ფეხბურთი გატუზოს ავადმყოფობა 2011, 4 ნოემბერი, 3:10 უკვე ორი თვეა ჯენარო გატუზო აღარ გამოჩენილა მილანის რიგებში და ჯერ-ჯერობით გაურკვეველია შეძლებს თუ არა ის დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს. ამის მიზეზი კი თვალის დაავადებაა. „მილანის“ მედიკოსებმა გატუზოს თვალის მეექვსე ნერვის პარალიჩი დაუდგინეს. მიღებულია მკურნალობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი ზომები, თუმცა მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ფეხბურთელს ნაადრევად მოუწვს კარიერის დასრულება. ამჟამადაც მისი მდგომარეობა გაურკვეველია. ექიმების განცხადებით ამგვარი დაავადების მკურნალობას შეიძლება 2 თვიდან ნახევარ წლამდე დრო დასჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ გატუზოს მდგომარეობა უმჯობესდება, ფეხბურთში დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. შეძლებს კი იგი მოედანზე დაბრუნებას? იგი ახლა 33 წლისაა და ინტერვიუებში აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა ღირსეულად დაასრულოს თავისი კარიერა. მისი სურვილია ითამაშოს უმაღლე დონეზე თუნდაც კიდევ ერთი სეზონი. ვუსურვოთ ჯენარო გატუზოს დაამარცხოს თვალის დაავადება და დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს. 67 2-ს მოსწონს
|