სხვა შოკი: ვენეციაში ცნობილი არხებიდან წყალი დაშრა 2017, 5 იანვარი, 18:36 ყოველდღე, ვენეციას ათასობით ადამიანი სტუმრობს, მიზეზი ერთია დაათვალიერონ ეს ღირსშესანიშნავი „არხების ქალაქი“. წარმოუდგენელია, მაგრამ ვენეციის ყველაზე ცნობილი არხებიდან წყალი გაქრა, ყველა გონდოლა ზედაპირზე აღმოჩნდა კატერები კი ტალახში ჩარჩა. უკვე მეორე წელია, წყლის დონე ვენეციაში საგრძნობლად იკლებს. ქალაქი კარგავს საკუთარ ღირსშესანიშნაობას - ულამაზესი წყლით სავსე არხები, ახლა წყლის გარეშეა დარჩენილი. ტურისტებს მხოლოდ ცარიელი ლამი და ტალახი ხვდებათ. წყლის დონის კლება გამოწვეულია ანომალიურად ნალექების შემცირების გამო, რომელიც არამხოლოდ ვენეციას არამედ მთლიანად აღმოსავლეთ იტალიას აზარალებს. მრავალი წლის განმავლობაში სადრენაჟო არხების გაუწენდავი ნაგავი უსიამოვნო სანახაობაა. მილების დაბინძურების შედეგად ქალაქში გამოჩნდა უამრავი უსიამოვნო სანახაობა, რაც თავისთავად ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ტურისტებს უკმაყოფილებას იწვევს. მსგავსმა ანომალიურმა მოვლენამ თუ ფესვები გაიდგა, სულ მალე ვენეციისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება. წყლის დონის ნაკლებობა გაანადგურებს დაუცველ ფენებს და უძველეს ქვის შენობებს. ქალაქის ძირითადი პრობლემა საკანალიზაციო სისტემაა, რომელიც თანამედროვე გაგებით არ არის მოწესრიგებული. მანამდე, ყველა ნარჩენი ასე თუ ისე შეუმჩნეველი იყო. დღემდე დიდ შენობებში დამონტაჟებულია გამწმენდი სისტემები. თუმცა, ქალაქში მაინც იგრძნობა უსიამოვნო სუნი. დამცავი ბარიერების აგება და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ხელისუფლება კი რატომღაც არ ჩქარობს გამოყოს უზარმაზარი თანხები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - ცისფერი თვალები 10, 000 წლის წინათ შავი ზღვის რეგიონში წარმოიშვა 2 - არია პერმანი - ყველაზე ჭარბწონიანი ბავშვი პლანეტაზე 3 - ადამიანთა მხოლოდ 3% აქვს ლათინური ასო „X“-ი გამოსახული ხელისგულზე 4 - მან ორი ლიტრი ჩვეულებრივი "კოკა-კოლით" თავი დაიბანა. რაც, შემდეგ მოხდა გაგაოცებთ! 539 7-ს მოსწონს
|