მძიმე დღე სამსახურში/სასწავლებელში თუ ხშირად გძაბავთ, ცოტა განტვირთვა აუცილებლად გჭირდებათ, რისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სავარძელში პოპკორნით ხელში მოკალათება და კომედიური ფილმის ყურებაა.
სტატიაში შემოგთავაზებთ 11 ფილმს, რომელიც აუცილებლად გაგაცინებთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ.
1. The Nice Guys - სასიამოვნო ბიჭები
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012601370120141.png)
პირად მცველს და პირად გამომძიებელს აქვთ დავალება - უნდა გამოიძიონ პორნო-ვარსკვლავის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმე. ორივეს თავიანთი, ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდები აქვთ.
2. Spy - ჯაშუში
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614004320141.png)
სუზანი საიდუმლო აგენტობაზე ოცნებობს, მაგრამ ვერავის წარმოუდგენია ის ამ პოზიციაზე. თუმცა, როდესაც მსოფლიოს საფრთხე დაემუქრება, მხოლოდ ის შეძლებს სამყაროს გადარჩენას.
3. The Guard - დაცვა
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614052420141.jpg)
ქალები და სიცილი მარტივი გართობაა ირლანდიელი პოლიციის სერჟანტ - გერი ბოილისთვის. მაგრამ მისი დღიური რუტინა იცვლება, როცა FBI-ს აგენტთან ერთად მოუწევს ნარკობანდის საერთაშორისო ქსელის საქმის გამოძიება.
4. Trainwreck - გოგონა პრობლემების გარეშე
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614145720141.jpg)
ემის არასდროს ჰქონია სერიოზული ურთიერთობა. როგორც კაცების ჟურნალის ჟურნალისტი, ის იღებს დავალებას, დაწეროს სტატია ექიმ აარონზე და ეს საქმე მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
5. Run Fatboy Run - ირბინე, მსუქანო ბიჭო, ირბინე!
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614183120141.jpg)
დენის დოილი ათლეტი ნამდვილად არ არის, მაგრამ მან უნდა ირბინო ლონდონის მარათონზე. უნდა ირბინოს, რადგან უნდა, საყვარელი ქალის - ლიბის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.
6. The Heat - პაპანაქება
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614111220141.jpg)
ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტი - სარა ეშბერნი ნიჭიერი გამომძიებლის რეპუტაციით სარგებლობს, მას აგზავნიან ბოსტონში საქმის გამოსაძიებლად და არა პროგნოზირებად თანაშემწეს - შენონ მალინს უნიშნავენ.
7. Up for Love - სიყვარული ზომების გარეშე
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614224020141.jpg)
დაკარგული მობილური დიანასთვის ხდება მიზეზი, გაიცნოს არაჩვეულებრივი ადამიანი, სახელად - ალექსანდრე. ის ჭკვიანი და საოცრად მიმზიდველია, იდეალური იუმორის გრძნობა აქვს და თითქოს არანაირი ნაკლი არ აქვს, მაგრამ დიანასთვის დაბალია. ეს ქალისთვის პრობლემა ხდება, მაგრამ სიყვარულს შეუძლია დაამარცხოს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თუ ეს ნამდვილი სიყვარულია.
8. Hot Fuzz - ვითომ მაგარი პოლიციელები
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614281920141.jpg)
პოლიციელი ნიკოლას ენჯელი ლონდონიდან სამუშაოდ პატარა ქალაქ სენდფორდში გადაჰყავთ. ის ცდილობს, შეეგუოს ქალაქის ცხოვრების მშვიდ რიტმს და მოსულელო მეწყვილე - დენი ბატერმანს, მაგრამ მოულოდნელად აქ მომხდარი საშინელ ბოროტმოქმედებათა სერია ქალაქის ცხოვრების მშვიდ რიტმს დაარღვევს.
9. Just Go With It - თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614262120141.jpg)
პლასტიკური ქირურგი მასზე ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელთან ურთიერთობას გააბამს, სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად კი მის ასისტენტს სთხოვს, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს მისი ყოფილი მეუღლეა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამ ამბავში ასისტენტის ბავშვებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველა ერთად ჰავაიზე ამოყოფს თავს.
10. The Hangover - ნაბახუსევი
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614304320141.jpg)
სამი მეგობარი წვეულების შემდეგ დღეს იღვიძებს და აღომაჩენს, რომ მათ კარადაში ახალდაბადებული ბავშვია, სააბაზანო ოთახიდიდან კი ვეფხვი გამოდის. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთ-ერთ მათგანს, დოუს, ვერ პოულობენ, რომელსაც ამ დღეს ჯვრისწერა აქვს. სამი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საშინელ ნაბახუსევზე თავი მოაბან და მეგობარი ჯვრის დასაწერად დროზე მიიყვანონ.
11. The Proposal - წინადადება
![11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად
გაგაცინებთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012614332920141.jpg)
როდესაც ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიგი იგბეს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს, მაგრამ ენდრიუს თავისი მოთხოვნები აქვს.