პროფილაქტიკა გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური რეცეპტები, ეს უნდა იცოდეთ! 2017, 27 მარტი, 18:32 ![]() ხალხური რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში გათავისუფლდეთ გულძმარვისაგან წამლების გარეშე. წიწიბურა- ეს არის, გულძმარვის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხალ- ხური საშუალება.წიწიბურას ფქვილი დაყარეთ გაცხელებულ ტაფაზე და ზეთის გარეშე მოხალეთ სანამ მუქნაცრისფერ ფერს არ მიიღებს, შემდეგ დანაყეთ და გაცერით. მიიღეთ 3 ჯერ დღეში დანის წვერით. შვრია და ქერი - ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე ცნობილია შვრია და ქერი, როგორც გულძმარვისგან თავის დაღწევის სწრაფი საშუალება. უბრალოდ ჩაღეჭეთ რამდენიმე წუთით შვრიის ან ქერის მარცვალი და ყლაპეთ ამ დროს ნერწყვი. როგორც წესი, გულ- ძმარვა რამდენიმე წუთში გაგივლით. კომბოსტო - ყოველდღე 5-10 წუთით ადრე დაძინებამდე, ნელა შეჭამეთ კომბოსტოს ფოთოლი. გარდა იმისა, რომ გულძმარვას მოიშორებთ, გამოსწორდება ძილი და ასევე მოგიხსნით მუცლის შებერილობას. ნიახური - კარგი საშუალებაა გულძმარვის მკურნალობის დროს, მისი მიღება რეკომენ-დებულია 1-2 ჩაის კოვზი 3ჯერ დღეში კვებამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. ნიახურის ხმელი ფესვები, შეიძლება მივიღოთ ნაყენის სახით: დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი წვრილად დაჭრილ ნიახურს, გააჩერეთ 20-30 წუთით და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-3 ჯერ დღეში. გვირილა-გულძმარვისგან გათავისუფლებაში ასევე დაგეხმარებათ გვირილის ნაყენი, ის ამცირებს კუჭის მჟავიანობას. გვირილის ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 2-3 სუფრის კოვზ გვირილას დაასხათ ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩეროთ 10-20 წუთით. მიიღეთ დღეში 3 ჭიქა მცირე ყლუპებით. სელის მარცვალი-ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა, ავიღოთ 1 ჩაის კოვზი სელის მარ- ცვალი, საღამოს ჩავყაროთ ის ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში, დილით ვაზავებთ რძეში და შემდეგ ვსვავთ. ნაყენი უნდა მივიღოთ ორი კვირის განმავლობაში. 1508 6-ს მოსწონს
|