x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანმა ქალბატონმა ოპერაციის შემდეგ 100კგ დაკარგა
image37 წლის ეგვიპტელმა ქალმა მუმბაიში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ძალზედ დიდი წონა დაკარგა. ინდოელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ქალმა, რომელიც ყველაზე ჭარბწონიანი იყო მსოფლიოში, ოპერაციის შემდეგ 100 კილოგრამი დაკარგა.


ემან აჰმედ აბდ ელ-ატი, რომელიც ადრე 500კგ იწონიდა, ყოველთვის ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა და სახლიდან ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში გასულიც კი არ იყო.


ეგვიპტელი ქალბატონი ქალაქ ალექსანდრიიდანაა, იგი ინდოეთში სპეციალურად მისთვის გამოყოფილი თვითმფრინავით გადაფრინდა. მისმა დამ განაცხადა, რომ მათ ძმასაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა. მას "სპილოს" დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ამ დაავადების დროს ადამიანს არ შეუძლია გადაადგილება და იგი წონაში მატებას განაგრძობს.


მისი მოთხოვნის მიუხედავად, მასზე ინდოეთის ვიზის გაცემა ვერ მოხერხდა, რასაც საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ამ გამოხმაურების შედეგად, საქმეში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერია და მან გადაწყვიტა არსებული პრობლემა.imageხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ მხარი დაუჭირა ქალბატონს და გამოთქვა სურვილი მის ტრანსპორტირებაზე.



ინდოეთში სულ უფრო და უფრო იმატებს ჭარბ წონიანი ადამიანების რაოდენობა, განსაკუთრებით ქალაქად.


ინდოეთი არის მთავარი წერტილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ უფასოდ და ნაწილობრივ ხელმისაწვდომ ფასებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - აფთიაქები ურცხვად მდიდრდებიან ჩვენს დაავადებებზე! ერთი დაბალბიუჯეტიანი მედიკამენტი ანაცვლებს 10 სხვას

2 - ეს მცენარე კურნავს დიაბეტს, კიბოს და არეგულირებს არტერიულ წნევას! გაიგეთ უფრო მეტი!

3 - ნუ გადაყრით პლასტმასის ბოთლებს, მიეცით მას მეორე შანსი და შექმენით მისგან რაიმე სასარგებლო

4 - ელემენტარულმა შეცდომამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და 8 წლის გოგონა ოჯახის გარეშე დატოვა

5 - ამ ბიჭს ყველა დასცინოდა, როდესაც მან განაცხადა, რომ პროფესიონალ მოცეკვავესთან სურდა ცეკვა, თუმცა მისი ნათქვამი ასრულდა




0
453
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0