სხვა ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებ 2017, 5 თებერვალი, 12:12 დღეს ავტომობილი ფუფუნების "საგანს" აღარ წარმოადგენს და განურჩევლად სქესისა მას ყველა მართავს, თუმცა არსებობს დეტალები, რომელთა ცოდნის აუცილებლობა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებასა და თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სამწუხაროდ ჩვენს დღევანელ რეალობაში მრავლადაა იმ მძღოლთა კატეგორია, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დეტალებს არ უღრმავდებიან, შედეგად კი უამრავი საგზაო შემთხვევების მხილველები ვხდებით. ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ სტატიაში იმ აუცილებელ ფაქტორებზე გესაუბროდ, რომელთა უცოდინრობა არცერთ მძღოლს არ ეპატიება. დაიმახსოვრეთ!...
მოგეხსენებათ, რომ საბურავები არის ერთ-ერთი მთავარი მაკავშირებელი ელემენტი ავტომობილსა და გზას შორის, ამიტომ ძირითადი მნიშვნელობა სწორედ მას ენიჭება, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული და დამონტაჟებული თქვენს ავტომობილზე. განვიხილოდ საბურავების სახეობები: დღევანდელი საბურავების უმეტესი ნაწილი შიგნით კამერის გარეშეა რადიალური კარკასის კონსტრუქციით. რადიალური კარკასის კონსტრუქციულ საბურავებში ძაფები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული, გვხდება ასევე ისეთიც, სადაც პარალელები არ კვეთს ერთმანეთს დიაგონალში. საბურავის პროტექტორები (კვალი) გვხვდება როგორც ერთი, ასევე საპირისპირო მიმართულების და ასიმეტრიული გამოსახულებით (ნახატით). რა განსხვავებაა მათ შორის და რომელს რა დატვირთვა აქვს? ● ერთი მიმართულების გამოსახულებიანი პროტექტორი საშუალებას იძლევა გაუმკლავდეს წყლის ნიაღვარს, რომელიც საბურავსა და გზას შორის კონტაქტს უშლის ხელს. რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წყალზე მოცურების ალბათობას. ასეთი სახის პროტექტორები საათის ისრების მიმართულების მსგავსია და გვხვდება წარწერით Rotation (ბრუნვა, ტრიალი; მონაცვლეობა, შენაცვლება, მორიგეობა), ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მათ მონტაჟს, ასევე დემონტაჟს, არ შეიძლება მისი მარცხენა მხარეს გადატანა (ან პირიქით) თუ დისკთან ერთად არ მოხდება ამის გაკეთება, რადგან არასწორად დამონტაჟებული საბურავი წვიმის დროს დაბალი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც კი უმალ მოგაცურებთ (ანუ ნაკლებად აკვაპლანირებადია). ● საპირისპირო ანუ არა მიმართული გამოსახულებიანი პროტექტორი არ საჭიროებს რაიმე კონკრეტულ მონტაჟს, რადგან ის არის უნივერსალური ანუ ყველაზე მრავალმხრივი. მისი ფასიც ხელმისაწვდომია და სწორედ უნივერსალურობის გამო კონვეიერის მიერ ქარხანაში ძირითადად ამ სახის საბურავებს ამონტაჟებენ. ● საბურავები ასიმეტრიულ გამოსახულებიანი პროტექტორებით შედგება ორი განსხვავებული ნიმუშისგან, მარჯვენა წვიმის საწინააღმდეგო, მარცხენა კი მშრალი ამინდისთვის. ამ სახეობის საბურავებს შიდა კედელი აქვს მოჭიმული, გახევებული, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვის დროს ეხმარება მყარად და გამართულად იდგეს გზაზე. ასიმეტრიულ საბურავებს აქვს მარკირება წარწერით Outside და Inside (ან Side Facing Out და Side Facing Inwards), რომელიც მიუთითებს თუ რომელ მხარეს უნდა მოხდეს მისი მონტაჟი, ანუ გარკვეული მხარე მოხვდეს "გარეთ" თუ "შიგნით". ასიმეტრიული საბურავები შეიძლება იყოს როგორც მიმართული, ასევე არამიმართული გამოსახულებიანი პროტექტორით. დაბალპროფილიანი საბურავები- მძღოლები, რომლებიც უპირატესობას დინამიური მართვის სტილს ანიჭებენ, იყენებენ დაბალპროფილიან საბურავებს. ამ შემთხვევაში თანაფარდობა სიგანე სიმაღლესთან არ აღემატება 55%-ს (195/55, 205/50, 225/45, და ა.შ.) ამ პროფილის საბურავები ამცირებს მუხრუჭის მანძილს და გამოირჩევა გაწევის დიდი სიჩქარით, თუმცა გამოირჩევა გაზრდილი ხმაურით და მგრძნობიარეა აკვაპლანირების მიმართ (წვიმაში მოცურება). გარდა ამისა, კი ამ საბურავებს მხოლოდ გამართული ასფალტიანი გზები უხდება, ვინაიდან გზაზე ხშირი გადაღობვების (ბორდიური) ან გაფუჭებული საფარის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება დისკის დაზიანების რისკი. ამიტომ უმჯობესია ასეთი საბურავებისგან თავი შეიკავოთ. არასაგზაო საბურავები- რბოლის მოყვარულები არასაგზაო პირობებში ხშირად იყენებენ არასაგზაო სახეობის საბურავებს, რომლებიც ხასიათდება მაღალი პროფილის რეზინით და აქვს ღრმა პროტექტორი, რაც უკეთესი გამავლობის და ფერდობზე ასვლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს საბურავები არ უნდა იქნეს გამოყენებული ასფალტზე და მითუმეტეს მაღალი სიჩქარით, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ღრმა პროტექტორები მალე გაცვდება, ძალიან მცირდება მუხრუჭის სიჩქარე. რომელ სეზონზე რა სახის საბურავები უნდა გამოვიყენოთ? ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი საბურავებში არის მათი სეზონურობა. გამოყოფენ სამი სახის საბურავს- ზამთრის, ზაფხულის და ყველა სეზონისას. როგორც თქვენ არ გაცვიათ ზაფხულში ჩექმა, ისე ავტომობილისთვის არ შეიძლება ზამთრის საბურავების მონტაჟი და პირიქით. გახსოვდეთ, რომ ზამთარში ავტომობილი ზამთრის ყველაზე იაფფასიანი საბურავებით გაცილებით უკეთ ივლის, ვიდრე ძვირადღირებული ზაფხულის საბურავებით. ● ზაფხულის საბურავების მთავარი მიზანია ასფალტზე მოჭიდება და გზაზე მოძრაობის სრული უსაფრთხოება. მათ აქვთ სიჩქარის და გამძლეობის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7-ზე ქვევით ჩამოდის, საბურავები იწყებს გაციებას და შესაბამისად კარგავს ასფალტზე მოჭიდებას, რის შედეგადაც ავტომობილის მართვის უნარი ქვეითდება და მცირდება მუხრუჭის სიჩქარეც. ამიტომ აუცილებელია ზამთრის საბურავზე გადავიდეთ. ● ზამთრის საბურავები შედარებით რბილია და სვლა აქვს მსუბუქი. მთავარი განმასხვავებელი ნიშანია უამრავი ვიწრო ჭრილები პროტექტორზე, რომლის საშუალებითაც თოვლსა და ყინულზე არ კარგავს გზასთან კონტაქტს. მაგრამ როდესაც ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსია, ისინი ადვილად იწყებენ ცვეთას და ამიტომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად საჭიროა დროულად გადახვიდეთ ზაფხულის საბურავებზე. გარდა ამისა არსებობს საბურავები მეტად მკაცრი ზამთრებისთვის, თუმცა ისინი ბევრ ქვეყანაში აკრძალულია იმის გამო, რომ ზიანს აყენებენ გზის საფარს (ასფალტს). დიდ თოვლიან სფეროებში კი გამოიყენება ჯაჭვები, რომლებიც მაგრდება საბურავებზე და ამ დროს მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ / სთ-ს. ● ყველა სეზონის საბურავები კომპრომისული არჩევანია იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით თბილი ზამთარია. ამ სახის საბურავებს პროტექტორის ერთი ნახევარი აქვს ზაფხულის სეზონის, მეორე ნახევარი კი ზამთრის სეზონის. გაგრძელება იქნება... იხილეთ აგრეთვე: ● როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით ● ფერარი- (Ferrari). ● შემზარავი ავარია ხიდზე... ● ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი. ● მომავლის ავტომობილების პროტოტიპები Tokyo Motor Show 2013-ზე. ● 10 ყველაზე იაფ ფასიანი ავტომობილი მსოფლიოს ისტორიაში. ● American Detroit Motor Show 2014-ის უახლესი ავტომობილები. ● ახალი Lamborghini Huracan LP 610-4. ● სიახლე BMW-სგან "მოტომოყვარულთათვის" 4300 16-ს მოსწონს |
და ეხლა ვეცადე მომენახა და საიტზე ძებნის ფუნქცია ვერ ვუპოვე :-))
ისე კი ნორმალური საიტია საუნტერესო რაღაცეები წერია
http://justcoolidea.ru/chtooznachaetmarkirovkashin/
მსგავსი რუსულ ენოვანი სტატია მაქ წაკითხული ცოტა ტერმინოლოგია იყო ცუდი გასაგები აქ კი ყველაფერი გარკვევით წერია სურათებითაც ილუსტრირებულია.
ერთი თხოვნა მექნება თუ შეძლებთ რო ნახოთ და დადოთ ბევრმა არ იცის და გამოადგება რო დადოთ სურათები მაგალითად ზაფხულის და მიანიშნოთ სად უნდა ეწეროს "S" Summer ზაფხულის , რა არის საბურავის ზომა და სად წერია და ასე შემდეგ.