x
image
მატასი
როგორ შევიცნოთ სასწორი(ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
imageსასწორი ვერ იტანს უხეშობას და ამავდროულად შეუძლია უბოდიშოდ გამოგირთოთ ტელევიზორი, თუ ჩათვლის რომ ძალიან ხმამაღლა მუშაობს.

ადამიანები უყვარს, მაგრამ ბრბოს ვერ იტანს. მოჩხუბრებს კეთილ ფერიად ევლინება და აშველებს, მაგრამ მეორე წუთში შესაძლოა აყალმაყალის ამტეხის როლში ვიხილოთ. კეთილ და გულღია სასწორებს ერთი უცნაური ზნე სჭირთ: თუ ხასიათი წაუხდათ არ გეგონოთ მალე გამოუკეთდებათ. ისინი ჭკვიანი, მაგრამ გულუბრყვილო ხალხია. ერთ ადგილას ვერ ისვენებენ, მაგრამ იშვიათად რომ სადმე ეჩქარებოდეთ.

თუმცა ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლო სასწორია, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაუწონასწორებლობა არ ახასიათებთ.

თვით რისხვის დროსაც კი სასწორი უშფოთველ გამომეტყველებას ინარჩუნებს.


სასწორი ქალები თითქმის ყველა მიმზიდველნი არიან, ხოლო მამაკაცები კი ლამაზები.

სასწორს ძალიან აქვს განვითარებული წინააღმდეგობის გრძნობა. უყვარს კამათი და კამათობს კიდეც ნებისმიერ თემაზე.

სასწორთა უმეტესობა სწორი გადაწყვეტილების მიღებისას იმდენ ხანს ჭოჭმანობს, რომ არჩევანი ხშირად არაფერში ადგება, ვინაიდან დროთა განმავლობაში ან სიტუაციიდან გამოდის ან რამდენიმე ვარიანტი თავისთავად აზრს კარგავს.

სასწორის გაუბედაობა ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება. მისი საყვარელი ფრაზებია:''ერთის მხრივ'' და ''მეორეს მხრივ''.

საკმარისია პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით გაამახვილოთ ყურადღება მის ამ თვისებაზე, რომ იგი თავს ყოველმხრივ დაიცავს და ყველაფერს უარყოფს.

ბევრ სასწორს უზარმაზარი საოჯახო ბიბლიოთეკა აქვს.

ბუნებით არტისტული სასწორები, ხელოვნების ყველა დარგის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. უყვართ მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა. სასწორები დიდი გურმანები და კარგი, ძვირფასი ღვინოების ჩინებული შემფასებლებიც არიან.

10
1012
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
1012
  
2013, 25 იანვარი, 21:57
100% სიზუსტეა :)
2012, 8 ოქტომბერი, 13:26
"ერთის მხრივ" ემთხვევა :))) "მეორეს მხრივ" შეიძლება რაღაცეების დამატება
2012, 18 ივნისი, 17:14
დაიდება მორიელზეც ბოლოს სასწორზე დავდე და ახლა მორიელის რიგია
მორიელზე არ გაქვთ ?:DD
2012, 12 ივნისი, 22:57
კი :D
2012, 12 ივნისი, 22:57
არა..:))მე კირჩხები ვარ.:))შენ ხარ სასწორი?
2012, 12 ივნისი, 21:56
ბიბუნია შენც სასწორი ხაარ?:)
2012, 11 ივნისი, 19:35
კარგია
2012, 11 ივნისი, 19:00
მომეწონა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10