარი მკურნალობაა. ჯანსაღი ადამიანისათვის მშვიდ ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სტატიას მეგობრებსაც წავაკითხებ. დიდი მადლობა "ფერერო" ! :)
0 1 1