x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე («ოჯახის ექიმი»). მოხმარება. რეცეპტები

«ოქროს ულვაში» დღესდღეობით ძალიან პოპულარული მცენარეა და არა მარტო ოთახის მცენარეების მოყვარულებს შორის. საქმე იმაშია, რომ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, ბევრისთვის არის ცნობილი, ხოლო მისგან წამლების მოსამზადებელი რეცეპტები, ხელიდან ხელში გადადის.

ოქროს ულვაშის სამეცნიერო სახელი კალიზია სურნელოვანი (ლათ. callisia fragrans) არის და მისი უნიკალური თვისებები სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ არის შესწავლილი და დამტკიცებული. თუმცა, მცენარის საფუძველზე დამზადებულმა სამკურნალო საშუალებებმა ფართო გამოყენება, ყველაზე მეტად, ხალხურ მედიცინაში ჰპოვა.

სამკურნალო თვისებები


კალიზიის ფოთლებში, ულვაშებში და ღეროში მეცნიერებმა უნიკალური ნივთიერებები აღმოაჩინეს და როგორც ისინი ამტკიცებენ, სწორედ ამ ნივთიერებების ერთობლიობა იწვევს მცენარის სამკურნალო ეფექტს. ის არის ძლიერი ანტისეპტიკური საშუალება, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტი. ულვაშების წვენი დიდი რაოდენობით ქრომს შეიცავს, რომელიც ნახშირწყლების ათვისებას უწყობს ხელს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

თავის მხრივ, ორგანიზმში ქრომის ნაკლებობამ, შეიძლება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები გამოიწვიოს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება შეაფერხოს და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას მისცეს ბიძგი.
მცენარის წვენი ასევე შეიცავს სპილენძს და გოგირდს. გოგირდი ჩვენს ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, ასუფთავებს სისხლს და ანელებს დაბერების პროცესს. ხოლო, სპილენძს უდიდესი როლი აქვს ორგანიზმისთვის. ის ხელს უწყობს უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას, არეგულირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
ოქროს ულვაში ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას.


image

image

image

ოქროს ულვაშის გამოყენება


ოქროს ულვაშის მოხმარების სპექტრი ძალიან ფართოა. ის გამოიყენება შემდეგი ორგანოების და დაავადებების სამკურნალოდ:


* კუჭი და ნაწლავები

* სისხლმბადი ორგანოები (ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, თიმუსი, ღვიძლი)


* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

* შაქრიანი დიაბეტი

* ჭარბი წონა

* სახსრები და ხერხემალი

და ბევრი სხვა...


ოქროს ულვაშის ნაყენი არყით. რეცეპტი.


ნაყენს, ჩვეულებრივ, მცენარის ულვაშით ამზადებენ, რომელსაც ნაწილებად ჭრიან და არაყს ასხავენ.

ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 15 სახსარი და 0, 5 ლ. არაყი.

მოათავსეთ ეს ინგრედიენტები მინის ქილაში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და 2 კვირის მანძილზე, ბნელ, გრილ ადგილზე დადგით და ყოველ დღე, დღეში ერთხელ, შეანჯღრიეთ ქილა.

როდესაც ნაყენი მზად იქნება, გაფილტრეთ.

მიიღეთ წყლით, საჭმლის მიღებამდე, ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.

რაც შეეხება დოზირებას, რამდენიმე ვარიანტი არსებობს და აქ 2 მათგანს წარმოგიდგენთ:

ნაყენის გამოყენების წესი


I. პირველი დღე – 10 წვეთი ჩაამატეთ 0, 5 ჭ. წყალში;

მეორე დღე – 11 წვეთი;

მესამე დღე – 12 წვეთი

და ა. შ. მთელი თვის მანძილზე, თითო წვეთი დაუმატეთ;

შემდეგ, პირიქით, თითო წვეთი მოაკელით, ყოველ დღე, ვიდრე 10 წვეთამდე არ მიხვალთ. ანუ ეს იქნება მკურნალობის 2 თვიანი კურსი. ხოლო შემდეგ, მდგომარეობის მიხედვით, თუ საჭირო იქნება მკურნალობის გაგრძელება, 1 თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

image

II. შეგიძლიათ მკურნალობა პირდაპირ 30 წვეთით დაიწყოთ (+ 0, 5 წყალი). ამ შემთხვევაში, ნაყენი დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ, 10 დღის მანძილზე. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეოროთ.


ეს ნაყენი გამოიყენება ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოქონდროზის, მოტეხილობების და დაჟეჟილობების, თრომბოფლებიტის (ვენის კედლების ანთება), ფილტვების დაავადებების და სისხლის დაავადებების დროს.

image

სხვა რეცეპტები:

ოქროს ულვაში სახსრებისთვის


განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სახსრების მკურნალობის მეთოდი, რადგან ეს ძალიან გავრცელებული პრობლემა არის. ამ შემთხვევაში, ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვისაც გამოიყენება. მაგრამ, ასეთი ნაყენის მოსამზადებლად, მცენარის ულვაშის 25 სახსარი და 1, 5 ლ. არაყი არის საჭირო. მომზადების წესი იგივეა.

ამ ნაყენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს და კომპრესებს იკეთებენ.


მალამოს მომზადების წესი


მალამოს მოსამზადებლად, მცენარის წვენი გამოიყენება, რომელსაც იღებენ მისი ფოთლების და ღეროს გამოწურვის შედეგად.

წვენის მისაღებად, მცენარე წვრილად დაჭერით და გამოწურეთ. ხოლო მალამოს მოსამზადებლად, მიღებული სითხე რომელიმე საფუძველს, მაგ. «ბავშვის კრემს» შეურიეთ, პროპორციით – 1:3.
ოქროს ულვაშის მალამო ეგზემის, ტროფიკული წყლულის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.


ოქროს ულვაშის ნახარში


ნახარშის მომზადებისას, მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება. უფრო ხშირად კი ფოთლებისგან ამზადებენ.

1 ლ. ნახარშის მოსამზადებლად, 1 დიდი ფოთოლი არის საჭირო.

დაჭერით ფოთოლი წვრილად > მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში > დაასხით ცივი წყალი და დაახურეთ სახურავი > დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი > დააყენეთ 30 წუთი > გაფილტრეთ და როდესაც გაცივდება, მაცივარში შეინახეთ.

მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, 20 – 30 წუთით ადრე, ჭამამდე.

ნახარშის მიღება რეკომენდირებულია 2 კვირის მანძილზე, ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს და ძლიერი სურდოს შემთხვევაში.


ოქროს ულვაშის ნაყენი


მდუღარე წყლით მცენარის ნაყენის მოსამზადებლად, წვრილად დაჭერით დიდი ფოთლის 1/4 ნაწილი > მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში > დაასხათ მდუღარე წყალი > როდესაც გაცივდება, გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ.

მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3 – 4-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, 10 დღის მანძილზე. შემდეგ, 10 დღე შეისვენეთ და მკურნალობა გააგრძელეთ, თუ საჭირო იქნება.

რეკომენდირებულია შაქრიანი დიაბეტის, კუჭის-ნაწლავის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს.

imageუკუჩვენება:


* ოქროს ულვაში ძლიერ მოქმედი საშუალება არის და ამიტომ, მის საფუძველზე მომზადებული პრეპარატების მიღებისას, ზემოთ მოცემული მიღების წესების და დოზების დაცვა აუცილებელია.

* ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის 18 წლამდე, ოქროს ულვაშით მკურნალობა კატეგორიულად იკრძალება.
* ასევე არ შეიძლება ამ მცენარის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენება თირკმელებით დაავადების და პროსტატიტის ადენომის არსებობის სემთხვევაში.

* მცენარით მკურნალობის დაწყების წინ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ქრონიკულია და მედიკამენტებს იღებთ.


დიეტა, ოქროს ულვაშით მკურნალობის დროს


ოქროს ულვაშით მკურნალობის დროს, კვების რაციონზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება არის საჭირო, რომ მკურნალობის ეფექტი არ შემცირდეს.

მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება: ალკოჰოლი, ცხოველური წარმოშობის ცხიმები, გაზიანი სასმელები, ახალი პური, ფუნთუშები, ტორტი, ნამცხვარი, დაკონსერვებული და რძის პროდუქტები.
მინიმალური რაოდენობით შეიძლება: კარტოფილი, მარილი და შაქარი.

უპირატესობა ენიჭება უმ ხილს და ბოსტნეულს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ვაშლი, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, კომბოსტო, ბროკოლი.

კარაქის ჩანაცვლება ზეითუნის ზეთით უნდა მოხდეს.

რაციონში აუცილებლად უნდა იყოს თევზი, ნიგოზი, ნუში.

image

მცენარის მოვლის პირობები


ოქროს ულვაშის გამრავლება და მოვლა ძალიან მარტივია. მის დასაფესვიანებლად, ყველაზე მარტივი გზა, ულვაშის წვერის მოჭრა და წყალში ჩადება არის. გარკვეული დროის შემდეგ, ის ფესვებს გაიკეთებს და შემდეგ უკვე შეიძლება გრუნტში გადატანა.

image

imageimage

მცენარე ვერ იტანს პირდაპირ მზის სხივებს – ფოთლები ეწვება, მუქი ლაქები უჩნდება და იშლება. სხვა მხრივ, განსაკუთრებით პრეტენზიული არ არის: საჭიროებს რეგულარულად მორწყვას, პერიოდულად სასუქის მიწოდებას და დროულ გასხვლას, თორემ ისე იზრდება, რომ შეიძლება, მის დასადგმელად, ადგილი ვეღარ მონახოთ ბინაში.

ზაფხულში ქოთნის გატანა აივანზე შეიძლება და უფრო მეტიც, ღია გრუნტშიც შეიძლება გადატანა. შემოდგომაზე, ულვაშის წვერების დაფესვიანება, ხოლო დანარჩენი მცენარით, არაყის ნაყენის მომზადება შეიძლება.
გაითვალისწინეთ, მცენარის წანაზარდს ანუ ულვაშს სამკურნალო თვისებები იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის ზრდასრული მცენარიდან არის მოჭრილი (ზრდასრულ მცენარეს ულვაშის სახსრები იასამნისფერი აქვს). რაც შეეხება ფოთლებს, ის ნებისმიერ ასაკში, ერთნაირად სასარგებლო არის.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageკალანხოე. სამკურნალო თვისებები. მიღების წესი. უკუჩვენება (+ მოვლა და გამრავლების თავისებურებები)

ბარაქის ხემ რომ «იმუშაოს»... და არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით

ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები

ჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!

ოთახის 9 მცენარე, რომლის დადგმა საძინებელში არის რეკომენდირებული

0
2380
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0