სხვა 20 რამ, რაც ცხოვრებაში უნდა გამოსცადოთ 2017, 25 მარტი, 0:51 როცა გეგმა გაქვთ, ცხოვრებაც უფრო საინტერესო ხდება. არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გამოსცადოთ, სანამ 30 წელი შეგისრულდებათ. გთავაზობთ 20 აქტივობას, რომლებიც თქვენს ახალგაზრდობას დასამახსოვრებელს გახდის და გასახსენებლად კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ.
1. სცადეთ თოკით ან პარაშუტით გადმოხტომა 2. მდინარეში იბანავეთ შიშველმა 3. ეწვიეთ ისეთ ეგზოტიკურ ადგილს, სადაც თავს სამოთხეში იგრძნობთ 4. ისწავლეთ საკუთარი კერძის მომზადება (საკუთარი რეცეპტით), რითაც მეგობრებს და ოჯახის წევრებს გააოცებთ ხოლმე 5. გაატარეთ ერთი ღამე წვეულებაზე უცხო ქალაქში და თავდავიწყებამდე იცეკვეთ 6. გამოიკვლიეთ ოჯახის ისტორია. ვინ იცის, რას აღმოაჩენთ 7. ისწავლეთ კოქტეილების გაკეთება 8. მოიხსენით კომპლექსები და იმღერეთ კარაოკე-ბარში 9. ჩაყვინთეთ ოკეანეში და მოინახულეთ წყალქვეშა სამყარო 10. დალაშქრეთ მთა (აუცილებელი არაა, რომ ევერსტი იყოს) 11. გაატარეთ ერთი-ორი ღამე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ 12. დაიწყეთ ისეთ კურსებზე სიარული, რაშიც საერთოდ არ გაქვთ გამოცდილება (მაგალითად: იოგა, ჩინური ენის კურსები...) 13. სცადეთ რამე განსხვავებული სექსუალურ ცხოვრებაში 14. წადით სამოგზაუროდ მარტოდმარტო. სულაც არაა ისეთი საშიში, როგორიც წარმოგიდგენიათ 15. იპოვეთ ვინმე, ვინც სიგიჟემდე შეგიყვარებთ 16. დაიკარგეთ უცხო ქალაქში. ხშირად ასე იწყება ხოლმე ახალი თავგადასავლები 17. დაესწარით რომელიმე მთავარ სპორტულ მოვლენას. სულ რომ არ გაინტერესებდეთ სპორტი, მაინც 18. გაატარეთ არდადეგები უცხო ხალხის გარემოცვაში და შეიძინეთ ახალი მეგობრები 19. იყიდეთ ბილეთი მუსიკალური ფესტივალისთვის 20. და ბოლოს, ერთ დღესაც, მიატოვეთ ყველაფერი და ერთი კვირით მაინც განმარტოვდით საკუთარ თავთან. რა იცით, რას აღმოაჩენთ წარმატებებს გისურვებთ! 565 2-ს მოსწონს
|