რას ამბობს წვერის ფორმა მამაკაცის ხასიათზე ? -საინტერესო ფაქტები, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ
ეს კითხვა შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, რადგან წვერი, ულვაშები და ბაკები ყოველთვის პოპულარული იყო მამაკაცებში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ისევე როგორც ბევრი სხვა ელემენტიც, წვერიც ფორმაც გამოხატავს მამაკაცის შინაგან თვისებებსა და ხასიათს.
მამაკაცი ყოველთვის თვითონ არჩევს, როგორი წვერის ფორმის ტარება სურს, მაგრამ მე თუ მკითხავთ წვერ გაპარსული კაცი ბევრად მოვლილი და მიმზიდველი ჩანს ვიდრე წვერიანი.
რაც არ უნდა იყოს, წვერის ტარების მოყვარე მამაკაცები მოდისა თუ საკუთარი გემოვნების მიხედვით ირგებენ სახეზე წვერს და თურმე თითოეული არჩევანის მიღმა მათი შინაგანი სამყარო იმალება.
ბაკენბარდები
თუკი მამაკაცი მთელი ცხოვრება ბაკენბარდებს ატარებს, ეს ნიშნავს, რომ ის საკმაოდ თავისუფალი და მეამბოხე ადამიანია. იგი ერიდება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ხშირად ყოფნას და ადამიანებთან ზედმეტ კონტაქტს. მას უფრო მეტად საკუთარ თავთან ჩაღრმავება სურს.
პატარა წვერი
მცირე ზომის წვერის მატარებელი მამაკაცები სტაბილურობით გამოირჩევიან. მათ გააჩნიათ საკუთარი ფასეულობების იერარქია, რომელსაც პრიციპულად უდგებიან. ცვლილებებთან მიმართებაში ყოველთვის უკიდურეს სიფრთხილეს იჩენს.
ასეთ მამაკაცს არ ეშინია ვალდებულებების და ურთიერთობებს სერიოზულად უდგება.
ულვაშები და წვერი
კაცები რომლებიც ულვაშებსაც ირჩევენ და წვერსაც შეიძლება განვიხილოთ საიმედო მამაკაცების კატეგორიაში, მათ ყოველთვის შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა და როგორც წესი კარგი შეყვარებულები არიან. ისინი ასევე სიმამაცით გამოირჩევიან.
ულვაში
მამაკაცებს, რომლებიც მხოლოდ ულვაშს ატარებენ, ყურდღების ცენტრში ყოფნა უყვართ. ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას ნებისმიერ ფასად, თუმცა შედეგებზე აღარ ფიქრობენ.
დიდი წვერი
დიდი წვერი სასურველია იმ მამაკაცებისთვის, ვისაც შთავეჭდილების მოხდენა სურს. ამ ტიპის კაცს შეუძლია იზრუნოს საკუთარი იმიჯის მიმზიდველად წარმოჩენისთვის, ამიტომ ისინი ხშირად ამაყობენ საკუთარი თავით.