სიახლეები ეს ყველამ უნდა იცოდეს: - რომელი პროდუქტების მირთმევაა აკრძალული უზმოზე და რას თვლიან მეცნიერები "იდეალური საუზმის" განსახიერებად 2017, 1 აპრილი, 17:25 ![]() ![]() არ შეიძლება ფორთოხლის უზმოზე ჭამა, რამდენადაც ეს ციტრუსი აზიანებს კუჭს და აღიზიანებს ნაწლავებს, რაც იწვევს ძირითადად ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას. უარყოფითი თვისებებით ხასიათდება კუნელი, პომიდორი, ხურმა, ტკბილი კარტოფილი და ნიორი. პომიდორი ხასიათდება იგივე გვერდითი მოვლენებით, როგორც ხურმა.ორთავე შეიცავს დიდი ოდენობით პექტინს და მჟავებს, რაც თავიდან ვერ აგვაცილებს კუჭის წვენის გაღიზიანებას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება უზმოზე იოგურტის მიღება, რადგან ის კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. მიზანშეწონილია მისი მიღება ძილამდე 2 საათით ადრე. ამ შემთხვევაში ის ნამდვილად გვეხმარება საჭმლის მონელებაში. უარყოფითი თვისებებით ხასიათდება შაქარი, რომელსაც უზმოზე მირთმევის შემთხვევაში ადვილად შეუძლია ჩაშალოს მჟავა - ტუტოვანი ბალანსი ორგანიზმში. შედეგად ხშირია თვალის დაავადებები, ინსულინის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება შეუძლებელია, რაც ძირითადად თავს იჩენს 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში და ა. შ. მეცნიერები შესაბამისად საუკეთესო დილის საუზმეზეც საუბრობენ. მათი აზრით, სასურველია, თუ დილის რაციონში ჩავრთავთ ისეთი დასახელების პროდუქტებს, როგორიცაა შვრიის რძე, ხილის ნაჭრები და 2 - 3 ცალი კაკალი, ფაფა, თევზი, კვერცხი ან კიდევ თეთრი ხორცი მოხარშული. არსებობს იდეალური საუზმის განსახიერების მეორე ვარიანტიც: - ერთი ნაჭერი პური, ყველი ნებისმიერი სახის, უცხიმო ხაჭო და მწვანილი ნებისმიერი დასახელების და დიდი რაოდენობით. ![]() 419 4-ს მოსწონს
|