თავის მოვლა მოიშორეთ სახიდან შავი წერტილები სწრაფად და მარტივად! 2017, 25 მარტი, 21:05 კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი და კანის გაწმენდა, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გასწავლით რამდენიმე იაფ და მარტივ საშუალებას, ყველაზე გავრცელებული პრობლემის- შავი წერტილების მოსაშორებლად.
ლიმონი, თაფლი და შაქარი- ლიმონი გაყავით შუაზე, მის ერთ ნახევარში ჩაასხით თაფლი დაახლოებით 1-1, 5 სუფრის კოვზი, ჩააყარეთ 2 მწიკვი შაქარი. მომზადებული სკრაბით ნაზად დაიმუშავეთ კანი. მისი გამოყენება კვირაში მხოლოდ ერთხელ არის რეკომედირებული. ვაზელინი და საკვების შესაფუთი ცელოფანი- ეს საშუალების აბაზანის მიღების შემდეგ არის რეკომენდირებული, რადგან ამ დროს ფორები ღიაა. პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ ვაზელინი, დაიფინეთ საჭმლის შესაფუთი ცელოფანი და ზემოდ ცხელი წყალში დასველებული პორსახოცი დაიდეთ. გაიჩერეთ ასე მანამ, სანამ პირსახოცი არ გაგრილდება. შემდეგ ხელსაწმენდის დახმარებით, მოიშორეთ ვაზელინის ნარჩენები და ნაზად დააწექით შავ წერტილებს, ისინი მარტივად გამოიდევნება კანიდან. ქოქოსის ზეთი და ეთერზეთები- 1/4 ჭიქა ქოქოსის შემთბარ ზეთს (შეგიძლიათ ღუმელში შეათბოთ) დაუმატეთ 10 წვეთი ლავანდის, ჩაის ხის, ლიმონის ან სხვა რომელიმე ეთერზეთი. კარგად დალუქეთ მინის ჭურჭელში და ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. გამოიყენეთ ყოველი დაბანის შემდეგ, როგორც ლოსიონი. აქტივირებული ნახშირი და მწვანე კოსმეტიკური თიხა- 1/2 ჩ/კ აქტივირებულ ნახშირს დავუმატოთ 1 ჩ/კ მწვანე თიხა და 1/2 ჩ/კ თბილ წყალში გავხსნათ. მანამდე ურიეთ სანამ, ნიღაბი ელასტიური არ გახდება. შეიზილეთ კანზე, 15-20 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგის მისაღებად ეს ნიღაბი კვირაში 1-2 ჯერ გამოიყენეთ. შვრიის ფანტელი, იოგურტი, თაფლი, ზეითუნის ზეთი- 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელს, დაუმატეთ 2 ჩ/კ ნატურალური იოგურტი, 2 ჩ/კ თაფლი და 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში კარგად ათქვიფეთ. მიღებული ნაზავით სახე 1-2 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში მისი კანზე დატანა და 7 წუთის განმავლობაში გაჩერებაც შეგიძლიათ. ეს პროცედურა კვირაში 1-2 ჯერ გაიმეორეთ. იხილეთ აგრეთვე: ექიმები შოკში არიან! ეს საშუალება ნებისმიერ შრამსა და ნაწიბურს გაგიქრობთ! ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად! ნიღაბი, რომელიც აკნესგან განკურნებაში დაგეხმარებათ თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! 2014 5-ს მოსწონს
|