სხვა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანების ტვინი უფრო სწრაფად შრება... 2017, 1 აპრილი, 8:48 მეცნიერების ექსპერიმენტში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბრიტანელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინის კიდევ ერთი თვისება არმოაჩინეს. სპეციალისტების აზრით მოწიფულ ასაკში ჭარბი წონის მქონე ადამიანების ტვინი უფრო სწრაფად შრება. ეს კვლევა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად იქნა ჩატარებული. მეცნიერების ექსპერიმენტში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკი მერყეობდა 20-დან 90 წლამდე. კვლევის მონაწილეები დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად: ნორმალურ და წარბ -წონიანებად. ექსპერიმენტის მონაწილეები გადიოდნენ ტესტებს IQ-ს დასადგენად. შედეგად გაირკვა, რომ 50 წლის შემდეგ, ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ტვინში ნაცრისფერი ნივთიერების რაოდენობა პროცენტულად გაცილებით უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ექსპერიმენტში მონაწილე ამავე ასაკის გამხდარ ადამიანებს. მსგავსი განხვავება შემჩნეული იყო მხოლოდ მათში, ვინც 50 წელზე მეტის იყო. ამიტომ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ასაკშია ადამიანის ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარე. ამასთანავე, ორივე ჯგუფის მონაწილეთა გონებრივი შესაძლებლობები, პრაქტიკულად ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. მეცნიერები გეგმავენ, რომ გააგრძელონ შემდგომი კვლევა ამ მიმართულებით, რათა გაირკვეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადამიანის წონასა და მისი ტვინის შესაძლებლობებს შორის. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამომცემლობა Daily Mail-ის საიტზე. იხილეთ ასევე: 1. ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანებს შორის ყველაზე მეტი 20-30 წლის ახალგაზრდები არიან 2. რატომ მოიშორა ნაყოფი 6 თვის ორსულმა ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ! 3. დედამ თავის ქალიშვილს 300-ჯერ გადაუტეხა ფეხი, მაგრამ... 4. Kinder-ის მარკის შოკოლადის წარმოებაში სიცოცხლისათვის საშიში ინგრედიენტები გამოიყენება! 142 10-ს მოსწონს
|