სხვა არსება, რომლის მსხვერპლი, 750 000 ადამიანი არის, წელიწადში 2017, 6 აპრილი, 13:57 კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, დაახლოებით, 107 მილიარდი ადამიანი დაიბადა და მათგან, დაახლოებით, 48 მილიარდი — მდედრი კოღოს (მამრები ყვავილის ნექტრით იკვებებიან) მიზეზით დაიღუპა. კოღო 100-ზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების გადამტანია. მათ შორის ისეთი დაავადებების, როგორიც არის: მალარია, ყვითელი ციება, დენგეს ციება, ენცეფალიტი, ელეფანტიზმი (სპილოს დაავადება). დღესაც კი, ყოველ 12 წამში, ეს მწერი ერთ ჩვენგანს კლავს. რისკის ქვეშ, ძირითადად, ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც აზიის, აფრიკის, ცენტრ. და სამხ. ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში ცხოვრობენ. მალარიით წელიწადში 725 000 ადამიანი იღუპება (შედარებისთვის, ისეთი მრისხანე ცხოველებიც კი, როგორებიც მაგ., ლომი (100), ნიანგი (1000) და ზვიგენია (10) წელიწადში, დაახლოებით, 1200-მდე ადამიანს კლავენ. დღეს მილიარდობით დოლარი იხარჯება კოღოებთან და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლაზე. 2012 წლიდან მოყოლებული, სიკვდილიანობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, ძირითადად, დროული და ზუსტი დიაგნოსტირების და ეფექტური მკურნალობის ხარჯზე. მაგრამ, შეიძლება თუ არა, კოღოების საერთოდ გაწყვეტა? როგორც ფლორიდის უნივერსიტეტის ენტომოლოგი ფილ ლუნინბოსი აცხადებს, კოღოების გაქრობა, «მეტისმეტად არასასურველ უკუეფექტს გამოიწვევს — კოღოები, რომლებიც ყვავილის ნექტრით იკვებებიან, უდიდეს როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვის საქმეში. ისინი ასევე საკვებს წარმოადგენენ ფრინველებისთვის და ღამურებისთვის, ხოლო მათი ჭუპრებით, თევზები და ბაყაყები იკვებებიან. ასე, რომ, კოღოების განადგურება, ცვლილებებს, კვების ჯაჭვშიც გამოიწვევს, რამაც საბოლოო ჯამში, შეიძლება ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს» .
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * როგორ გავასუფთავოთ ბაღი და აგარაკი მავნებლებისგან. და არანაირი ქიმია 1091 15-ს მოსწონს
|