x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139048
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ვარცხნილობის 10 ხერხი, რომლებიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ - გაითვალისწინეთ!
image


ისეთი ჰარმონიული სახის შექმნაში, რომელიც ვიზუალურად მინიმუმ 5 წელს მაინც ჩამოგაკლებთ, დიდ როლს თამაშობს ვარცხნილობა. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც ყოველთვის დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ.


ვარცხნილობა


image
ასაკს შესანიშნავად უმკლავდება მრავალფენიანი ვარცხნილობები - მელირება, უსწორმასწორო კულულები, სართულოვანი ჭრა.

თმის ფერი


image
ღია ფერი აახალგაზრდავებს - ეს ფუნდამენტური წესია, მაგრამ აქ მნიშვნლოვანია თმის საჭირო ტონისა და შეფერილობის შერჩევა. არ არის რეკომენდებული თმის გაღიავება ბუნებრივთან შედარებით 2-3 ტონზე მეტად. შეფერილობა კი უნდა შეირჩეს თვალისა და კანის ფერზე ორიენტირებით.



image


ქალებმა, რომლებსაც უჭირთ რადიკალურ ცვლილებებთან შეგუება, შეიძლება გაიღიავონ მხოლოდ რამდენიმე კულული. ღია კულულები კანს შესძენს სიხასხასეს და სახეს დინამიურს გახდის.

სიგრძე


image

მოკლე ვარცხნილობა აქტიურობასა და ახალგაზრდობასთან ასოცირდება, ამიტომ, რაც უფრო ხანდაზმულია ქალი, მით მეტად არის რეკომენდებული მოკლე თმა. მაგრამ უკიდურესობაში გადავარდნა არც აქ შეიძლება, რადგან ულტრამოკლე ვარცხნილობები აქცენტს აკეთებს სახის ოვალზე, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად სიმკვეთრეს კარგავს. ოპტიმალურ ვარიანს წარმოადგენს სიგრძე ნიკაპიდან შუა კისრამდე.

მოცულობა

image
დატკეპნილი თმა ასაკს მატებს, ამიტომ, ვარცხნილობა მოცულობითი უნდა იყოს. მაგრამ აქაც ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო, რადგან ზედმეტი აფუებაც წლებს მატებს. მნიშვნელოვანია, რომ მოცულობა ბუნებრივი იყოს. ამაში დაგეხმარებათ მრავალფენიანი ვარცხნილობა, ხვეულები, თმის ფიქსაციის საშუალებები, რომლეებიც ასევე ზომიერად უნდა გამოიყენოთ.

ე.წ. "ჩოლკა"


image
ჩოლკა სახეს ახალგაზრდულ იერს სძენს, ფარავს ნაოჭებს შუბლზე და გამოკვეთს თვალებს. ოპტიმალური ვარიანტია საშუალო სისქის სტრუქტურირებული კულულები. ზედმეტად სქელი, სწორი ჩოლკა ტვირთავს სახეს, ვიზუალურად ამოკლებს მას და უფრო სავსეს აჩენს.

გაყოფა

image
თმის შუაში გაყოფა ვიზულურად ასაკს მატებს, რადგან სახეს უფრო მკაცრს ხდის. გვედზე გადაწეული კულულების წყალობით კი თვალები უფრო დიდი და მეტყველი ჩანს. ასევე შეიძლება მოსინჯოთ უკან გადავარცხნილი თმა ან ზიგზაგისებური განაყოფი, რაც თმას მოცულობასაც მიუმატებს.

ყოველდღიური ვარცხნილობა

image
იდეალურად გასწორებული თმა, ისევე, როგორც მკაცრად შეკრული, ორიოდე წელს მაინც შეგმატებთ. თუ კუდის გაკეთება გსურთ, ჩამოშალეთ რამდენიმე ღერი თმა და ძალიან მაგრად ნუ მოიჭერთ. გაშლილ თმაში კი უნდა იყოს გარკვეული მსუბუქი დაუდევრობა, რისი მიღწევაც შეიძლება თმის ოდნავ დატალღვით. მათ, ვინც სწორ თმას ანიჭებს უპირატესობას, მსუბუქი ქაოსის შექმნაში დაეხმარება ასიმეტრიული ვარცხნილობა

საღამოს ვარცხნილობა


image
წვეულებაზე წასვლის დროს უარი თქვით ე.წ. "ნაჩოსზე" (თმის შემაღლება), იდეალურად დაფიქსირებულ თმაზე და რეტრო სტილის ვარცხნილობაზე. ვარცხნილობა, თუნდაც საღამოსი, უნდა იყოს ბუნებრივთან ახლოს, ზოგჯერ ცოტათი მოულოდნელიც კი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 ტიპის სამოსი, რომელიც გარეგნულად 10 წელს მოგაკლებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!

image


3. 10 ტიპის სამოსი, რომელიც ასაკს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

image


4. 5 "აკრძალვა" 40-ს გადაცილებული ქალბატონების გარდერობში - გაითვალისწინეთ და იყავით

image


5. როგორ გამოვთვალოთ მარტივად მოგვიხდება თუ არა მოკლე ვარცხნილობა

image


უფრო მეტი სასარგებლო რჩევისთვის გადადით ბმულზე.

1
6291
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6291
  
2017, 31 მარტი, 21:44
ეს სტატია 2 კვირის წინ დავდე მე :D
0 1 1