სხვა 8 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ავტომობილში! 2017, 25 მარტი, 12:52 მგზავრობის დროს არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ყველაფერი ყოველთვის გეგმიურად და უსაფრთხოდ ჩაივლის. ალბათ ბევრი თქვენგანის ავტომობილის საბარგულია გადავსებული მრავალი უსარგებლო ნივთებით, საჭირო დროსა და ადგილას კი სწორედ ის მნიშვნელოვანი არ აღმოგაჩნდებათ ხოლმე. ასეთ დროს პანიკას რომ არ მიეცეთ და ხანგრძლივი ლოდინი არ დაგჭირდეთ დამხმარე ძალასთვის, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ავტომობილში ეს 8 ნივთი აუცილებლად ვიქონიოთ ყოველთვის.
8 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ავტომობილში! 1. სინათლის და ცეცხლის წყარო. მნიშვნელოვანია, რომ იქონიოთ ავტომობილში სანთებელა ან ასანთი და ასევე ფანარი, რომელიც ღამის მგზავრობისას მომხდარი შეფერხების დროს მართლაც მნიშვნელოვანი იქნება. 2. GPS და რუკა. თუ იქნება შანსი იმისა, რომ ჩიხში აღმოჩნდით ან დაიკარგეთ და უკან გზას ვეღარ იკვლევთ, ამისათვის აუცილებელია გქონდეთ ავტომობილში GPS ნავიგატორი, თუ მას და მობილურ ტელეფონს არ აქვს კავშირი, მაშინ ქაღალდის რუკა ერთ-ერთი გამოსავალია ასეთი შემთხვევისთვის. 3. საკვები და წყალი. საკვებში, კონტეინერში მოთავსებული სადილი არ მოიაზრება, თუმცა იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად გაგიფუჭდათ ავტომობილი, მაშველი და ხსნა კი აგვიანებს და ამისათვის ლოდინში ღამის თევაც თუ მოგიწიათ, ორცხობილა, კრეკერი და მსგავსი ნუგბარი და რა თქმა უნდა სასმელი წყალი ურიგო ნამდვილად არ იქნება. 4. ზურგჩანთა. თუ გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო გაფუჭდა ავტომობილი, ან საწვავი გაგითავდათ, უახლოეს პუნქტამდე თუ ბენზინგასამართ სადგურამდე კი დიდი მანძილია და ფეხით გავლა მოგიწევთ, აუცილებლად გამოგადგებათ ზურგჩანთა, რომელიც იმ მომენტისთვის ყველა საჭირო და აუცილებელ ნივთს დაიტევს. 5. ავტომობილის ხელსაწყოები. ასევე გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო თუ საბურავი დაეშვა, გასკდა და ა.შ და მოგიწიათ მისი გამოცვლა, საჭიროა რომ თან იქონიოთ ელემენტარული ხელსაწყოები- სახრახნისი (ატვიორკა), ჩაქუჩი, საკანცელარიო დანა, ე.წ დანგრატი, სათადარიგო საბურავი, მაკავშირებელი კაბელი და წებოვანი ლენტები. ეს საჭირო ნივთები გამოგადგებათ ღვედის გაჭრისა თუ ჩამსხვრეული მინის პრობლემის მოგვარებაშიც. 6. თბილი ნივთები. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ყველა დრო არ საჭიროებს თბილ ტანსაცმელს, ავტომობილში მაინც უნდა იქონიოთ პლედი, სვიტერი, თათმანები, ქუდი. საგანგებო შემთხვევის დროს ორგანიზმის სითბოს შენარჩუნებაში ეს ნივთები აუცილებლად დაგეხმარებათ. 7. ხილვადობის და კომუნიკაციის ნივთები. ღამით თუ მოგიწიათ გაჩერება და დახმარების იმედიც არ გაქვთ, ქუჩაში კი უკუნეთი სიბნელეა, ამისათვის ხელსაყრელია იქონიოთ ამრეკლავი ჟილეტი, ფანარი დიოდის ფერებით, ასევე საგანგაშო შაშხანა, რომელთა მეშვეობით შემხვედრი ავტმობილებისთვის უფრო ხილვადი იქნებით. 8. პირველი სამედიცინო დახმარების ნივთები. თქვენი ნაკრები აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო ხელსახოცებით, სახვევი ბაფთებით, მალამოთი, ტკივილგამაყუჩებლითა და ანტიბიოტიკებით. დამატებით შეგიძლიათ იქონიოთ ასევე ნივთები პირადი ჰიგიენისთვის. თუ საქმე სერიოზულ ჭრილობას ან დაზიანებას აქვს, სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დაგავიწყდეთ. P.S. ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● როგორ გავხსნათ ავტომობილის კარი გასაღების გარეშე 10 წამში, თუ კი ის ჩაგვეკეტა? ● როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათ ● რატომ და როგორ უნდა "გავახუროთ" ავტომობილის ძრავი ყინვაში? ● ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებ ● როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით ● ფერარი- (Ferrari). ● ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი. ● მომავლის ავტომობილების პროტოტიპები Tokyo Motor Show 2013-ზე. ● 10 ყველაზე იაფ ფასიანი ავტომობილი მსოფლიოს ისტორიაში. ● American Detroit Motor Show 2014-ის უახლესი ავტომობილები. ● ახალი Lamborghini Huracan LP 610-4. ● სიახლე BMW-სგან "მოტომოყვარულთათვის" 838 21-ს მოსწონს
|