x
image
Maia kordzadze
მოხდება თუ არა იგივე ინციდენტი, ჯგუფი ,,სახის" კონცერტზე, ,20 წლის შემდეგ
ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ჯგუფი “ სახე" 1997 წელს ჩამოყალიბდა, შემადგენლობით: დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და გოგა ხაჩიძე. ჯგუფმა საყოველთაო პოპულარობა მალე მოიპოვა და დაიპყრო ქართველ მაყურებელთა გულები, განსაკუთრებით კი თინეიჯერების.



image


პირველი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სრული ანშლაგით. რის შედეგადაც შენობას, თითქმის მთლიანად, დასჭირდა რეაბილიტაცია. ჯგუფის “ფანების" მიერ, ბილეთების არ არსებობის გამო, დამსხვრეულ იქნა ვიტრაჟები.დარბაზში მყოფი, აზარტში შესული მაყურებელი კი სავარძლებზე აცეკვდა.სავარძლები ისე დაიმტვრა, რომ შესარემონტებელი გახდა. ამ ინციდენტის გამო ჯგუფს აეკრძალა ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება.


ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი



ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯგუფი “ სახე" აღდგა.20 წლის შემდეგ ჯგუფმა იუბილეს აღნიშვნა კონცერტით გადაწყვტა. 14 მაისს გაიმართება კონცერტი., რომელშიც არ მიიღებს მონაწილეობას გოგა ხაჩიძე.

image


image






ერთ დროს ნომერ პირველი ჯგუფი საქართველოში, რომელიც თავისი არსებობის პერიოდში არავის უთმობდა ლიდერობას, კვლავ მზადაა შეხვდეს თავის ერთგულ მაყურებელს.

რა მოხდება კონცერტზე არავინ უწყის, გადაურჩება თუ არა ფილარმონია “ფანების''შემოტევას და შენობის დამსხვრევას, მაგრამ ერთი კი ცხადია , რომ ამ დღეს კიდევ ერთი უნიკალური ჯგუფის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.





0
348
4-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0