x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება მამაკაცებისთვის ლუდის დალევა
image
ლუდს ნატურალური მარცვლოვანი ნედლეულისაგან: ალაო, ქერი, ჭვავი, ხორბალი, სვია, ზოგ შემთხვევაში კი – სიმინიდისა და ბრინჯისაგან ამზადებენ. ლუდი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. მას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიირთმევს . ამასთან თვლის, რომ ლუდი ნაკლებად საშიშია მისი ჯანმრთელობისათვის, რადგან ის მცირე რაოდენობით შეიცავს ალკოჰოლს და საკმაო რაოდენობით ცილებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და სხვა ნივთიერებებს. თუმცა, ლუდის სარგებელი და მისი უვნებლობა საკმაოდ სადაო საკითხია, განსაკუთრებით მამაკაცთა ჯანმრთელობისათვის.




ლუდი შემადგენლობაში შედის :

1.ეთილის სპირტი;

2.საფუარი, რომელიც შეიცავს B და PP ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აძლიერებენ ენერგეტიკულ პროცესებს და აუმჯობესებენ გულის მუშაობას;


3.კალციუმი და მაგნიუმი, რომელიც ხელს უშლის თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას;

4.კალიუმი, რომელსაც ნორმაში მოყავს წყლის და მარილის ბალანსი;

სახამებლისებრი შენაერთები, რომლებიც აუმჯობესებსნ საჭმლის გადამუშვების პროცესს;

5.ანტიქოსიდანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერიოზული დაავადებების კარგ პროფილაქტიკას;

6.ეთერზეთები და ცილები, რომელთაც აქვთ ბაქტერიციდული მოქმედება;

7.ორგანული მჟავები (ნიკოტინის, ფოლიუმის, პანტეტონის და სხვ.), რომლებიც
აუმჯობესებენ სისხლის შემადგენლობას, ნივთიერებათა ცვლას, აქვთ შარდმდენი
მოქმედება.



image


მეცნიერების დასკვნით, ლუდი არანაკლებ საზიანოა, ვიდრე რომელიმე ნებისმიერი ძლიერი ალკოჰოლური სასმელი. განსაკუთრებით კი მამაკაცთა ჯანმრთელობისთვის. გაგაცნობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება ლუდის ხშირად დალევა.



I. ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ლუდი სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის. იგი ამაღლებს ესტროგენის გამოყოფას, რაც თავისთავად ხელს უწყობს "ცუდი" ქოლესტერინის წარმოქმნას. მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემები იზრდება. 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ლუდს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და გულის შეტევის რისკი საგრძნობლად მაღალია.



II. ორგანიზმის გაცხიმოვნება- ლუდის ხშირად მირთმევისას, მამაკაცები წონაში მატებასა და მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას უჩივიან. ეს გახლავთ ისევ და ისევ ჰორმონ ესტროგენის დამსახურება, რომელიც მუცლის არეში ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს. ცხიმის უჯრედები იწყებენ ენზიმების წარმოქმნას რომელთა საშუალებითაც, მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი გარდაიქმნება ქალურ ჰორმონ ესტროგენად. ამის გამო ეშვება კუნთები, იწყება მუდმივი დაღლილობის სინდრომი და ლიბიდოს დაქვეითების პრობლემები. ასევე, იზრდება დიაბეტის განვითარების რისკი, რაც სიმსუქნის თანმდევია.



image



III. პროსტატის ანთება- როდესაც ცხეულის ესტროგენის ნაკლებობაა, ეს პროსტატის კიბოს რისკს ზრდის. თუმცა, პროსტატის დაავადების წარმოქმნის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ექიმების ვარაუდით, ეს ზუსტად ესტრეგონის ნაკლებობის ბრალია.


IV. ზრდის მკერდის ზომას- ბევრი ქალი ოცნებობს მკერდის გაზრდაზე, თუმცა ლუდი მხოლოდ მამაკაცებში ზრდის მკერდის ზომას. ჰორმონალური დარღვევების შედეგად, ქალური ფორმები ყალიბდება.



V. ასუსტებს გულს- პოლონელი მკვლევრების თქმით, მაღალი დონის ესტროგენსა და გულის უკმარისობას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს, რაც ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ადამიანები უფრო ხშირად გულის შეტევით კვდებიან, ვიდრე გულის სხვა დაავადებების შედეგად. მხოლოდ მაღალი ესტროგენის მქონე მამაკაცებს აქვთ, ვენების ღრმა თრომბოზისაკენ მიდრეკილება, რაც გულის შეტევას იწვევს.



ასე რომ, დაიცავით ზღვარი. ლუდის იშვიათად მიღება, არაფერს გავნებთ. ხშირი მოხმარება კი ნამდვილად საზიანოა თქვენი ორგანიზმისთვის. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!








იხილეთ აგრეთვე:


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინის დალევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!


ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!


ქიშმიშისა და წყლის ნაზავი ღვიძლს 2 დღეში გაგიწმენდთ!


თირკმელების დაავადების ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები


რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?


ნიახურის სიროფი პოტენციის ამაღლებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ!


დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!







0
1050
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0